• პირველი ეტაპი

    გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. პროცესის დასრულების შემდეგ, მაქსიმუმ ორი სამუშაო დღის განმავლობაში, თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.

  • ვერიფიკაცია

    ვერიფიკაციისთვის თქვენ დაგჭირდებათ პირადობის/პასპორტის დასკანირებული ვერსია

  • ანგარიშის შევსება

    წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ინვოისს, რომლის საფუძველზეც შეძლებთ საბალანსო ანგარიშის შევსებას

  • ვაჭრობის დაწყება

    დაიწყეთ და იშოვეთ ფული! ყველა რეალურ ანგარიშს მოყვება 5 გაკვეთილი

Consolidation

რა არის Consolidation-ი?
კონსოლიდაცია ტექნიკურ ანალიზში - არის აქტივების ფასების მოძრაობა მკვეთრად განსაზღვრულ დერეფანში. კონსოლიდაცია არ არის შეზღუდული დროში, ის დასრულებულად ითვლება მაშინ, როცა აქტივის ფასი არღვევს საფასო დერეფნის ფარგლებს. კონსოლიდაციის პერიოდი შეიძლება აისახოს როგორც დიაგრამაზე, რომელიც შეიცავს დროის სხვადასხვა პერიოდს (საათი, დღე და ა.შ.) და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან დაწყებული, დამთავრებული დღეებით, თვეებით და წლებითაც კი. კონსოლიდაციის ხანგრძლივ პერიოდს საბაზისოს უწოდებენ.

კონსოლიდაციის ახსნა
კონსოლიდაციის მხარდაჭერის და წინაღობის დონეები განისაზღვრება აქციების ზედა და ქვედა ფასების დონეებით. როცა აქტივის ფასი არღვევს ამ დონეებს, იზრდება ცვალებადობა და მოკლევადიან ტრეიდერებს საშუალება ეძლევათ გაზარდონ შემოსავალი.

ADR

რა არის ADR-ი (American Depository Receipt)?
ADR - ამერიკული ბანკის მიერ გამოშვებული სატრანსფერო სერთიფიკატია, რომელშიც მითითებულია ამერიკულ ბირჟებზე უცხოური კომპანიების აქციების რაოდენობა. ADR -ის ნომინალური ღირებულება აისახება აშშ დოლარებში. ADR - ს საფუძვლად უდევს ფასიანი ქაღალდი, რომლის მფლობელები არიან ამერიკული საფინანსო დაწესებულებები საზღვარგარეთ. American Depository Receipt იძლევა ადმინისტრატიული და საგადასახადო ხარჯების შემცირების საშუალებას.  
ADR-ის ახსნა
American Depository Receipt - არის უცხოური კომპანიების აქციების შესყიდვის შესანიშნავი შესაძლებლობა, ნებისმიერი დივიდენდის მიღებით აშშ დოლარებში. მაგრამ ADR  ვერ იცავს ეკონომიკური და სავალუტო რისკებისგან, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის კომპანიების აქციების შესყიდვასთან. მაგალითად, სადეპოზიტო შეთანხმების თანახმად, ევროში დივიდენდის ჩარიცხვისას ხდება ევროს კონვერტაცია აშშ დოლარში. ამ თანხიდან ჩამოიჭრება კონვერტაციის ხარჯები და იმ ქვეყნის საგადასახადო ხარჯები, რომელშიც განხორციელდა ოპერაცია. ADR -ის ბრუნვა ხორციელდება NYSE - ს, AMEX - ის, NASDAQ - ის ბირჟებზე.

Slippage

რა არის Slippage-ი?
Slippage (გასრიალება) - სხვაობა მოსალოდნელ სავაჭრო და რეალურ ფასებს შორის. ფასის „გასრიალება“ ხშირად გვხვდება მაღალი ვოლოტილურობის დროს, როცა ბაზარზე სრულდება დიდი შეკვეთები და როცა არ არის სასურველი მოსალოდნელი ფასის მხარდასაჭერად საკმარისი დაინტერესება. ტერმინი „გასრიალება“ ხშირად გამოიყენება ფორექსზე და ბირჟაზე ვაჭრობისას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბაზრისთვის ეს ერთი და იგივეა, „გასრიალება“ ხდება სხვადასხვა სიტუაციებში.
Slippage-ის ახსნა
ფორექსზე „გასრიალება“ ხდება მაშინ, როცა შეზღუდვის ან შეწყვეტის დროს აისახება თავდაპირველად დაფიქსირებული სიჩქარის დაქვეითება. „გასრიალება“ ხდება მაღალი ვოლოტილურობის დროს გამოწვეული სიახლეების გამოქვეყნებით. ამ შემთხვევაში დილერების უმეტესობა ვაჭრობს მათთვის ხელსაყრელი ფასებით.
აქციებით ვაჭრობისას „გასრიალება“ ხდება სპრედის ცვლილების დროს. ამ შემთხვევაში, ტრეიდერის მიერ განთავსებული სავაჭრო ორდერი, შესრულდება არა მოსალოდნელ ფასად, არამედ უფრო ცუდი პირობებით. გრძელი პოზიციის დროს, მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს, მოკლე პოზიციის დროს კი - შემცირდეს. ტრეიდერებს შეუძლიათ თავი დაიცვან „გასრიალებისგან", საბაზრო ორდერებისგან თავის არიდებით, თუ ეს არ წარმოადგენს აუცილებლობას.

Short Squezze

რა არის Short Squezze-ი (მოკლე შეკუმშვა)?
სიტუაცია, როცა წინადადებების დეფიციტი და აქციებზე აჟიოტაჟური მოთხოვნა ზრდიან ფასს. „მოკლე შეკუმშვის“ დროს, ფასის სწრაფი გაზრდის შემთხვევაში, ტრეიდერებს, რომლებსაც მოკლე პოზიციები აქვთ გახსნილი, ჩვევიათ აქციების ყიდვა იმისთვის, რომ გამოვიდნენ მოკლე პოზიციებიდან. „მოკლე შეკუმშვა“ ახასიათებს სუსტი კაპიტალიზაციის და დაბალი კოტირების მქონე აქციებს.
Short Squezze - ის ახსნა
როცა იწყება აქციების ფასების სწრაფი ზრდა, მოკლე პოზიციების მქონე ტრეიდერები ლიკვიდურობის დასაფარად იძულებული ხდებიან იყიდიონ აქციები. იმ შემთხვევაში, როცა მოკლე პოზიციებში „მჯდომი“ ბევრი ტრეიდერი იწყებს აქციების ყიდვას, ეს ფაქტი უფრო სწრაფად ზრდის აქციების ფასს.

Short Position

რა არის Short Position-ი?
1. საქონლის ან ვალუტის სესხის უფლების გაყიდვა, აქტივის ფასის კლების მოლოდინში.
2. ოპციონებზე საუბრის კონტექსტში, ასე უწოდებენ ოპციონების გაყიდვის კონტრაქტს.
Short Position - ის ახსნა
1. მაგალითად, ინვესტორი სესხულობს ბროკერისგან ფონდის აქციებს და ათავსებს მათ ბაზარზე გასაყიდად. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ მას ფონდში „მოკლე“ პოზიცია აქვს. საბოლოო ჯამში ინვესტორმა უნდა დაუბრუნოს ბროკერს ნასესხები აქციები (იყიდოს). თუ ფონდების ფასმა დაიწია, ის ყიდულობს აქციებს, გაყიდულ ფასთან შედარებით, უფრო დაბალ ფასად. შესაბამისად იღებს შემოსავალს.
2. ოპციონის გაყიდვის ან მიწოდების წინადადება აძლევს მყიდველს უფლებას და არა მოვალეობას, იყიდოს ან მოგყიდოს გარკვეული ხარისხის საქონელი განსაზღვრულ ვადებში.

