მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ახასიათებენ ეკონომიკის განვითარებას, მიუთითებენ ეკონომიკურ ზრდაზე ან კლებაზე. მათზე დაყრდნობით, შესაძლებელია ფასების მოძრაობის ტენდენციის პროგნოზირება. აქედან გამომდინარე, შეიძლება დადასტურებით ითქვას, რომ სერიოზული სიახლეების გამოქვეყნებამ შეიძლება შექმნას ვალუტების კურსების მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი მოძრაობა. ასეთ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეკუთვნებიან: Nonfarm Payllors, Industrial Production, CPI, PPI და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორები.
ამა თუ იმ ინდიკატორის გამოქვეყნების თარიღი და დრო წინასწარ ცნობილია. არსებობენ ეკონომიკური ინდიკატორების და ცალკეული ქვეყნების მნიშვნელოვანი მოვლენების, ეგრეთ წოდებული, კალენდრები (კონკრეტული თარიღების და მათი გამოქვეყნების დროის მითითებით). ასეთი მოვლენებისთვის ბაზარი ემზადება წინასწარ. ჩნდება ამა თუ იმ ინდიკატორის მაჩვენებლების მოსალოდნელი ჩვენებების პროგნოზი.
მონაცემების გამოქვეყნებამ შეიძლება შექმნას ფასების მკვეთრი მერყეობა. ფასების მოძრაობის მიმართულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტერპრეტირებას მისცემენ ბაზრის მონაწილეები გამოქვეყნებულ მონაცემებს. ამ მოძრაობამ შეიძლება მოგვცეს: უკვე არსებული ტრენდის გაძლიერება; კორექცია ან ახალი ტრენდის დაწყება. შედეგი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ბაზარზე შექმნილ სიტუაციაზე; ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის ვალუტაც განიხილება; წინასწარი მოლოდინები და განწყობა და ბოლოს, კონკრეტული ინდიკატორის მაჩვენებელი.

Gross Domestic Product (GDP)

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მშპ-ს მონაცემები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველკვარტალურად, კვარტლის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს ეკონომიკური ანალიზის ბიურო

ავსტრალიის მშპ-ს მონაცემები

გამოქვეყნების თარიღი:

კვარტლის დასრულებიდან 65 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

21:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო

ჩინეთის მშპ-ს მონაცემები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველკვარტალურად, კვარტლის დასრულებიდან 18 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

22:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო

კანადის მშპ-ს მონაცემები

გამოქვეყნების თარიღი:

განსახილველი თვის დასრულებიდან 60 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

კანადის სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

ახლი ზელანდიის მშპ-ს მონაცემები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველკვარტალურად, კვარტლის დასრულებიდან 80 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ახალი ზელანდიის სტატისტიკის სააგენტო

 

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ასახავს ქვეყნის ეკონომიკით შექმნილი საქონლის და მომსახურების პროცენტულ ცვლილებას ინფლაციის გათვალისწინებით. ეს ერთერთი ძირითადი მაჩვენებელია პრაქტიკულად ყველა სავალუტო წყვილისთვის. უფრო მნიშვნელოვნად ითვლება აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და დიდი ბრიტანეთის მშპ. იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიო წარმოების 40%  ჩინეთს ეკუთვნის, ამ ქვენის მშპ აგრეთვე მნიშვნელოვანია.

შეიძლება მშპ-ს მონაცემების სამი პაკეტის გამოყოფა:

  • მშპ-ს წინასწარი შეფასება;
  • მშპ-ს მონაცემების მეორე შეფასება ;
  • მშპ-ს საბოლოო შეფასება.

ამ შეფასებებიდან ყოველივეს გავლენა ბაზარზე განსხვავებულია, მაგრამ უფრო დიდი ეფექტი აქვს წინასწარ მონაცემებს.

გამოქვეყნების დრო

მშპ-ს მონაცემების გამოქვეყნება სხვადასხვა ქვწყნებში ხტება გარკვეულ დროს:

აშშ-ში წინასწარი მონაცემები ქვეყნდება ყოველკვარტალურად, კვარტლის დასრულებიდან 30 დღის მერე 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აშშ-ს ეკონომიკური ანალიზის ბიუროს საიტზე. ან სხვა დამოუკიდებელ წყაროებიდან, როგორებიცაა : Bloomberg-ი და Thomas Reuters.

