ვაჭრობის ფსიქოლოგია

ვაჭრობის ფსიქოლოგია

როგორც ვიცით, ბაზარზე სტაბილურად წარმატებული ვაჭრობა - არ არის შემთხვევითობა, არამედ ტრეიდერის მომზადებულობა და პროფესიონალიზმი, რომელიც შემდეგ ფაქტორებზეა დაფუძნებული: დისციპლინა, სავაჭრო სტრატეგიის წესების მკაცრი დაცვა და ფსიქოლოგია. წარმატების 50%, ზუსტად, ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული. ანუ, ტრეიდერის განწყობაზე და ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე.

მოდით გავერკვეთ: რატომ არის ეს ფაქტორი ასეთი მნიშვნელოვანი?

  • კაპიტალის სწორად მართვისას და მანი მენეჯმენტის მეშვეობით, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს სავაჭრო ბალანსს ნულოვან ნიშნულთან. ანუ, ვვაჭრობთ სტაბილურად, მაგრამ წინსვლა არ აღინიშნება.
  • მანი მენეჯმენტს თუ დავუმატებთ ეფექტურ სავაჭრო სტრატეგიას, ჩვენი ბალანსი დადებით მხარეს გადაიხრება.
  • და, თუ თქვენ არ მიყევით თქვენს სავაჭრო სტრატეგიას, არ გახსენით პოზიცია შიშის გამო, ან არ დახურეთ მომგებიანი პოზიცია დროზე, უფრო ბევრი შემოსავლის მოლოდინში (სიხარბე), ყველა ეს მომენტი მოქმედებს ვაჭრობის შედეგზე. ზუსტად ეს არის ტრეიდერის ფსიქოლოგია.

ტრეიდერს ყავს ორი მტერი - შიში და სიხარბე.

„იდეალური“ ტრეიდერი ან პროფესიონალი - ის არის, ვისთვისაც სულ ერთია, თუ როგორ დაიხურება მისი გარიგება, ვინაიდან ის დისციპლინირებულია და არ აძლევს თავს ზედმეტი რისკების უფლებას. ის მკაცრად მიყვება თავის სავაჭრო სტრატეგიას, მისთვის უცხოა შიში და სიხარბე. მხოლოდ ცივი და საღი გონებით მიღებული გადაწყვეტილებები აძლევენ მას  შემოსავლის გაზრდის საშუალებას.

რა თქმა უნდა, ასეთი ტრეიდერები ერთეულებია. გამოცდილ ტრეიდერებსაც მოსდით შეცდომები. მთავარია დროულად მოახდინო რეაგირება და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ორიოდე სიტყვა სავაჭრო განწყობაზე:

მხოლოდ თავის ძალებში დარწმუნებული ტრეიდერი მიაღწევს წარმატებას ბაზარზე. თუ თქვენ ფიქრობთ: „ეს ყველაფერი ტყუილია, ფორექსზე ფულის გამომუშავება შეუძლებელია“, „ფორექსი თაღლითური სქემაა ...“ ან „ვცდი ერთხელ, გამოვა - გამოვა, თუ არა და....“. ასეთი განწყობით საერთოდ ჯობია არ მიუახლოვდეთ სავაჭრო ტერმინალს. ასეთი აზრებით ბაზარზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

მიუდექით საქმეს პოზიტიურად, გააკონტროლეთ თქვენი ემოციები, იყავით დისციპლინირებული ტრეიდერი და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

მიუდექით ტრეიდინგს, როგორც ბიზნესს, გაიარეთ სწავლება და პრაქტიკა დემო და ცენტურ ანგარიშებზე. ნუ შეგეშინდებათ წამგებიანი გარიგებების, მათ გარეშე ვაჭრობა შეუძლებელია, უბრალოდ, სცადეთ მათი მინიმუმამდე დაყვანა. გახსოვდეთ, რომ ბაზარი „ცოცხალი ორგანიზმია“, ვინაიდან მონიტორების წინ ცოცხალი ადამიანები სხედან. შესაბამისად ბაზარზე მოქმედებს, ეგრედ წოდებული „ ბრბოს ფსიქოლოგია“, ნუ გახდებით ბრბოს ნაწილი, ამავე დროს, ნუ წახვალთ მის საწინააღმდეგოდ, გქონდეთ თქვენი შეხედულება (მიყევით თქვენს სტრატეგიას).


გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19