RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

ველსი Interactive Brokers-თან თანამშრომლობას იწყებს

-
სააგენტო www.geotimes.ge-ს სტატია
http://geotimes.ge/index.php?m=2&news_id=67310
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - ქართულ ბაზარზე ახალ სერვისებს და თანამედროვე მიდგომებს ნერგავს. ერთ წლიანი პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისათვის (ტრეიდინგი), ველსი-მ უამრავი ახალი მეთოდი შემოიტანა. კომპანია უმაღლესი სტანდარტების და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ სისტემებსა თუ პლატფორმებს იყენებს, რაც მისი საქმიანობის სანდოობას, შუფერხებლობას, ყველა მხარისთვის მეტ ფინანსურ სარგებელს და დროის ეკონომიას უზრუნველყოფს. წარმატებულ ტრეიდინგს, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა  ეკონომიკური ტერმინი - ლიკვიდურობა. ლიკვიდურობა - მუდმივი მოთხოვნისა და მიწოდების არსებობას ნიშნავს ამა თუპროდუქციაზე. ტრეიდინგისთვის ლიკვიდურობა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტერმინია. Liquidity - საბროკერო და აქტივების მართვის საქმეში უზრუნველყოფს, რომ ბროკერმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მაგალითად, სხვადასხვა აქტივი დროულად გარდაიქმნას ფულადი სახით.
აღნიშნული ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც ფორექსზე ვაჭრობის დროს, ასევესავალუტო რეზერვების შექმნისას.
ლიკვიდურობის მაჩვენებელი მჭიდრო კავშირშია ისეთ ცნებებთან, როგორებიცაა- კონვერტირებადობა, ფულის ერთეულის კურსის სტაბილურობა და მისი პოპულარობა.
ლიკვიდურობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად საბროკერო კომპანია ველსი, რამდენიმე მსოფლიო დონის სისტემის მომსახურებას იყენებს. სულ ახლახანს კი ველსი, კიდევ ერთი პლატფორმის პარტნიორი გახდა, ეს არის ტრეიდერებისათვის კარგად ცნობილი, მაგრამ თანამშრომლობისათვის მაღალი კრიტერიუმების მქონე, ლიკვიდურობის მომწოდებელი - Interactive Brokers (https://www.interactivebrokers.com/en/index.php?f=1338).
შეთანხმება უკვე მიღწეულია, კომპანია ველსი-ში ამბობენ, რომ სულ რამდენიმე დღეში ტექნიკური ბმაც დასრულდება.
ველსი-ს დირექტორის, დიმიტრი სუკიასოვის განცხადებით, Interactive Brokers-ს სხვა პლატფორმებთან შედარებით, ბევრო უპირატესობა აქვს - „ყველა, ვინც ამ სფეროშია ჩახედული, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ველსი Interactive Brokers-თან თანამშრომლობას იწყებს! დღეიდან ჩვენ გვაქვს ამ სანდოჯგუფის წვდომა - ყველა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე და ათასობით სავაჭრო ინსტრუმენტიმსოფლიოში ნომერ პირველი პლატფორმიდან! მისი საშუალებით, ჩვენ შემდეგი უპირატესობები გვაქვს - დაბალი კომისია - მაღალი ხარისხის მომსახურეობა; გლობალური წვდომა და დაშვება;სავაჭრო ტექნოლოგიების განვითარება; ინვესტორებისთვის საუკეთესო სავაჭრო სივრცე; დაცვა დასტაბილურობა; განათლება და მუდმივი განახლება."
კომპანია ველსი ამიერიდან მსოფლიო სავაჭრო სივრცის სტაბილური ნაწილი გახდა. ახალი სისტემების და შეთავაზებების დანერგვა კი გრძელდება.

სხვა სიახლეები

ისწავლე ვაჭრობა ველსიში & გახდი ტრეიდერი - "გიორგი დურგლიანი"
ინტერვიუ კომპანია "ველსი"-ს მარკეტინგის განყოფილების ხემძღვანელთან
კომპანია „ველსის“ წიგნის - „ვაჭრობის საფუძვლები“ პრეზენტაცია გაიმართა
ინტერვიუ დიმიტრი სუკიასოვთან