ავსტრალიაში მშპ-ს აქვეყნებს ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო 21:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით კვარტლის დასრულებიდან 65 დღის შემდეგ. შედეგების ნახვა შესაძლებელია  ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს საიტზე.

ჩინეთის მშპ ქვეყნდება ყოველკვარტალურად, კვარტლის დასრულებიდან 18 დღის შემდეგ 22:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს საიტზე.

დიდი ბრიტანეთის მშპ-ს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო. სამი შეფასებიდან წინასწარი მონაცემები და მეორე შეფასება უფრო ძლიერ გავლენას ახდენენ ბაზარზე. წინასწარი მონაცემები ქვეყნდება 5:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, კვარტლის დასრულებიდან 24 დღის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ ქვეყნდება მეორე შეფასება.

კანადის სტატისტიკის სააგენტო მშპ-ს მონაცემებს აქვეყნებს განხილული თვის დასრულებიდან 60 დღის შემდეგ 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. მონაცემები ქვეყნდება კანადის სტატისტიკის სააგენტოს საიტზე. კანადა ერთადერთი ქვეყანაა რომელიც აქვეყნებს მშპ-ს ყოველთვიურად. კანადა აგრეთვე აქვეყნებს ყოველკვარტალურ მონაცემებს, რომელიც ყოველთვიური მონაცემების შეჯამებით მიიღება, ამიტომ არ ახტენს დიდ გავლენას ბაზარზე, ყოველთვიური მონაცემების გამოქვეყნებისგან განსხვავებით.

ახალი ზელანდიის მშპ-ს აქვეყნებს სტატისტიკის სააგენტო კვარტლის დასრულებიდან 80 დღის შემდეგ. მონაცემების გამოქვეყნების დროს და შედეგების ნახვა შესაძლებელია ახალი ზელანდიის სტატისტიკის სააგენტოს საიტზე.

ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებზე ინფორმაციის მოპოვება აგრეთვე შესაძლებელია სხვა დამოუკიდებელ წყაროებიდან, როგორებიცაა : Bloomberg-ი და Thomas Reuters და სხვა.

მონაცემების ინტერპრეტირება

ქვეყნების მთლიანი შიდა პრუდუქტის მონაცემების გამოქვეყნება არა მარტო მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენაა, არამედ ითვლება ეკონომიკური კალენდრის ტოპ სიახლედ. მონაცემების გამოქვეყნებიდან 30 წუთის განმავლობაში ფასის მერყეობამ სეიძლება 150 პუნქტი შეადგინოს. მშპ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის საერთო მაჩვენებელს და ითვლება ჯანმრთელი ეკონომიკის ძირითად ინდიკატორად. ამგვარად, მშპ-ს კარგი მონაცემები, რომელიც აღემატება პროგნოზირებად მონაცემებს, პოზიტიურ გავლენას ახტენს ქვეყნის ვალუტაზე და პირიქით, სუსტი მონაცემები ნეგატიურ ფაქტორად ითვლება.

დასკვნა

ზემოთ წარმოდგენილია ქვეყნების მშპ-ს მეტად მნიშვნელოვანი მაჩვენებლები.

GDP Deflator

მშპ-ს დეფლატორი

ქვეყნდება:

ყოველკვარტალურად

აქვეყნებს:

ეკონომიკური ანალიზის ბიურო

მშპ-ს დეფლატორი - ეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც ასახავს ქვეყნის ყოველივე ახალი საქონლის და მომსახურების ფასს. ის ითვლის ინფლაციის/დეფლაციის დონეს, ამ დროს საფუძვლად იღებენ 2005 წელს, დეფლატორის საბაზო მნიშვნელობა 100-ია. შემდეგ ხტება მიმდინარე წლის ნომინალური მშპ-ს შეფარდების გამოთვლა 2005 წლის რეალური მშპ-ს მიმართ. ამგვარად, მშპ-ს დეფლატორი ადარებს საქონლის და მომსახურების მიმდინარე ფასებს 2005 წლის ფასებთან. ამ ინდიკატორის სიახლეებზე არ ვაჭრობენ.

მშპ-ს დეფლატორი არ იზომება საქონლის და მომსახურების ფიქსირებული კალათით, რაც იძლევა მოხმარების მოდელის შეცვლის ან ახალი საქონლის და მომსახურების დამატების თვალყურდევნის საშუალებას.

