ტრეიდერის ვაკანსია

რადგან ჩვენი საიტის ამ გვერდზე იმყოფებით, ე.ი. სურვილი გქვთ გახდეთ საფონდო ბაზრების აქტიური მონაწილე და მათი მეშვეობით გამოიმუშაოთ ფული.

მაშინ ჩვენი შემოთავაზება თქვენთვისაა!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსი" საშუალებას გაძლევთ აიმაღლოთ საფონდო ბაზრებზე მუშაობის, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაკტიკული გამოცდილება და გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.
შემოთავაზება შედგება ორი ნაწილისაგან: სწავლება, დასაქმება.

ამისთვის საჭიროა:
• გადმოწეროთ წიგნი;
• წაიკითხოთ;
• მობრძანდეთ ჩვენს ოფისში;
• გაიაროთ ტესტი.


ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღებთ შანსს დასაქმდეთ. იმ შემთხვევაში თუ ტესტს ჩააგდებთ, ხდება სასწავლო კურსის გავლა.
სწავლა უფასოა და თქვენ არანაირ ფინანსურ ვალდებულებას არ იღებთ საკუთარ თავზე!
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში და დარწმუნებულები ხართ საკუთარ ძალებში, შეგიძლიათ პირდაპირ შეავსოთ აპლიკაცია.

კომპანია "ველსი" პირველი პროპ-ტრეიდინგული ჯგუფია, რომელიც ექსკლუზიურად გთავაზობთ ამ ტიპის ვაკანსიას.
ტრეიდერის პროფესია, რომელიც ეფუძნება პიროვნულ უნარებსა და დისციპლინას, შეგიძლიათ გახადოთ შემოსავლის სტაბილურ წყაროდ, ხოლო კომპანიის მიერ შემუშავებული სავაჭრო სისტემა, თქვენი წარმატებული საქმიანობის გარანტია.
"ველსი" ყოველდღიურად ზრუნავს თითოული ტრეიდერის პიროვნულ განვითარებაზე და ორიენტირებულია მის დადებით შედეგებზე.
გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ - შეავსე აპლიკაცია!

ფუნქცია- მოვალეობები:
• ვაჭრობის დაწყების წინ, ბაზრის დეტალური ანალიზის ჩატარება ყველა იმ სავაჭრო ინსტრუმენტზე, რომელზედაც ორიენტირებულია კომპანია;
• საინტერესო და მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტების განხილვა პროპ-ტრეიდინგულ ჯგუფთან ერთად;
• შერჩეულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე სავაჭრო იდეის ფორმირება და ტრეიდერის ჟურნალში გადატანა;
• კომპანიის მიერ შემუშავებული და ჩამოყალიბებული სავაჭრო ალგორითმის მისადაგება იდეასთან და მისი მკაცრი დაცვა;
• ყოველდღიური ეკონომიკური სიახლეებისთვის თვალყურის მიდევნება და კონტროლი;
• დღის სავაჭრო გეგმის შედგენა;
• ვაჭრობის დაწყებამდე შერჩეულ ინსტრუმენტებზე სქრინის (ან ვიდეოს) გადაღება და ტრეიდერის ჟურნალში მოკლე აღწერით გადატანა;
• კომპანიის მიერ შემუშავებული სისტემის მიხედვით ფინანსური სახსრების და რისკების მუდმივი კონტროლი;
• ყოველდღიურად (ყოველკვირეულად) განხორციელებული გარიგებების რეპორტინგი და მენეჯერთან გაგზავნა;
• წინა დღით განხორციელებული დადებითი და უარყოფითი გარიგებების განხილვაში მონაწილეობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
• დამაჯერებელი საუბარი და გამართული მეტყველება;
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ფორექსზე ან საფონდო ბაზრებზე ვაჭრობაში გამოცდილება;
• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
• პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
• კომუნიკაბელურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• ოპტიმისტური განწყობა საქმის მიმართ;
• კარგი ანალიტიკური აზროვნებაDouble Click to Edit

გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19