Sell Off

რა არის Sell Off-ი
ფასიანი ქაღალდების სწრაფი გაყიდვა, როგორიცაა - აქციები, ობლიგაციები და საქონელი. მასის ზრდას მოყვება აქციების ფასის კლება.
Sell Off - ის ახსნა
ფასის ქვემოთსვლა შეიძლება მოხდეს ბევრი მიზეზის გამო. მაგალითად, თუ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შემცირებულია შემოსავალი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ კომპანიის აქციების ფასის კლება. ფასების დაცემას შეიძლება ჰქონდეს უფრო მასშტაბური ხასიათიც. მაგალითად, ნავთობზე ფასების ზრდამ, შეიძლება გამოიწვიოს ფასების დაცემა ფართო ბაზარზე (მაგალითად S&P 500). ეს გამოწვეულია ენერგეტიკული ხარჯების გაზრდის მოლოდინით, რომლის წინაშეც დგებიან კომპანიები.

SEC

რა არის SEC-ი (ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისია)?
აშშ-ს კონგრესის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც არეგულირებს ბაზარს და ფასიან ქაღალდებს, ინვესტორების ინტერესების დაცვის მიზნით. გარდა ამისა, კომისია აკონტროლებს კორპორატიულ შესყიდვებს აშშ-ს ტერიტორიაზე. კომისია შედგება აშშ-ს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და სენატის მიერ დამტკიცებული ხუთი კომისრისგან. კომისიის მოღვაწეობა რეგულირდება წესდებით. მისი მიზანია ინვესტიციების დაცვა თაღლითობის და ბაზარზე მანიპულირებისგან. კომისიის ქმედებები გასაჯაროებულია.
SEC - ის ახსნა
ოპერაციის მაგალითი, რომელიც კომისიის ინტერესების ფარგლებშია: საკონტროლო პაკეტის 5%-ზე მეტი აქციების შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია შეატყობინოს კომისიას ყიდვიდან 10 დღის განმავლობაში.

Scalper

ვინ არის Scalper-ი?
ტრეიდერი, ფინანსური სპეკულანტი, რომელიც ახორციელებს მოკლევადიან გარიგებებს.
პირი, რომელიც ყიდულობს დიდი რაოდენობის მოთხოვნად ნივთებს (როგორიცაა, ახალი ელექტრონიკა ან რაიმე ღონისძიების ბილეთები) დაბალ ფასში, შემდგომ მათი მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით. ასეთი გარიგებები ხშირად ხორციელდება შავ ბაზარზე. სკალპინგის ასეთი ნაირსახეობა უკანონოა.
Scalper - ის ახსნა
სკალპერი ახორციელებს ბევრ გარიგებას. თითო გარიგებას დაბალი შემოსავალი მოაქვს, მაგრამ დღის ბოლოს მიღებული ჯამური მოგება, შეიძლება საკმაოდ სოლიდური იყოს. არსებობს აგრეთვე ინვესტიციების უკანონო სკალპინგი, როცა ინვესტიციების კონსულტანტი ყიდულობს ფასიან ქაღალდებს და აძლევს  აქციებში ინვესტირების რჩევებს. მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, ხდება აქციების შესყიდვა დიდი რაოდენობით ინვესტორების მიერ, რასაც მოყვება ფასის ზრდა. შემდგომ კონსულტანტი ყიდის ფასიან ქაღალდებს და იღებს შემოსავალს.

S&P 500

რა არის S&P 500?
Standard & poor’s 500 Index – S&P 500 - ინდექსი, რომელიც შეიცავს აშშ-ს 500 უმსხვილესი კომპანიის აქციებს. მთავარი ფაქტორები, რის მიხედვითაც ირჩევენ ამ ინდექსის კომპანიებს, არის ლიკვიდურობა და სხვა მონაცემები. ინდექსი S&P 500 აშშ-ს ინდიკატორული ფასიანი ქაღალდია და ასახავს დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების რისკ/შემოსავლიანობას.
S&P 500 -ის ახსნა
ინდექსში შემავალი კომპანიები ირჩევიან S&P-ს კომიტეტის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ანალიტიკოსებით და ეკონომისტებით. თითო აქციის წილი საბაზრო ფასის პირდაპირ პროპორციულია.
S&P 500 აშშ-ს საერთო საფონდო ბირჟის ყველაზე გამოსაყენებელი ინდექსია. თავის დროზე DJIA ინდექსი იყო ამერიკული აქციების ყველაზე ცნობილი ინდექსი. ვინაიდან DJIA შეიცავდა მხოლოდ 30 კომპანიის აქციებს, უმეტესობა ეთანხმება იმას, რომ S&P 500 ამერიკის ბაზრის საუკეთესო მაჩვენებელია.

Risk Control

რა არის Risk Control-ი (რისკების კონტროლი)?
მეთოდი, რომლის მეშვეობით კომპანიები აფასებენ პოტენციური ზარალის მოცულობას და იღებენ ზომებს ამ ზარალის შემცირებისთვის. ამ მეთოდის გამოყენებისას ფასდება რისკები ( ფირმის მოღვაწეობის პოტენციური რისკ-ფაქტორების გამოვლენა, მაგალითად, ბიზნესის ტექნიკური და არატექნიკური ასპექტები, ფინანსური პოლიტიკა, აგრეთვე სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ფირმის კეთილდღეობაზე) და ცვლილებების განხორციელება ამ სფეროებში რისკების შესამცირებლად.
Risk Control -ის ახსნა
რისკების კონტროლი გულისხმობს, ინფორმაციის გამოყენებას მიღებული რისკების შეფასებისას, ცვლილებების შემუშავებას და განხორციელებას რისკების სამართავად. რისკების კონტროლი შეიძლება შეიცავდეს ახალი პოლიტიკის და სტანდარტების ჩანერგვას, ფიზიკურ და პროცედურულ ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესში გარკვეული რისკების შემცირება ან აღმოფხვრა.

Risk / Reward ratio

რა არის Risk / Reward ratio-ი?
კოეფიციენტი, რომელსაც იყენებენ ინვესტორები, განხორციელებული ინვესტიციებისგან მოსალოდნელი შემოსავლის შედარებისთვის, დასაშვებ მაქსიმალურ რისკთან. კოეფიციენტი გამოითვლება მათემატიკურად, მოსალოდნელი შემოსავლის, სავარაუდო ზარალის თანხაზე გაყოფის გზით.

Risk / Reward ratio - ის ახსნა
მაგალითად, ტრეიდერი ყიდულობს XYZ კომპანიის 100 აქციას, თითო აქციის ფასი არის 20$. სტოპ-ლოსს აყენებს 15$ - ზე, რომ მისი ზარალი 500$-ს არ აღემატებოდეს. ტრეიდერი თვლის, რომ XYZ კომპანიის აქციები გაიზრდება 30$ - მდე. ამ შემთხვევაში მოსალოდნელი შემოსავალი 2 ჯერ აღემატება რისკს. რისკ/შემოსავლის ოპტიმალური შეფარდება სხვადასხვაა სტრატეგიების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.

Retracement

რა არის Resistance-ი?
აქციის გასაყიდი ფასი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ამ ტერმინს ხშირად „წინაღობის დონე“-ს უწოდებენ.
Resistance-ის ახსნა
ფასიანი ქაღალდი ან საფონდო ბაზარი აჩერებს ზრდას იმის გამო, რომ ბაზარზე უფრო მეტი გამყიდველია ვიდრე მყიდველი.

Range

რა არის Range-ი?
აქციის მაქსიმალური და მინიმალური ფასი დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (დღე, კვირა, თვე და ა.შ.)
Range-ის ახსნა
აქციის ფასის მოძრაობა საფასო დიაპაზონში. ამ დიაპაზონს ხშირად „არხს" უწოდებენ.