მშპ-ს დეფლატორის გამოთვლის ფორმულა:

მშპ-ს დეფლატორი = (ნომინალური მშპ/რეალური მშპ) X 100.

გამოქვეყნების დრო

მშპ-ს დეფლატორს აქვეყნებს ეკონომიკური ანალიზის ბიურო ყოველკვარტალურად. ის არის ფასების შეცვლის ეკონომიკური ანალიზის მონაცემათა პაკეტის ნაწილი.

მონაცემების ინტერპრეტირება

როგორ გამოიყენება მშპ-ს დეფლატორი? ეკონომიკური ანალიზის ბიურო აწვდის კონკრეტული წლის დეფლატორის მონაცემებს, შემდგომ ხტება ამ მონაცემების შედარება 2005 წლის მონაცემებთან(გამოითვლება პროცენტული მაჩვენებელი). გამოითვლება სხვაობა მიმდინარე და 2005 წლის მონაცემებს შორის. ეს გამოთვლა ასახავს თუ რამდენად მეტი საქონლის ან მომსახურების ყიდვა შეიძლებოდა 2005 წელს მიმდინარე წელთან შედარებით. მაგალითად, თუ 2010 წელს დეფლატორი 110,99-ია, ეს იმას ნიშნავს,რომ 2005 წელს შეიძლებოდა ( {110,99-100}/100)%-ით მეტი საქონლის ან მომსახურების ყიდვა.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდიკატორით ვაჭრობა შეუძლებელია, ინვესტორებს შეუძლია ამ მონაცემების გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ინფლაციის დონის გამოსათვლელად, ვინაიდან ინფლაცია ასახავს მშპ-ს დეფლატორის ზრდის პროცენტულ მაჩვენებელს, განხილული პერიოდის დაწყებიდან დასრულებამდე.

Trade Balance

სავაჭრო ბალანსი

ავსტრალიის სავაჭრო ბალანსის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

20:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო

კანადის სავაჭრო ბალანსის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

კანადის სტატისტიკის სააგენტო

აშშ-ს სავაჭრო ბალანსის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

20:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ეროვნული სტატისტიკის ბიურო

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველკვარტალურად, საანგარიშგებო კვარტლის დასრულებიდან 85 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

5:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ეროვნული სტატისტიკის ოფისი

ჩინეთის სავაჭრო ბალანსის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ

აქვეყნებს:

ჩინეთის მთავარი საბჟო სამართველო

ახალი ზელანდიის სავაჭრო ბალანსის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 26 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

17:45 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ახალი ზელანდიის სტატისტიკის სააგენტო

ფორექსის ეკონომიკურ კალენდარში ქვეყნდება სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო ბალანსის ანგარიში. ბაზარზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ აშშ-ს, ავსტრალიის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, ახალი ზელანდიის და კანადის სავაჭრო ბალანსის ანგარიშები.

სავაჭრო ბალანსი ასახავს სხვაობას საანგარიშგებო თვის განმავლობაში საქონლის და მომსახურების იმპორტს და ექსპორტს შორის. გამარტივებულ ეკონომიკურ ენაზე ამ მაჩვენებელს სავაჭრო დეფიციტ/პროფიციტს უწოდებენ. დეფიციტი ჩნდება როცა იმპორტი აღემატება ექსპორტს, ხოლო პროფიციტი - როცა ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება აღემატება იმპორტირებულს.

გამოქვეყნების დრო

ავსტრალიაში სავაჭრო ბალანსის ანგარიში ქვეყნდება 20:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ. ანგარიშს აქვეყნებს ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო, რომლის საიტზე შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება.

კანადის სავაჭრო ბალანსის ანგარიში ქვეყნდება კანადის სტატისტიკის სააგენტოს მიერ 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია კანადის სტატისტიკის სააგენტოს საიტზე.

აშშ -ს სავაჭრო ბალანსი გამოდის საანგარიშო თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ 8:30 სათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. მონაცემების ნახვა შესაძლებელია ეკონომიკური ანალიზის ბიუროს საიტზე. ხშირად აშშ-ს და კანადის ანგარიშები გამოდის ერთი და იგივე დროს. და თუ მონაცემები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ჩნდება USDCAD სავაჭრო წყვილზე კარგი სავაჭრო სიტუაცია.

