• პირველი ეტაპი

    გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. პროცესის დასრულების შემდეგ, მაქსიმუმ ორი სამუშაო დღის განმავლობაში, თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.

  • ვერიფიკაცია

    ვერიფიკაციისთვის თქვენ დაგჭირდებათ პირადობის/პასპორტის დასკანირებული ვერსია

  • ანგარიშის შევსება

    წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ინვოისს, რომლის საფუძველზეც შეძლებთ საბალანსო ანგარიშის შევსებას

  • ვაჭრობის დაწყება

    დაიწყეთ და იშოვეთ ფული! ყველა რეალურ ანგარიშს მოყვება 5 გაკვეთილი

ჩვენს პლაფორმაზე გამოყენებულია უახლესი, ტრენდული და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიები. ის იდეალურადაა მორგებული, როგორც ბროკერებზე და ტრეიდერებზე, ასევე აქტივების მმართველებზე და ანალიტიკოსებზე.
EXANTE უზრუნველყოფს მომენტალურ კავშირს ყველა სახის ფინანსურ ბაზართან და ინსტრუმენტთან, რომელიც ხორციელდება ერთიანი მულტისავალუტო ანგარიშით და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
მაუსის რამოდენიმე დაწკაპუნებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ 50 000-ზე მეტ სავაჭრო ინსტრუმენტზე განახორციელოთ გარიგებები.
პლატფორმა შეუფერხებლად მუშაობს ნებისმიერ დესკტოპ და მობილურ ოპერაციულ სისტემაზე (Windows, MacOS, Linux, iOS, Android).
მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილია 400 სერვერიანი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ მუშაობას და მონაცემთა უსაფრთხო გადაცემას.
აქციები და ETF
დღეს აქციებით ვაჭრობა ისეთი მარტივია როგორც არასდროს.
ერთიანი ანგარიშიდან მიიღეთ ონლაინ კავშირი 10 000-ზე მეტ აქციასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით!
ამერიკის საფონდო ბაზრები და ევროპული ბირჟები უკვე ხელმისაწვდომია!
აირჩიეთ IPO და შექმენით თქვენზე მორგებული აქტივების იდიალური პორტფელი. კომპანია "ველსის" დახმარებით, თქვენ პირდაპირი წვდომა გაქვთ ფონდების უნიკალურ კრებულთან ნებისმიერი სტრატეგიებისთვის - მაღალრისკიანი სტრატეგიით დაწყებული და კონსერვატიულით დამთავრებული. 
ფიუჩერსები
მიიღეთ წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს სასაქონლო ბირჟებთან. არანაირი შეზღუდვა, ივაჭრეთ რითიც გსურთ და დაიცავით საკუთარი კაპიტალი ფიუჩერსული კონტრაქტების მრალფეროვნებით. განახორციელეთ გარიგებები ერთიანი სავაჭრო ანგარიშიდან და მიიღეთ ფინანსური სარგებელი თქვენთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებით.
500-ზე მეტი სახის ფიუჩერსული კონტრაქტი, დაწყებული საბირჟო საქონლით და დამთავრებული სხვადასხვა ობლიგაციებით.
მსოფლიოს მსხვილი ბაზრები - CME, LIFFE, EUREX და FORTS - თქვენს განკარგულებაშია. იმოქმედეთ!!!
სავალუტო წყვილები და მეტალები
კომპანია "ველსი" 100%-ით სანდო ვაჭრობას უზრუნველყოფს.
ივაჭრეთ სავალუტო წყვილებით და მეტალებით თქვენზე მორგებულ ფორმატში.
ახალი, ინოვაციური სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით მიიღეთ წვდომა 50-ზე მეტ სავალუტო წყვილზე.  სავალუტო ბაზრებზე გონივრული საკრედიტო მხარი თქვენს ვაჭრობას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის.
სავალუტო ფორვარდები და სვოპები
ჩამოაყალიბეთ საკუთარი სავაჭრო სისტემა და სტრატეგია კომპანია "ველსის" დახმარებით.
არასაბირჟო დერივატივების უნიკალური არჩევანი გაძლევთ შესაძლებლობას გახადოთ თქვენი სავაჭრო სტრატეგია უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი.