Rally

რა არის Rally?
აქციის, ობლიგაციის ან ინდექსის ფასის მყარი ზრდის ან კლების პერიოდი. ფასის ზრდის შემთხვევაში Rally ხარისებულია, ხოლო კლების დროს - დათვისებური.
Rally-ს ახსნა
Rally-ს იწვევს დიდი რაოდენობის ფულადი სახსრების ჩარიცხვას ბაზარზე. Rally-ს ხანგრძლივობა დამოკიდებულია მყიდველების და გამყიდველების სიძლიერეზე. მაგალითად, თუ მყიდველებს გააჩნიათ აქციების შეძენის სურვილი და სახსრები, მაგრამ არც თუ ისე ბევრ ინვესტორს სურს აქციების გაყიდვა, მოსალოდნელია ხანგრძლივი რალი. მაგრამ როცა მყიდველების აქტიურობას გამყიდველების აქტიურობა მოყვება, ამ შემთხვევაში ფასების მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

Quote

რა არის Quote?
1. ფასიანი ქაღალდის ან საქონლის საბოლოო გაყიდვის ფასი. ანუ ეს ის „ბოლო“ ფასია, რომელზეც შეთანხმდნენ და დადეს გარიგება გამყიდველმა და მყიდველმა.
2. წინადადების და მოთხოვნის კოტირებები განსაზღვრავენ აქციის ყიდვის ან გაყიდვის ფასს და რაოდენობას. წინადადების კოტირება აჩვენებს, თუ რა ფასად და რა რაოდენობით შეისყიდის მყიდველი აქციას. მოთხოვნა, კი იმის მაჩვენებელია, თუ რა პირობებით გაყიდის აქციებს ბაზრის მონაწილე.
Quote-ის ახსნა
1. აქციების და ფასიანი ქაღალდების კოტირებები იცვლება სავაჭრო დღის განმავლობაში ახალი ტრანზაქციების შესრულებისთანავე, რომელიც ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, ერთი მეორეს მიყოლებით. თუ თქვენ თვალყურს ადევნებთ რომელიმე კომპანიის აქციებს, თქვენ ყურადღებას აქცევთ იმ ფასს, რომლითაც განხორციელდა ბოლო გარიგება.
2. პოტენციური ინვესტორები და გამყიდველები კომპანიებში უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ მოთხოვნის და წინადადების კოტირებებს, ვინაიდან კოტირებები ასახავენ ფასს, რომლითაც შესაძლებელია აქციების ყიდვა ან გაყიდვა.

PPI

რა არის PPI (Producers Price Index)?
ინდექსების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს მომსახურებაზე და საქონელზე ფასების საშუალო ცვლილებას. 
PPI - ის ახსნა
მეწარმეთა ფასების ინდექსი ანგარიშდება მეწარმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

P/E ratio

რა არის P/E ratio (Price-Earnings Ratio)?
მაგალითად თუ კომპანიის აქციები იყიდება 43$-ად, შემოსავალმა კი ბოლო 12 თვის მანძილზე ერთ აქციაზე შეადგინა 1.95$, შესაბამისად ფასი/შემოსავალის შეფარდება იქნება 22.02$ (43/1.95). P/E - ს ანგარიშობენ ბოლო 4 კვარტლის მონაცემების საფუძველზე. ხშირად გამოითვლება შემდგომი ოთხი კვარტლის მოსალოდნელი შემოსავალი ( საპროგნოზო P/E).
P/E ratio-ს ახსნა
P/E - ს კოეფიცენტის უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ კომპანია რომლის P/E კოეფიცენტი მაღალია, მას შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა ელოდება, დაბალი P/E-ს მქონე კომპანიასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, P/E-ს კოეფიციენტი არ იძლევა სრულ ინფორმაციას კომპანიის შემოსავლიანობაზე. ძირითად კოეფიცენტს იყენებენ ერთ სფეროში მოღვაწე კომპანიების ერთმანეთთან შედარებისთვის.

Prime Rate

რა არის Prime Rate?
საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც კომერციული ბანკები აწესებენ მეტად კრედიტუნარიანი კლიენტებისთვის. ძირითადი და ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთები ძირითადად განისაზღვრება ფედერალური ფონდის განაკვეთის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ არის კომერციულ ბანკებს შორის ოვერნაით განაკვეთი. ძირითადი განაკვეთი, აგრეთვე დიდ გავლენას ახდენს საცალო მომხმარებელზე, ვინაიდან მას პირდაპირი გავლენა აქვს საკრედიტო განაკვეთზე.
Prime Rate-ის ახსნა
დეფოლტის რისკი საპროცენტო განაკვეთის მოცულობის ძირითადი საფუძველია. ვინაიდან მსხვილ კლიენტებს ნაკლებად ემუქრებათ დეფოლტი, ბანკს შეუძლია მათ შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი დაუწესოს, ვიდრე იმ კლიენტებს ვისაც დეფოლტის უფრო მაღალი ალბათობა გააჩნია.

Position

რა არის Position-ი?
ფასიანი ქაღალდების რაოდენობა საკუთარი (რომლებიც წარმოადგენენ გრძელ პოზიციას) ან დილერისგან ნასესხები (რომლებიც წარმოადგენენ მოკლე პოზიციას). 
Position-ის ახსნა
ეს ტერმინი თქვენ შეიძლება გაიგონოთ შემდეგ კონტექსტში:
1. დილერები ხშირად იღებენ მონაწილეობას განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების გრძელ პოზიციებში.
2. ტრეიდერმა დახურა პოზიცია და მიიღო 10% - იანი შემოსავალი. 

Out of the Money

რა არის Out of the Money?
1. ყიდვის დროს, როცა ოპციონის შესრულების ფასი საბაზისო აქტივის საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად მაღალია.
2. გაყიდვისას, როცა ოპციონის შესრულების ფასი საბაზისო აქტივის საბაზრო ფასზე მნიშვნელოვნად დაბალია.
Out of the Money-ს ახსნა
ეს ის სიტუაციაა, როცა ინვესტორის პროგნოზი არ გამართლდა და ის „მინუსშია“.

Oversold

რა არის Oversold-ი?
1. პირობა, როდესაც საბაზისო აქტივის ფასი ეცემა მის რეალურ ღირებულებაზე დაბლა. ეს სიტუაცია ძირითადათ იქმნება მაღალი საბაზრო აქტიურობის ან პანიკური გაყიდვების შედეგად.
2. სიტუაცია ტექნიკურ ანალიზში, როცა აქტივის ფასის დაცემის შედეგად ოსცილატორმა მიაღწია თავის მინიმალურ ზღვარს. 
Oversold-ის ახსნა
1. აქტივი, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად უფასურდება, ითვლება გაყიდვით გაჯერებულად. აქტივის გაყიდვით გაჯერების მოცულობა არ არის განსაზღვრული.
2. გაყიდვით გაჯერებულობის დონის განსაზღვრა ტექნიკურ ანალიზში ხდება სხვადასხვა ინდიკატორების მეშვეობით, როგორიცაა, სტოქასტიკი, მცოცავი საშუალოები და სხვა.

Overbought

რა არის Overbought-ი?
სიტუაცია, როცა აქტივის ღირებულება იზრდება და მისი რეალური ღირებულებისგან ბევრად მაღალია. ტექნიკურ ანალიზში ფასის ასეთი მკვეთრი ზრდის შედეგად, ინდიკატორები აღწევენ და კვეთენ თავიანთ მაქსიმალურ ზღვარს.
Overbought -ის ახსნა
აქტივი, რომლის ფასი დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად იზრდება, ითვლება ყიდვით გაჯერებულად. ყიდვით გაჯერებულობის დონის განსაზღვრა ტექნიკურ ანალიზში ხდება სხვადასხვა ინდიკატორების მეშვეობით, როგორიცაა, სტოქასტიკი, მცოცავი საშუალოები და სხვა.