სულ უფრო იზრდება ჩინეთის სავაჭრო ბალანსის ანგარიშის მნიშვნელობა, რომელსაც აქვეყნებს ჩინეთის საბაჟო სამართველო ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ. მაგრამ ეს არარი მკაცრად დადგენილი თარიღი. იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთს და ავსტრალიას შორის გამყარდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები, ანგარიშის გამოქვეყნებამ შესაძლოა AUDUSD სავაჭრო წყვილზე იქონიოს გარკვეული გავლენა.

დიდ ბრიტანეთში სავაჭრო ბალანსს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო. ანგარიში ქვეყნდება ყოველკვარტალურად, საანგარიშგებო კვარტილის დასრულებიდან 85 დღის შემდეგ 5:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს საიტზე.

ახალი ზელანდიის სავაჭრო ბალანსი გამოდის საანგარიშო თვის დასრულებიდან 26 დღის შემდეგ 17:45 სათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით ახალი ზელანდიის სტატისტიკის სააგენტოს მიერ.

მონაცემების ინტერპრეტირება

სავაჭრო ბალანსი ქვეყნდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში და ახტენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ბაზარზე. სავაჭრო ბალანსის პროფიციტი ქვეყნის ვალუტისთვის ითვლება დადებით ფაქტორად , ხოლო დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ვალუტის კურსზე.

მოთხოვნა იმპორტზე და ექსპორტზე პირდაპირ არი დაკავშირებული ვალუტის კურსთან. ქვეყანა რომლის იმპორტი აღემატება ექსპორტს იძულებული ხტება უფრო მეტი სახსრები დახარჯოს უცხოური ვალუტის შესაძენათ. შესაბამისად იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, შიდა ვალუტის კურსი კი ეცემა. მეორე მხრივ იზრდება მოთხოვნა ექსპორტიორი ქვეყნის ვალუტაზე, იზრდება წარმოება, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იწვევს ვალუტის კურსის ზრდას.

Unemployment Rate

უმუშევრობის დონე

აშშ-ს უმუშევრობის დონის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს, როგორც არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმების ანგარიში

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

ავსტრალიის უმუშევრობის დონის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ქვეყნდება საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 10 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

21:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო

კანადის უმუშევრობის დონის ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს (თვის დაწყებიდან 8 დღის შემდეგ)

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

კანადის სტატისტიკის სააგენტო

უმუშევრობის დონე წარმოადგენს ქმედითუნარიან უმუშევარ მოქალაქეების პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებიც იმყოფებიან სამსახურის აქტიურ ძებნაში. ინდიკატორი არსებობს პრაქტიკულად ყველა ძირითადი ვალუტების ეკონომიკურ კალენდრებში. მეტად მნიშვნელოვნად ითვლება აშშ-ს, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლები. აშშ- ში უმუშევრობის დონე ქვეყნდება, როგორც არასასოფლო სფეროში დასაქმების ანგარიშის მონაცემების ნაწილი. დანარჩენ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მონაცემები ქვეყნდება როგორც ცალკე ანგარიში.

გამოქვეყნების დრო

აშშ-ში ანგარიში ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის პირველ პარასკევს 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, როგორც არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმების ანგარიშის მონაცემების ნაწილი NFP report. ანგარიშის მონაცემების ნახვა შესაძლებელია აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე.

ავსტრალიაში ანგარიში გამოდის ყოველთვიურად დასაქმების ცვლილებების მონაცემებთან ერთად. მონაცემები ქვეყნდება ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს მიერ თვის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ 21:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. დიდ ბრიტანეთში ანგარიშს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული ბიურო დასაქმების ცვლილებების შედეგებთან ერთად. ინდიკატორი აგრეთვე შეიცავს უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების ცვლილებას.

კანადაში ანგარიში ქვეყნდება სტატისტიკის სააგენტოს მიერ ყოველი თვის დაწყებიდან 8 დღის შემდეგ პირველ პარასკევს, 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით.

მონაცემების ინტერპრეტირება

უმუშევრობის დონისანგარიში არა მარტო დიდ გავლენას ახტენს ბაზარზე, არამეტ მთლიანობაში ერთერთ ეკონომიკურ ტოპ ინდიკტორად ითვლება. უმუშევრობა ბევრ სხვა ინდიკატორებისთვის ფინალურ მაჩვენებლად ითვლება. ანგარისის სედეგი გავლენას ახტენს მომხმარებელთა ხარჯებზე, საცალო ვაჭრობაზე და ინფლაციაზე.