ფორვარდები და სვოპები ხელმისაწვდომია პლტფორმაზე არსებულ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე. 
ოფციონები
რისკების მარტივი მართვა ოფციონებზე ვაჭრობით!
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ბირჟაზე, დაწყებული ოსაკადან, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟით დამთავრებული, ივაჭროთ ოფციონებით.
მოძებნეთ, გააანალიზეთ, იყიდეთ და გაყიდეთ ოფციონები ხელსაყრელ და მრავალფუნქციონალურ სავაჭრო პლატფორმაზე.
ტერმინალზე არსებული ოფციონების დაფა ფილტრებით, ფინანსური ინსტრუმენტების მაქსიმალურად ზუსტი არჩევის შესაძლებლობას იძლევა.
ობლიგაციები
მიიღეთ ობლიგაციებზე დივიდენდები და გამოიმუშავეთ თანხა ფასთა ცვლილებით. კომპანია "ველსი" გთავაზობთ სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციების ფართო არჩევანს. კომპანიის დახმარებით წვდომა გექნებათ, როგორც საბირჟო, ასევე არასაბირჟო ობლიგაციებთან.
ობლიგაციებზე ვაჭრობით თქვენ გეძლევათ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის უსაზღფრო შესაძლებლობები. ამ ინსტრუმენტებზე ვაჭრობა საშუალებას გაძლევთ შეიმუშაოთ საკუთარი სავაჭრო სტრატეგია მინიმალური რისკებით.
ფონდები
ოფისიდან გაუსვლელად!!
ონლაინ პლატფორმის ანგარიშის საშუალებით, რომელსაც იყენებთ სხვა ინსტრუმენტებზე სავაჭროთ, შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ცნობილ ჰეჯ-ფონდებთან.
ჩვენი პლატფორმის მეშვეობით თქვენ წვდომა გექნებათ ასობით სხვადასხვა ფონდთან.
მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ განახორციელოთ ინვესტირება ფონდებში და გააკონტროლოთ პოზიციები რეალურ დროში.
ოფისიდან გაუსვლელად, თქვენი ერთიანი ანგარიშიდან მიიღებთ წვდომას ყველაზე სანდო და პროგრესულ ფონდებთნ მთელი მსოფლიოს მასშტაბით!!
საფონდო ბაზარი - ეს არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების ან ფულადი სახსრების გადამისამართებას ერთი ეკონომიკური სექტორიდან მეორეში. მარტივად რომ ვთქვათ, აქ ხორციელდება ბრუნვა. ბირჟა ქმნის ყველა აუცილებელ პირობას ბაზრის ნორმალური ფუნქციონირებისა და სწორი მუშაობისთვის.
ამ სისტემის მუშაობის პრინციპი ადვილად გასაგებია საფონდო ვაჭრობაში ინვესტირებისას. მაგალითად, თუ კომპანიას ესაჭიროება ინვესტიციები, ის ათავსებს თავის ფასიან ქაღალდებს ბირჟაზე, ხოლო ტრეიდერი ამ ქაღალდებს ყიდულობს.
განვიხილოთ საფონდო ბირჟის ძირითადი ფუნქციები:
• მთავარი ამოცანა - მყიდველების და გამყიდველების დაკავშირება, ანუ დაინტერესებული პირების „შეხვედრის ადგილის“ უზრუნველყოფა;
• თავისუფალი ფულადი სახსრების კონცენტრირება ინვესტორებისთვის ფართო არჩევანის შეთავაზების გზით, რის შედეგადაც ბირჟაზე გროვდება ფულადი მასა;
• სახსრების გადანაწილება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს შორის,
სხვადასხვა ქვეყნების საფონდო ბირჟების ერთ სისტემაში გაერთიანებით, ფორმირდება საერთაშორისო საფონდო ბაზარი.
EMEA
1. BATS CHI-X Europe
2. მადრიდის საფონდო ბირჟა (BME)
3. თურქული საფონდო ბირჟა სტამბულში
4. იტალიური საფონდო ბირჟა
5. კოპენჰაგენის საფონდო ბირჟა
6. გერმანული აქციები (Xetra)
7. Euronext (Amsterdam, Paris, Brussels, & Lisbon)
8. იოჰანესბურგის საფონდო ბირჟა (JSE)
9. ლონდონის ბირჟა (LSE)
10. მოსკოვის ბირჟა (MOEX)
11. Nasdaq OMX - Nordic
12. შვეიცარიის ბირჟა (SIX)