Open Position

რა არის Open Position-ი?
ნებისმიერი გარიგება, რომელიც დაიდო და ჯერ არ არის დასრულებული. ღია პოზიცია შეიძლება იყოს ყიდვის (გრძელი პოზიცია) და გაყიდვის (მოკლე პოზიცია). ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიცია ღიად ითვლება სანამ არ განხორციელდება საპირისპირო გარიგება.

Open Position-ის ახსნა
მაგალითად ინვესტორი ფლობს სააქციო კაპიტალის 500 აქციას. ის აცხადებს, რომ აქვს ღია პოზიცია ამ აქციებზე. როცა ინვესტორი გაყიდის ამ აქციებს, პოზიცია ჩაითვლება დახურულად. დეიტრეიდერები და სპეკულანტები დღის განმავლობაში ხსნიან და ხურავენ ბევრ პოზიციას.

Offer

რა არის Offer-ი?
1. როცა ერთი მხარე ინტერესდება მეორე მხარის აქტივების ყიდვით ან გაყიდვით.
2. ბაზარზე გასაყიდად ხელმისაწდომი აქტივის განთავსების პროცესი.

Offer-ის ახსნა
არსებობს შეთავაზების რამოდენიმე ნაირსახეობა. ყოველ მათგანს გააჩნია კომბინაციები და ფუნქციები. მაგალითად სახლის ყიდვისას მყიდველი სთავაზობს გამყიდველს იმ მაქსიმალურ ფასს, რომლის გადახდაც მას შეუძლია. მაგრამ, მეორე პოტენციური მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც სთავაზობს თავის ფასს, იწყება ფასების „ომი“. ეს გრძელდება იქამდე, სანამ ერთ-ერთი მიდველი არ შესთავაზებს ისეთ ფასს, რომელიც აღმოჩნდება მეორე მყიდველის მაქსიმალურ ფასსზე მაღალი.

Odd Lots

რა არის Odd Lots-ი?
ფასიან ქაღალდებზე შეკვეთის თანხა, რომელიც აქტივის სტანდარტულ სავაჭრო ერთეულზე ნაკლებია. არასტანდარტული ლოტი შეიძლება იყოს, კაპიტალის სტანდარტულ 100 აქციაზე დაბალი. არასტანდარტული ლოტებით ვაჭრობისას, საბაზრო კომისია შედარებით მაღალია, სტანდარტული ლოტებით ვაჭრობისგან განსხვავებით.

MOC (Market On Close)

რა არის MOC-ი (დაკეტილი ბაზარი)?
საბაზრო ორდერი, რომელიც უნდა შესრულდეს სავაჭრო დღის დასრულებასთან, რაც შეიძლება ახლოს, მიმდინარე საბაზრო ფასით.
MOC-ის ახსნა
სავაჭრო დღის განმავლობაში ბირჟები აგროვებენ MOC ორდერებს და აერთიანებენ მათ ბოლო გარიგებაში დღის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე.

Market order

რა არის Market order-ი?
ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან გაყიდვის ორდერი მიმდინარე საბაზრო ფასად. ორდერი შეიძლება შესრულდეს დაუყოვნებლივ , ვინაიდან არ შეიცავს არანაირ შეზღუდვებს.
Market order-ის ახსნა
მარკეტ ორდერი სრულდება პრაქტიკულად დაუყოვნებლივ და მასზე კომისია მინიმალურია, ვინაიდან ბროკერს მისი შესრულებისთვის არ სჭირდება დიდი დრო. მაგრამ, ხშირად ორდერის შესრულებისას საბაზრო ფასთან შედარებით უფრო მაღალ ფასს ვიღებთ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გაზრდილი სპრედით. ერთი სიტყვით, ყველაფერი შეიძლება დასრულდეს იმით, რომ თქვენ უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ ვიდრე ვარაუდობდით.

Market maker

ვინ არი Market maker-ი?
საბროკერო-სადილერო ფირმები, რომლებიც ყიდულობენ ფასიანი ქაღალდების გარკვეულ რაოდენობას შემდგომ ახორციელებენ მათი გაყიდვის ორგანიზებას. შეკვეთის მიღებისთანავე ბროკერი დაუყოვნებლივ ახორციელებს აქციების გაყიდვას თავისი მარაგებიდან, ან ეძებს საკომპენსაციო ორდერს. ეს ხდება რამდენიმე წამის განმავლობაში. 
Market maker-ის ახსნა
NASDAQ-ი საბაზრო ბროკერის მუშაობის საუკეთესო მაგალითია. არსებობს 500-ზე მეტი NASDAQ-ის მოქმედი წევრი ფირმა, რომლებიც ამ ბაზარზე ასრულებენ ბროკერის ფუნქციებს და უზრუნველყოფენ ფინანსური ბაზრის ეფექტურ მუშაობას.

Market (ბაზარი)

რა არის Market-ი?
ადგილი, სადაც გარკვეული საქონლის მყიდველები და გამყიდველები ურთიერთობენ გარიგებების დადების მიზნით. როგორც წესი, ბაზარს უწოდებენ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ადგილს.
 
Market-ის ახსნა
არ არის აუცილებელი ბაზარი იყოს ფიზიკური ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მყიდველები და გამყიდველები. ინტერნეტ - მაღაზიები, ონლაინ აუქციონები - ეს ყველაფერი ბაზარია, სადაც ყველა ოპერაცია ხორციელდება რეალურ დროში ონლაინ რეჟიმში.

Lot

რა არის Lot-ი?
ფინანსურ ბაზარზე ლოტი წარმოადგენს ფინანსური ინსტრუმენტების სტანდარტიზირებულ რაოდენობას, რომელსაც საზღვრავს მარეგულირებელი ორგანო. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას, ლოტი წარმოადგენს გასაყიდი ფასიანი ქაღალდების მინიმალურ რაოდენობას.
Lot-ის ახსნა
აქციების შემთხვევაში, ლოტი არის აქციების რაოდენობა, რომელსაც თქვენ ყიდულობთ ერთი ტრანზაქციის დროს.
ლოტის კონცეფცია იძლევა ფინანსური ბაზრების მიერ ფასიანი კოტირებების სტანდარტიზაციის საშუალებას. ერთი ლოტი საერთო კაპიტალის 100 აქციას შეიცავს. ასეთი სტანდარტიზაციის შემთხვევაში ინვესტორებმა ზუსტად იციან, თუ რამდენ ერთეულს ყიდულობენ ყოველი გარიგების შესრულებისას.

Long Position

რა არის Long Position-ი?
1. ფასიანი ქაღალდების ყიდვა (აქციების, საქონლის ან ვალუტის), იმის მოლოდინით, რომ ამ აქტივის ფასი გაიზრდება.
2. ოპციონების შემთხვევაში, ოპციონის კონტრაქტის ყიდვა.
Long Position-ის ახსნა
1. მაგალითად ამბობენ, რომ „McDonald’s Corp.-ის აქციების მფლობელი გრძელ პოზიციაშია“.
2. მაგალითად, „კოლ“ (ან „პუტ“) ოპციონის ყიდვა გაძლევთ გარკვეული საქონლის ან აქტივის ყიდვის (გაყიდვის) უფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

Liquid market

რა არის Liquid market-ი?
ბაზარი შეთავაზების და მოთხოვნის მაღალი მაჩვენებლით. ბაზრის ერთ-ერთი მახასიათებელია მისი ლიკვიდურობა. 
Liquid market-ის ახსნა
შეთავაზების და მოთხოვნის ცვლილება მცირე გავლენას ახდენს ბაზარზე. 

Liquidity

რა არის Liquidity?
1. ლიკვიდურობას ახასიათებს მაღალი სავაჭრო აქტიურობა. აქტივი, რომლის ყიდვა ან გაყიდვა ადვილად ხორციელდება, ლიკვიდურ აქტივს უწოდებენ.
2. აქტივის კონვერტირების შესაძლებლობა ნაღდ ფულში, აგრეთვე ლიკვიდურობის მახასიათებელია.
Liquidity-ს ახსნა
ლიკვიდურ აქტივებში სახსრების დაბანდება უფრო უსაფრთხოდ ითვლება, ვინაიდან ინვესტორს ადვილად შეუძლია მისი კონვერტირება ფულში.

