Meta Trader 5 უკვე საქართველოში

ფინანსურ ბაზრებზე წარმატებული ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანია მოსახერხებელი და მრავალფუნქციური სავაჭრო პლატფორმა. MetaTrader 5 საუკეთესო არჩევანია თანამედროვე ტრეიდერისთვის.





MetaTrader 5 ტექნიკური ანალიზისა და ავტომატიზირებული სავაჭრო სისტემების გამოსაყენებლად, არის ინსტიტუციონალური, მრავალპროფილიანი სავაჭრო პლატფორმა. ასევე შესაძლებელია სხვა ტრეიდერების სავაჭრო გარიგებების კოპირება. MetaTrader 5 საშუალებას გაძლევთ ერთდროულად ივაჭროთ სავალუტო ბაზარზე (Forex), საფონდო ბირჟაზე და ფიუჩერსებით(Futures).


MetaTrader 5 გადაადგილების თავისუფლებას გაძლევთ - თქვენ აღარ იქნებით კომპიუტერზე დამოკიდებული. შეძლებთ ვაჭრობას სმარტფონიდან და პლანშეტიდან, ასევე ვებ-პლატფორმის დახმარებით შეძლებთ ივაჭროთ ნებისმიერი ბრაუზერიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ გაქვთ უამრავი ალტერნატივა, რომ 24 საათის განმავლობაში იყოთ ბაზრის მონაწილე.


დამატებითი სერვისები პლატფორმის საშუალებებს უსაზღვროს ხდიან.

MetaTrader 5 შეიცავს სავაჭრო რობოტების მარკეტს, სავაჭრო სტრატეგიის დეველოპერთა ბირჟას, ტრეიდერების სხვა ოპერაციების კოპირებისა და ვირტუალური პლატფორმის (Forex VPS) გაქირავების შესაძლებლობას. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რათა ვაჭრობაში წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიოთ!


MetaTrader 5, პლატფორმის ყველა უპირატესობის გათვალისწინებით, მთელს მსოფლიოში მილიონობით მომხმარებელმა შეარჩია. სპეციალურად მათთვის, ჩვენ შევქმენით ტრეიდერთა უმსხვილესი საზოგადოება და გიწვევთ შემოუერთდეთ MQL5 community -ს. თქვენ შეძლებთ ათასობით სავაჭრო რობოტის უფასოდ ჩამოტვირთვას, სხვა ტრეიდერების სავაჭრო სიგნალების გამოწერას, განიხილავთ პერსპექტიულ სავაჭრო სტრატეგიებს და სხვა.

ჩამოტვირთეთ MetaTrader 5 და თავად დარწმუნდით!

სახელი
ელ-ფოსტა
მობილური ტელეფონის ნომერი
გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19