კომპანია ველსი, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ლიცენზიის 1 წლის თავზე, უკვე ახალი და სუპერთანამედროვე, მეორე ოფისით აგრძელებს საქმიანობას.
ტრეიდინგით დაინტერესებულ პირებს, მათ, ვისაც სურს ვაჭრობა აქციოს არა პროფესიად, არამედ ცხოვრების ნაწილად და ამით დიდ ფინანსურ და ცხოვრებისეულ წარმატებებსაც მიაღწიოს, ვთავაზობთ ე.წ. „მარათონს“.
ახალი ოფისის დასაკომპლექტებლად, ჩვენ ვეძებთ 8 ტრეიდერს.

ამიტომ გაქვთ შანსი - გახდე 8-დან ერთ-ერთი. ამისათვის საჭიროა:
  • გაიაროთ რეგისტრაცია, ქვემოთ განთავსებულ სარეგისტრაციო ველში;
  • მოხვიდე ჩვენს ახალ ოფისში (საბურთალო, ალ.ყაზბეგის #1, პეკინის ქუჩის კვეთასთან),ჩაერთო ერთ კვირიან ტესტ ვაჭრობაში დემო-ანგარიშებზე;
დააფიქსირო საუკეთესო შედეგი.

თუ შენ ჩვენი გუნდის წევრი გახდები, ჩვენ გთავაზობთ შემდეგს:
  • 500-დან 10000$-მდე რეალურ ანგარიშზე ვაჭრობას კომპანიის სახსრებით (არანაირი თქვენი თანამონაწილეობა);
  • მუშაობას ახალ და სუპერთანამედროვე ოფისში;
  • მეგობრულ გარემოს;
  • სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • პროფესიონალი მენტორის რჩევებს წარმატებული ვაჭრობის მისაღწევად;
მინდობით გადაცემული სახსრების მზარდ რაოდენობას, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ველსი - გისურვებთ წარმატებებს!

შეავსე აპლიკაცია


გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19