Limit order

რა არის Limit order-ი?
ორდერი, რომლის მეშვეობით კლიენტი ადგენს აქტივის გარკვეული რაოდენობის შესყიდვის ან გაყიდვის ფასიან დონეს. ინვესტორს, აგრეთვე შეუძლია მიუთითოს ორდერის მოქმედების ვადა.
Limit order-ის ახსნა
ლიმიტ ორდერებზე, როგორც წესი, უფრო მაღალ საკომისიოს აწესებენ, მიუხედავად ამისა, ამ ორდერებით მუშაობა უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან ინვესტორი იღებს, მისთვის სასურველი შესყიდვის ან გაყიდვის ფასს.

Law of Supply and Demand (მოთხოვნის და შეთავაზების კანონი)

რა არის Law of Supply and Demand?
თეორია, რომელიც განმარტავს რესურსზე მოთხოვნის და შეთავაზებას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას. მოთხოვნის და შეთავაზების კანონი განსაზღვრავს, თუ რა გავლენას ახდენს ფასზე ამა თუ იმ პროდუქტის არსებობა (წინადადება) და მისი შეძენის სურვილი (მოთხოვნა). თუ მოთხოვნა დაბალია, აქტივის ფასი იკლებს, თუ მოთხოვნა მაღალია და შეთავაზება დაბალი, ამ შემთხვევაში აქტივის ფასი იზრდება.
Law of Supply and Demand-ის ახსნა
მოთხოვნის და შეთავაზების კანონი არ წარმოადგენს რეალურ, ფურცელზე დაწერილ კანონს. მაგრამ დამტკიცებულია, რომ თუ თქვენ გაქვთ დიდი რაოდენობის საქონელი, მისი ფასი სავარაუდოდ დაიკლებს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებაც და მოთხოვნაც მაღალია ფასიც მაღალი იქნება. მოთხოვნის და შეთავაზების კანონი - ბაზრის ძირითადი კანონია.

In the Money

რა არის In the Money?
• “call“ ოპციონის შემთხვევაში, ოპციონი, რომლის შესრულების ფასი აქტივის საბაზრო ფასზე დაბალია.
• „put“ ოპციონის შემთხვევაში, ოპციონი, რომლის შესრულების ფასი აქტივის საბაზრო ფასზე მაღალია. 
In the Money-ს ახსნა
In the Money ნიშნავს, რომ თქვენს ოპციონს აქვს ფასი და თქვენ შეგიძლიათ ის გაყიდოთ. მაგალითად, თუ ტრეიდერმა იყიდა ABC - ს აქციების „call“ ოპციონი, რომლის შესრულების ფასი 12$-ია, ფასი კი 15$-ს შეადგენს, ასეთი ოპციონი მომგებიან ოპციონად ითვლება ან ამბობენ რომ, ოპციონი „ფულშია“ (In the Money). ტრეიდერს შეუძლია იყიდოს აქციები 12$-ად და იმავდროულად გაყიდოს ისინი 15$-ად. თითო აქციაზე მისი შემოსავალი შეადგენს 3$-ს. თუ ტრეიდერმა „call“ ოპციონში 3.5$ გადაიხადა ის შემოსავალს ვერ მიიღებს, მაგრამ მისი ოპციონი მომგებიან ოპციონად ჩაითვლება.

GAP

რა არის GAP-ი?
ფასებს შორის წყვეტა, რომელიც შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს შეიძლება იყოს: ფასზე ზემოქმედების მიზნით აქტიური შესყიდვები ან გაყიდვები; შემოსავლების ცვლილებების გამოცხადება ან ნებისმიერი ეკონომიკური სიახლის გამოქვეყნება.
GAP-ის ახსნა
GAP-ის მაგალითი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სურათზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველ დღეს საფონდო ბაზარი დაიხურა 50$-იან ნიშნულზე, ხოლო მეორე დღეს სესია დაიწყო 46$-იანი ნიშნულიდან. ამ ორ ფასს შორის ვაჭრობა არ ხორციელდებოდა. ფინანსურ ბაზრებზე GAP-ი ხშირი მოვლენაა. ფორექსის ბაზარზე GAP-ი იშვიათად გვხვდება, ვინაიდან ფორექსი მაღალი ლიკვიდური ბაზარია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

Futures

რა არის Futures-ი?
წინასწარ განსაზღვრული თარიღით და წინასწარ შეთანხმებული ფასით, მყიდველის მიერ აქტივის შესყიდვის (ან გამყიდველის მიერ აქტივის გაყიდვის) ფინანსური სახელშეკრულებო ვალდებულება. ფიუჩერსების კონტრაქტებში დეტალურად არის აღწერილი ძირითადი აქტივების ხარისხი და რაოდენობა. ეს მაჩვენებლები სტანდარტიზირებულია, რაც უფრო აადვილებს ფიუჩერსულ ბაზარზე ვაჭრობას. ფიუჩერსის ზოგიერთი კონტაქტი შეიძლება შეიცავდეს აქტივის ფიზიკური მიწოდების მოთხოვნას. საფონდო ბაზართან შედარებით, ფიუჩერსების ბაზარს ახასიათებს ვალდებულებებით დატვირთვის ფართო დიაპაზონის შესაძლებლობა. ფიუჩერსებს ხშირად იყენებენ, როგორც სპეკულატიური მიზნებისთვის, აგრეთვე რისკების შესამცირებლად (ხეჯირება).
Futures-ის ახსნა
ოპციონებს და ფიუჩერსებს შორის პრინციპიალური სხვაობა იმაშია, რომ ოპციონის მფლობელს აქვს უფლება იყიდოს ან გაყიდოს აქტივი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ფიუჩერსის კონტრაქტის მფლობელი კი ვალდებულია შეასრულოს კონტრაქტის პირობები.

Fundamental analysis

რა არის Fundamental analysis (ფუნდამენტალური ანალიზი)?
ფასიანი ქაღალდების შეფასების მეთოდი, მათთან დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ხარისხობრივი და რაოდენობრივი ფაქტორების შესწავლის გზით. ფუნდამენტალური ანალიზი გულისხმობს ყველა იმ ფაქტორის შესწავლას, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდის ფასზე (მაკროეკონომიკური ფაქტორები და სხვა). ფუნდამენტალური ანალიზის საბოლოო მიზანია აქტივის ფასის დადგენა. ამით ინვესტორს  საშუალება ეძლევა, შეადაროს მიღებული ფასი მიმდინარე საბაზრო ფასთან, შემდგომ ყიდვის ან გაყიდვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
Fundamental analysis-ის ახსნა
ფუნდამენტალური ანალიზი დაფუძნებულია რეალური მონაცემების გამოყენებაზე.
მაგალითად, ინვესტორს შეუძლია ფუნდამენტალური ანალიზის ჩატარება ისეთ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყდნობით, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი და ეკონომიკის საერთო მდგომარეობა, აგრეთვე ისეთი ინფორმაცია ობლიგაციების ემიტეტზე, როგორიცაა მისი საკრედიტო რეიტინგის ცვლილება. აქციების შეფასებისთვის ეს მეთოდი გულისხმობს ისეთი ფაქტორების გამოყენებას, როგორიცაა შემოსავალი, მოგება, მომავალი ზრდა, კაპიტალის რენტაბელურობა, შემოსავლის მარჟა და სხვა მონაცემები, რომლებიც განსაზღვრავენ კომპანიის ღირებულებას და მის პოტენციალურ ზრდას.
ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ფუნდამენტალური ანალიტიკოსი უორენ ბაფეტი გახლავთ.