ამერიკა
1. ამერიკული ე.წ. 30+ შავი ფულების წვდომა
2. BATS (BYX, BYZ)
3. ბოსტონის საფონდო ბირჟა (BOSX)
4. სან პაულო საფონდო ბირჟა BOVESPA
5. კანადის საფონდო ბირჟა Canadian Securities Exchange (CSE)
6. CBOE ჩიკაგოს ოპციონების ბირჟა (CBSX)
7. ჩიკაგოს საფონდო ბირჟა (CHX) CHI-X Canada
8. Direct EDGE (EDGX, EDGA)
9. NASDAQ -ის ბირჟა (NSDQ)
10. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE)
11. NYSE Arca
12. ამერიკული საფონდო ბირჟა (AMEX)
13. OTC Markets
14. ფილადელფიის საფონდო ბირჟა (PSX)
15. ტორონტოს საფონდო ბირჟა (TSX)
16. კანადის საფონდო ბირჟა (TSX-V)


აზია
1. მალაიზიის საფონდო ბირჟა (BMSB)
2. ინდონეზიის საფონდო ბირჟა (IDX)
3. ტოკიოს საფონდო ბირჟა (JASDAQ)
4. კორეული საფონდო ბირჟა (KRX)
5. კორეული საფონდო ბირჟა (KOSDAQ)
6. ახალი ზელანდია საფონდო ბირჟაზე (NZSX)
7. ოსაკა ფასიანი ქაღალდების ბირჟა
8. SBI Japannex
9. სინგაპურის საფონდო გაცვლა (SGX)
10. შანხაის საფონდო ბირჟა (SSE)
11. SHENZHEN საფონდო ბირჟა (SZSE)
12. ტაილანდის საფონდო ბირჟა (SET)
13. ტოკიოს საფონდო ბირჟა (TSE)
14. ჰონკონგის საფონდო ბირჟა (HKEX)

ფიუჩერსები
1. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა (CME)
2. ჩიკაგოს ოპციონების ბირჟა (CBOE)
3. ჩიკაგოს სავაჭრო პალატა (CBOT)
4. NYSE Liffe
5. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა (NYMEX)
6. სინგაპურის საფონდო ბირჟა
7. მონრეალის ბირჟა
8. Eurex Futures
9. ლონდონის საერთაშორისო ფიუჩერსების და ოპციონების ბირჟა (LIFFE)
10. ჰონკონგის საფონდო ბირჟა
11. ოსაკა ფასიანი ქაღალდების ბირჟა
12. სან პაულო საფონდო ბირჟა (BOVESPA)
გაინტერესებს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა და არ გაქვს შესაბამისი ცოდნა, გადმოწერე სრულიად უფასოდ პირველი ქართული წიგნი ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის საბაზისო კურსის შესახებ!

დეიტრეიდინგის უპირატესობა

დეიტრეიდერი დისციპლინირებული პიროვნებაა. მას უნდა გააჩნდეს შიშის და სიხარბის გადალახვის უნარი. მთავარი ამოცანა ბაზარში შესვლის წერტილის განსაზღვრაა. დეიტრეიდინგის ძირითადი დადებითი მხარეებია:
• რისკების ადვილი კონტროლი;
• გეპების არარსებობა;
• კარგი საკრედიტო მხარე;
• სტრატეგიებისა და ტაქტიკების მოქნილობა;
• ყოველთვის არის ვაჭრობის შესაძლებლობა.
ყველა ტრეიდერისთვის ცნობილია, რომ ყოველი ძლიერი მოძრაობა ერთი და იგივე სცენარით ვითარდება. შემდგომ ხდება ასეთი სცენარის გაანალიზება ტრეიდერის მიერ. ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიისთვის ეს ორი ფაქტორი ძალზედ მნიშვნელოვანია. თუ შემოსავლის შეფარდება სტოპთან შეადგენს 3/1 -ს , მოცემული სტრატეგია ითვლება ეფექტურ და შემოსავლიან სტრატეგიად.