Float

რა არის Float-ი?
1. განისაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და გაყიდვისთვის ხელმისაწდომი აქციების მთლიანი რაოდენობით. მცოცავი კურსი (Float) გამოითვლება, როგორც სხვაობა ბრუნვაში არსებულ და ხელმისაწვდომ აქციებს შორის.
2. მცოცავი კურსი, არის ბალანსი მყიდველს და გამყიდველს შორის წარდგენილი მცირე თანხის სახით.
Float-ის ახსნა
განვიხილოთ მაგალითი: კომპანია ფლობს საწესდებო კაპიტალის 10 მილიონ აქციას, მაგრამ მხოლოდ შვიდი მილიონი აქციაა ხელმისაწდომი საფონდო ბაზარზე. ამგვარად, ამ კომპანიის მცოცავი კურსი სამ მილიონს შეადგენს.
მცირე მცოცავი კურსის მქონე აქციები უფრო ცვალებადია, მაღალი მცოცავი კურსის მქონე აქციებთან შედარებით.

False breakout (ცრუ გარღვევა)

რა არის False breakout-ი?
გარკვეული წინაღობის ან მხარდაჭერის დონის მიღწევისას ფასის ცვლილება, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისი იმპულსი მოცემული მიმართულების შესანარჩუნებლად. 
False breakout-ის ახსნა
სურათზე ვხედავთ სიტუაციას, სადაც ფასმა გააარღვია 21.50$ საფასო დონე, მაგრამ ვერ მოახერხა ამ ფასის ქვემოთ გამყარება. ფასი შემობრუნდა და გააგრძელა აღმასვლა.

Even lots

რა არის Even lots-ი?
ფასიანი ქაღალდებით და ობლიგაციებით ვაჭრობისას სტანდარტული ლოტი. აქციებით ვაჭრობისას სტანდარტული ლოტი შეადგენს 100 აქციას, ობლიგაციების შემთხვევაში 5 აქციას. სააქციო გარიგება რომელიც 100 აქციაზე ნაკლებს შეიცავს, ითვლება არასტანდარტულ ლოტად. ამ შემთხვევაში ბროკერმა შეიძლება უფრო მაღალი საკომისიო მოსაკრებელი მოითხოვოს.
Even lots-ის ახსნა
სტანდარტული ლოტის დიდი რაოდენობის გამოყენებას, შეიძლება მოყვეს ბაზრის ლიკვიდურობის ზრდა. სტანდარტულ ლოტს , სხვანაირად „სრულ ლოტ“-ს უწოდებენ.

Exchange Traded Funds (ETF)

რა არის ETF-ი?
საინვესტიციო ფონდი, რომლის აქციებით ვაჭრობენ ბაზარზე. ETF წარმოადგენს აქციების და აქტივების პორტფელს. შესაბამისად ETF-ის ყიდვისას თქვენ რეალურად ყიდულობთ აქტივების რამდენიმე კალათას.

Equity

რა არის Equity?
1. საკუთრების უფლება აქციებზე და სხვა ფასიან ქაღალდებზე.
2. კომპანიის ბალანსში - მფლობელებისგან მიღებული სახსრები და გაუნაწილებელი მოგება.
3. მარჟინალური ვაჭრობის დროს - ფასიანი ქაღალდების ღირებულება მინუს ბროკერისგან აღებული სესხი.
4. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, ნარჩენი საკრედიტო დავალიანების გამოკლებით.
Equity-ს ახსნა
ამ ტერმინის მნიშვნელობა კონტექსტზეა დამოკიდებული. ფინანსურ სფეროში ეს არის საკუთრების უფლება ქონებაზე, ამ ქონებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ. 

Earning Per Share (EPS)

რა არის EPS-ი?
ერთი აქციის მოგება ანგარიშდება შემდეგი ფორმულით:
(სუფთა მოგება - პრივილირიგებული აქციები)/ბრუნვაში არსებული აქციების რაოდენობის საშუალო შეწონილი
EPS-ის ახსნა
აქციის ღირებულების შეფასებისას, EPS-ი ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებლად.
მაგალითად, კომპანიის სუფთა მოგებამ შეადგინა 25 მილიონი დოლარი. კომპანია იხდის 1 მილიონი დოლარის დივიდენდს, პრივილირიგებულ აქციებში და გააჩნია 10 მილიონი აქცია წლის პირველ ნახევარში და 15 მილიონი აქცია წლის მეორე ნახევარში. მოგება აქციაზე შეადგენს 1,92$ (24/12,5). 24 მილიონს ვიღებთ სუფთა მოგებიდან პრივილეგირებული აქციების გამოკლებით, ხოლო აქციების საშუალო შეწონოლის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: 0,5*10მლნ+0,5*15მლნ=12,5მლნ.

Electronic Communication Network (ECN)

რა არის ECN-ი?
ელექტრონული სისტემა, რომელიც ცდილობს მესამე პირის გამორიცხვას, გამყიდველის მიერ სავალუტო ბაზარზე წარდგენილი შეკვეთების შესრულებისას.
ECN-ის ახსნა
ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემები აერთიანებენ წამყვან ბროკერებს და ინდივიდუალურ ტრეიდერებს და ქმნიან სავაჭრო პირობებს ბაზრის ძირითად აგენტებს შორის, შუამავლების გარეშე.

Earnings

რა არის Earnings-ი?
მოგების თანხა, რომელსაც კომპანია იღებს, გარკვეული დროის მონაკვეთში (კვარტალი ან წელი). მოგება განისაზღვრება, როგორც სუფთა შემოსავალი გადასახადების გადახდის შემდეგ. საბოლოო ჯამში კომპანიის მოგება ის ძირითადი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს მისი აქციების ღირებულებას. ვინაიდან შემოსავლები და მასთან დაკავშირებული გარემოებები იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად არის ბიზნესი მომგებიანი და პერსპექტიული.
Earnings-ის ახსნა
მოგება, ყველაზე განხილვადი ციფრია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში, ვინაიდან ის არის კომპანიის შემოსავლიანობის მაჩვენებელი. კვარტალურ და წლიურ მონაცემებს ადარებენ ანალიტიკოსების და ბიზნესის პროგნოზებს, თუ შედეგი პროგნოზებზე დაბალია, სავარაუდოდ კომპანიის აქციები გაიაფდება. და პირიქით, თუ რეალური მოგება პროგნოზებზე მაღალია, მოსალოდნელია აქციების გაძვირება.

Downtick

რა არის Downtick-ი?
გარიგება ბაზარზე, რომელიც განხორციელდა წინა გარიგებაზე დაბალ ფასში. შესაბამისად Downtick -ი შეძლება მოხდეს მხოლოდ აქციის გაიაფების შემთხვევაში.
Downtick-ის ახსნა
მაგალითად, ABC ვაჭრობს აქციებით 10$ ფასიან დონეზე, თუ მისი შემდეგი გარიგება განხორციელდა 10$-ზე დაბალ საფასო ნიშნულზე, ამ გარიგებას Downtick- ს უწოდებენ.

Downgrade

რა არის Downgrade-ი?
ფასიანი ქაღალდების რეიტინგის ნეგატიური ცვლილება. ასეთი სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ აქციებმა დაკარგეს პერსპექტიულობა, როგორც წესი, მატერიალური და ფუნდამენტალური ცვლილებების შედეგად.
Downgrade-ის ახსნა
ანალიტიკოსები, იმისთვის რომ მათ კლიენტებს ჰქონდეთ წარმოდგენა ფასიანი ქაღალდების პერსპექტივებზე, აქვეყნებენ რეკომენდაციებს ფასიან ქაღალდებზე. ეს მონაცემები კორექტირდება, როცა ხდება ცვლილებები, ისეთი როგორიცაა, მაგალითად კომპანიის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება.

Dividends

რა არის Dividends-ი?
აქციონერებს შორის მოგების ნაწილის განაწილება, დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. დივიდენდი, როგორც წესი ისახება დოლარებში. 
Dividends-ის ახსნა
დივიდენდი შეიძლება იყოს ფული, აქცია ან ქონება. მეტად სანდო და სტაბილური კომპანიები თავიანთ აქციონერებს სთავაზობენ დივიდენდებს, ვინაიდან აქციების ფასმა შეიძლება იკლოს, ხოლო დივიდენდი კომპენსირებს ამ დანაკარგს. ინტენსიურად მზარდი კომპანიები იშვიათად სთავაზობენ დივიდენდებს, ვინაიდან განვითარების მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად ხდება მთელი მოგების რეინვესტირება.

Day order

რა არის Day order-ი?
დღიური ორდერი კარგავს ძალას, თუ არ შესრულდა დღის განმავლობაში, ან შეკვეთის შეცვლა არ განხორციელდა. ორდერის მოქმედების ვადის გაზრდა ხდება „გაუქმებამდე“ პრინციპის გამოყენებით. მისი გაუქმება არ განხორციელდება სანამ არ მოხდება მისი შესრულება ან არ ამოიწურება ბროკერის მიერ დადგენილი დროის ლიმიტი.

Covering short

რა არის Covering short-ი?
ფასიანი ქაღალდების ყიდვა, მოკლე პოზიციების დახურვის მიზნით. ეს ხორციელდება იმავე ტიპის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდების შესყიდვით. ხშირად ტრეიდერები ხურავენ თავიანთ მოკლე პოზიციებს, როცა ელოდებიან ფასიანი ქაღალდების გაძვირებას.
Covering short-ის ახსნა
მაგალითად, ტრეიდერმა გაყიდა ABC-ს 50 ცალი აქცია, თითო 10$-ად, ვინაიდან მან გადაწყვიტა, რომ ABC არ იქნება წარმატებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ტრეიდერისთვის სამწუხაროდ, კომპანიის აქციები გაიზარდა და შეადგინა 15$ აქციაზე. თავისი ზარალის შეზღუდვის მიზნით, ტრეიდერი ყიდულობს 50 აქციას თითო 15$-ად.

Commission

რა არის Commission-ი?
ბროკერის ან საინვესტიციო კონსულტანტის მომსახურებისთვის გადასახადი თანხა. მსხვილი საბროკერო კომპანიები თავიანთ ძირითად შემოსავალს იღებენ კლიენტების გარიგებებიდან, დარიცხული საკოისიო მოსაკრებლებიდან. საკომისიო გადასახადის მოცულობა დამოკიდებულია ბროკერის მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
Commission-ის ახსნა
ბროკერი, რომელიც დაბალ კომისიას გთავაზობთ, ჯერ იმას არ ნიშნავს, რომ ის საუკეთესოა. „იაფფასიანი“ საბროკერო კომპანიები არ სთავაზობენ სხვადასხვა სახის რჩევებს, რაც შეიძლება გამოუცდელი ინვესტორისთვის არასასიამოვნო ფაქტორი იყოს. მეორეს მხრივ, საბროკერო კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს ფართომასშტაბიან სერვისს, აწესებენ მაღალ საკომისიოებს.

Chartist

რა არის Chartist-ი?
ტექნიკური ანალიტიკოსის, კიდევ ერთი, სახელი-სინონიმი. ადამიანი, რომელიც იყენებს გრაფიკებს კანონზომიერების აღმოსაჩენად, მომავალი მოძრაობის პროგნოზირებისთვის.
Chartist-ის ახსნა
ჩარტისტები იყენებენ ტექნიკურ ანალიზს ფინანსური უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით აქციებით ან საქონლით ვაჭრობისას.

Chart

რა არის Chart-ი?
ხაზოვანი დიაგრამა, რომელიც იქმნება მრავალი წერტილების ერთმანეთთან დაკავშირებით. ეს, ფინანსებში, დიაგრამების ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. ჩარტი ერთიან მრუდეში ასახავს სხვადასხვა პერიოდის ფასებს შორის კავშირს.
Chart-ის ახსნა
სურათზე ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა აქტივის ფასი მოცემული დროის მონაკვეთებში.

Capitalization

რა არის Capitalization-ი?
1. ბუღალტრულ აღრიცხვაში კაპიტალიზაცია ნიშნავს, კომპანიის იმ ხარჯებს, რომელიც მან გაწია აქტივების შესაძენად ან შესაქმნელად.
2. კომპანიის კორპორატიულ აქციებს, მოთხოვნებს და გაუნაწილებელ მოგებას, აგრეთვე კომპანიის „საწესდებო კაპიტალ“-ს უწოდებენ.
3. კომპანიის გასაყიდი აქციები გამრავლებული მათ საბაზრო ღირებულებაზე, ხშირად „საბაზრო კაპიტალიზაცია“-ს უწოდებენ.
Capitalization-ის ახსნა
1. განვიხილოთ მაგალითი: თუ თქვენი მანქანის ღირებულება 1მლნ. დოლარია, ეს თანხა უნდა ჩაიწეროს აქტივებში. მაგრამ, თუ მანქანის მიწოდების ხარჯებმა შეადგინა 200 00$, ეს თანხაც კაპიტალიზირებულ ხარჯად ითვლება.
2. კაპიტალიზაცია კომპანიაში შეიძლება იყოს გადაჭარბებული ან არასაკმარისი. ორივე ეს ფაქტორი ნეგატიურია კომპანიისთვის.
3. თუ კომპანია ფლობს 1 მლნ. აქციას, ხოლო ერთი აქციის საბაზრო ღირებულება 10$-ია, მაშინ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 10 000 000$-ს შეადგენს.

Bull Market

რა არის Bull Market-ი?
ფასიანი ქაღალდების ფინანსური ბაზარი, რომელზეც ფასები იზრდება. ტერმინი „ხარისებული ბაზარი“ გამოიყენება როგორც საფონდო ბაზრის, ისე ობლიგაციების, ვალუტის და სასაქონლო ბაზრების მიმართაც.
Bull Market-ის ახსნა
ხარისებულ ბაზარს ახასიათებს ინვესტორების ოპტიმიზმი და მოლოდინი, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის შეიცვლება ტენდენცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბაზარზე მუშაობისას ფსიქოლოგიური ეფექტი უდიდეს გავლენას ახდენს ბაზარზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ტენდენცია აღმავალია, ეს არის „ხარისებული ბაზარი“, თუ დაღმავალი „დათვისებური“.

Bull

ვინ არის Bull-ი?
ინვესტორი რომელიც ფიქრობს, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ფასი გაიზრდება. ინვესტორები ყიდულობენ აქციებს იმ მიზნით რომ შემდგომ გაყიდონ მაღალ ფასად. ამგვარად ინვესტორ-ხარებს წვლილი შეაქვთ ფასიან ქაღალდზე მოთხოვნის და შესაბამისად, ფასის გაზრდაში.
Bull-ის ახსნა
ხარებად ითვლებიან ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორები, რომლებიც ელოდებიან ფასის გაზრდას და ცდილობენ ამ მოძრაობიდან მიიღონ შემოსავალი. დათვები ხარებისგან განსხვავებით პესიმისტურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ კონკრეტული ფასიანი ქაღალდის ფასი დაიკლებს.

Broker

ვინ არის Broker-ი?
1. პირი ან ფირმა, რომელიც იღებს ანაზღაურებას ან კომისიას ინვესტორის გარიგებების შესრულებაში.
2. ფირმა, რომელიც კლიენტის შუამავლია და იღებს კლიენტისგან მომსახურების საკომისიოს.
3. უძრავი ქონების ლიცენზიის მქონე პროფესიონალი, რომელიც წარმოადგენს ქონების გამყიდველის მხარეს.
Broker-ის ახსნა
ადრე, მარტო შეძლებულ ადამიანებს ჰქონდათ ბროკერის მომსახურებით სარგებლობის და ამგვარად საფონდო ბაზარზე გასვლის საშუალება. დღეს, ინტერნენტის მეშვეობით ყველა ადამიანს შეუძლია ბაზარზე ინვესტიციების განხორციელება.