ტრეიდერების მიერ სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება

არსებობს სხვადასხვა სტრატეგიები, რომლებიც ინვესტორს აძლევს კაპიტალის გონივრულად გამოყენების საშუალებას აძლევს. საბაზრო ინფორმაციის გამოყენებით საკუთარი სტრატეგიის შექმნისას ტრეიდერი იძენს დიდ გამოცდილებას. გარდა ამისა დროის გარკვეულ პერიოდში ტრეიდერმა უნდა შეძლოს ინსტრუმენტის კოტირების სწორი პროგნოზის გაკეთება.
სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც შეუძლია ტრეიდერს დიდი შემოსავალი მოუტანოს. შემუშავებული სტრატეგიის , ინფორმაციის და ტექნიკური ანალიზის გამოყენებით შესაძლებელია კარგი შედეგების მიღწევა დეიტრეიდინგში.
ტრეიდერი ყოველთვის ცდილობს იმ წერტილების განსაზღვრას, სადაც გამყიდველებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ მყიდველებზე ან პირიქით - მყიდველებს გამყიდველებზე. ძირითადად ეს იმპულსური მოძრაობებია, რომელიც გამოწვეულია დიდი ორდერის გამოყენებით, მხარდაჭერის ან წინაღობის დონეების გარღვევით ან კონსოლიდაციის ზონებით.
პირველ რიგში ტრეიდერი გამოყოფს მისთვის „საინტერესო“ აქციებს და ფილტრების მეშვეობით თვალყურს ადევნებს მათ. შემდგომ ტრეიდერი ელოდება აქციების ვარდნის ან ზრდის მომენტს და ირჩევს გარიგებაში შესვლის ხელსაყრელ წერტილს.

ტრეიდინგის სავაჭრო ინსტრუმენტები

ბაზარში შესვლის მომენტის განსაზღვრისას, პროფესიონალი ტრეიდერი შედის გარიგებაში მინიმალური რისკით და პროფიტის დიდი პოტენციალით. გარიგების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ტრეიდერს შეაფასოს ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, იმიტომ რომ, გარიგებებს შორის ინტერვალი შეიძლება რამდენიმე წამს გაგრელდეს.
შემოსავლის მიღება შესაძლებელია ისეთ ინსტრუმენტებში ინვესტირებისას, როგორებიცაა:
1. ვალუტა,
2. ლიკვიდური აქციები,
3. ინდექსები.
დღის განმავლობაში სპეციალისტები ახორციელებენ აქტივების ყიდვა-გაყიდვას. დამწყები ტრეიდერებისთვის კარგი შედეგის მიღებისთვის, მიზანშეწონილია ბევრი გარიგების შესრულება. 

მოკლევადიანი გარიგებების შესრულება

     „დეიტრეიდინგი“- ანუ ვაჭრობა დღის განმავლობაში ნიშნავს მოკლევადიან გარიგებებში შესვლას. რაც შეეხება გარიგებების ხანგრძლივობას, ის განსაზღვრული არ არის. გარიგება შეიძლება იყოს რამდენიმე წუთიანი ან გაგრძელდეს რამდენიმე დღე. საფონდო ბირჟის ასეთი სტრატეგია ძალზედ ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მიღებულ ინფორმაციაზე ან სტატისტიკაზე სწრაფი რეაგირება.
ასეთი მიდგომა იძლევა ფასიანი ქაღალდების სწრაფი ყიდვის ან გაყიდვის შესაძლებლობას ბროკერის მეშვეობით. დამწყები ტრეიდერისთვის, რომელიც ვაჭრობს აქციებით დეიტრეიდინგის სტრატეგიების გამოყენება ხანმოკლე პერიოდში კვალიფიკაციის ასამაღლებლად კარგი შესაძლებლობაა.
 
გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა, გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი, წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომელიც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაჰენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19