Breakout

რა არის Breakout-ი?
ფასის მიერ მხარდაჭერის ან წინაღობის დონეების გარღვევა, რომელსაც დიდი მოცულობები და მაღალი ვოლოტილურობა მოყვება. ტრეიდერები ყიდულობენ, როცა ფასი არღვევს წინაღობის დონეს და ყიდიან, როცა ფასი არღვევს მხარდაჭერის დონეს.

Bonds

რა არის Bonds-ი?
სახელმწიფო ობლიგაციები ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ბევრი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფო ობლიგაციებს, ვინაიდან ის არ იბეგრება სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადებით.
Bonds-ის ახსნა
აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციები, ერთ-ერთი უსაფრთხო ინვესტირების საშუალებაა. მაგრამ ეს ობლიგაციები არ იწვევენ დიდ ინტერესს, საფონდო ბაზრის ობლიგაციებთან შედარებით, დაბალი შემოსავლიანობის გამო.

Block

რა არის Block-ი?
ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდების დიდი რაოდენობა, რომელსაც ყიდულობენ ან ყიდიან მსხვილი ინვესტორები. არ არსებობს ფასიანი ქაღალდების პაკეტის ზომის არანაირი განსაზღვრა. მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც 10 000 აქციაზე ან 200 000$ -ზე მეტია.
Block-ის ახსნა
ფასიანი ქაღალდების პაკეტები (ბლოკები) გამოიყენება მსხვილი გარიგებების განხორციელების შესამსუბუქებლად.

Bid price

რა არის Bid price?
ყიდვის ფასი. ფასი, რომელსაც იხდის ინვესტორი აქციის ყიდვისას. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი ასპექტია. მეორე მომენტია გარიგების მოცულობა, რომელიც დეტალურად ასახავს, თუ რა რაოდენობის აქციების ყიდვას აპირებს ინვესტორი „ყიდვის ფასად“. ყიდვის ფასის საპირისპირო ცნება არის მოთხოვნის ფასი - Ask price
Bid price-ის ახსნა
მოთხოვნის და შეთავაზების ცნება მარკეტინგის თეორიის ფუნდამენტალურ ცნებებს განეკუთვნება.

Bear Market

რა არის Bear Market-ი?
ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ფასიანი ქაღალდების ფასი იკლებს და ფართოდ გავრცელებული პესიმიზმი ამყარებს ნეგატიურ განწყობას. იმ დროს, როცა ინვესტორები ზარალის მოლოდინში არიან, იზრდება გაყიდვების მოცულობები და პესიმიზმი უფრო მყარდება.
Bear Market-ის ახსნა
დათვისებური ბაზარი არ უნდა აგვერიოს ხანმოკლე კორექციაში, რომელიც ორ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ხანმოკლე კორექცია ინვესტორს აძლევს ბაზარზე შესვლისთვის კარგ შესაძლებლობებს. მაგრამ, დათვისებური ბაზრის და კორექციის ერთმანეთისგან განსხვავება ძალზედ რთული საკითხია.

Bear

ვინ არის Bear-ი?
ინვესტორი, რომელიც ვარაუდობს, რომ კონკრეტული ფასიანი ქაღალდის ფასი დაეცემა. დათვები ცდილობენ მიიღონ შემოსავალი ფასის კლების დროს. დათვები, როგორც წესი, პესიმისტურად აფასებენ ბაზრის მდგომარეობას.
Bear-ის ახსნა
მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბაზარი ყოველთვის მიმდინარეობს დათვების და ხარების უწყვეტ „ბრძოლაში“, ბოლო 100 წლის განმავლობაში აშშ-ს საფონდო ბირჟა წლიურად 11%-ით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი გრძელვადიანი დათვისებური ბაზარი კარგავს ფულს.

Ask

რა არის Ask-ი?
შეთავაზების ან გაყიდვის ფასი. ფასი, რომლითაც გამყიდველი ყიდის ფასიან ქაღალდს. აგრეთვე, იგულისხმება მოცემულ ფასად გასაყიდი ფასიანი ქაღალდების რაოდენობაც.
Ask-ის ახსნა
მოთხოვნის და შეთავაზების ცნება მარკეტინგის თეორიის ფუნდამენტალურ ცნებებს განეკუთვნება. ისინი განსაზღვრავენ ფასიანი ქაღალდების ფასს და რაოდენობას, რომლის ყიდვა ან გაყიდვა შეუძლია ბაზრის მონაწილეს, ნებისმიერ დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ მიმდინარე ფასი (Last) არ არის ის ფასი, რომლითაც შესაძლებელია აქციის ყიდვა ან გაყიდვა. Last არის ის ფასი, რა ფასადაც განხორციელდა ბოლო გარიგება.

Average Down

რა არის Average Down-ი?
კომპანიის აქციების დამატებითი შესყიდვა, წინა შესყიდვასთან შედარებით, დაბალ ფასად. ამგვარად თქვენ ამცირებთ შესყიდული აქციების საშუალო ფასს.
Average Down-ის ახსნა
ხშირად ეს სტრატეგია ამართლებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ჯობს აქციების გაყიდვა, რომლის ფასმაც ქვედა ზღვარი გაარღვია.

Avarege price

რა არის Avarege price?
1. საშუალო ფასი, რომელიც გამოითვლება მთლიანი ღირებულების გაყოფით რაოდენობაზე. საშუალო ფასი იძლევა შედარების საშუალებას და იმის განსაზღვრას, თუ რამდენად განსხვავდება ფასი პროგნოზირებული ფასისგან.
2. ობლიგაციის საშუალო ფასი გამოითვლება მისი ნომინალური ფასის და მასში გადახდილი ფასის ჯამის გაყოფით ორზე.
Avarege price-ის ახსნა
მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციის საშუალო ფასის გამოყენება შემოსავლიანობის გამოთვლის ფორმულაში არც თუ ისე ზუსტი მეთოდია, ის  ინვესტორს აძლევს საშუალებას „უხეშად“ გამოთვალოს ობლიგაციის ღირებულება.

AON

რა არის AON-ი?
აქციების ყიდვის ან გაყიდვის ორდერის ნაირსახეობა, რომელიც გულისხმობს ორდერში მითითებული რაოდენობის სრულ შესრულებას. თუ ბაზარზე არსებობს მოთხოვნილი რაოდენობის ნაწილი, ორდერი არ შესრულდება. პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ყველაფერი ან არაფერი“.
AON-ის ახსნა
მაგალითად, თუ თქვენ გაუგზავნეთ ბროკერს AON ორდერი 200 აქციის ყიდვაზე თითო 15$-ად, ბროკერი არ შეასრულებს ორდერს სანამ არ იყიდის 200 აქციას 15$-ად.

52-Week High/Low

რა არის 52-Week High/Low
ბოლო 52 კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ფასი. ბევრი ტრეიდერი და ინვესტორი 52-Week High/Low-ს თვლის მიმდინარე ფასის განსაზღვრის და მომავალი მოძრაობის პროგნოზირებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად.
52-Week High/Low-ის ახსნა
იქედან გამომდინარე, რომ აქტივი ივაჭრება 52 კვირიან დიაპაზონში, ინვესტორები იჩენენ მაღალ ინტერესს, როცა ფასი უახლოვდება ამ დიაპაზონის მინიმუმს ან მაქსიმუმს. პოპულარული სტრატეგიაა, აქტივის ყიდვა 52 კვირიანი მაქსიმუმის გარღვევისას და გაყიდვა 52 კვირიანი მინიმუმის ქვემოთ. 
გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი.

სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19