უმუშევრობის ზრდა ნეგატიურ გავლენას ახტენს ქვეყნის ეკონომიკაზე. უმუშევრობის მაღალი დონე ამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს, ახტენს უარყოფით გავლენას სოციალურ მომსახურებაზე, მიგვითითებს წარმოების შემცირებაზე, რაც თავისთავად ნეგატიურად მოქმედებს საცალო გაყიდვებზე და შესაბამისად ქვეყნის მშპ-ზე. თუ ზომები დროულად არ იქნა მიღებული, ეს ფაქტორები უმუშევრობის ზრდის პროვოცირებას მოახტენენ.

ამგვარად, უმუშევრობის ზრდა ქვეყნის ვალუტისთვის ნეგატიურ ფაქტორად ითვლება, ხოლო უმუშევრობის დონის შემცირება - პოზიტიურ ფაქტორად.

დასკვნა

უმუშევრობის დონის განხილვა საჭიროა იმ თვალსაზრისით, თუ ფაქტობრივად რამდენი ადამიანი იქნა განთავისუფლებული, ეძებს ახალ სამსახურს, იწღებს შედარებით დაბალანაზღაურებად სამსახურს ან საერთოდ თავი დაანება სამსახურის ძებნას. ზუსტად ეს მონაცხემები იძლევა ზუსტ სურათს, რომელიც აძლევს საშუალებას ტრეიდერებს გამოიყენონ სიახლე გარიგებების განსახორციელებლად. ეს მეტად აქტუალურია როცა უმუშევრობის დონე არ იცვლება. ამ შემთხვევაში წინა თვეში განთავისუფლებული და დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ერთგვარი ორიენტირია დასაქმებულების მონაცემებზე ვაჭრობის დროს.

Non-Farm Payrolls (NFP)

ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა

გამოქვეყნების თარიღი:

ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს

გამოქვეყნების დრო:

9:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა ანგარიში ქვეყნდება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ და ასახავს წინა თვეში დასაქმებულ მოქალაქეთა რაოდენობის ცვლილებას, სოფლისმეურნეობის სექტორის გამოკლებით, აგრეთვე ანგარიშობს ქმედითუნარიან მაგრამ უმუშევარ მოქალაქეთა პროცენტულ მაჩვენებელს აშშ-ში.

ანგარიში შეიცავს ორ კომპონენტს: დასაქმება არასასოფლო სამეურნეო სფეროში და უმუშევრობის დონე.

გამოქვეყნების დრო

მოხსენება ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის პირველ პარასკევს 9:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე ან სხვა დამოუკიდებელ წყაროებიდან, როგორებიცაა : Bloomberg-ი და Thomas Reuters და სხვა.

მონაცემების ინტერპრეტირება

არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა ანგარიში ახტენს უფრო ძლიერ გავლენას ბაზარზე, სხვა ეკონომიკურ სიახლეებთან შედარებით, რამოდენიმე მიზეზის გამო. ინდიკატორი ქვეყნდება თვის დასაწყისში და ვინაიდან აშშ არი ნედლეულის და საქონლის მსხვილი იმპორტიორი ისეთ ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია, დასაქმება აშშ-ში პირდაპირ გავლენას ახტენს მსოფლიო ეკონომიკაზე.

ამ ინდიკატორით ვაჭრობა რთულია. იმისთვის რომ მივიღოთ ბაზრისგან გარკვეული მინიშნება, საჭიროა რომ ანგარიშის ორივე კომპონენტი ერთმანეთს ემთხვევოდეს.

თუ დასაქმებულთა მაჩვენებელი პროგნოზზე დაბალია და უმუშევრობის დონე კი მაღალი - ეს განიხილება როგორც ნეგატიური სცენარი დოლარისთვის. და პირიქით, თუ იქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამსახურს, შესაბამისად იკლეპს უმუშევრობის დონე, რაც დადებითად მოქმედებს დოლარზე.

დასკვნა

არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმების მოხსენება ახტენს მრავალფეროვან გავლენას არა მარტო ფორექსის ბაზარზე, არამეტ საფონდო და სასაქონლო ბაზრებზეც. ეს რთული პრეს-რელიზია, რომელიც ითხოვს გამოცდილებას ვაჭრობაში.

Average Hourly Earnings

საშუალო საათობრივი ხელფასი

გამოქვეყნების თარიღი:

 თვის პირველი პარასკევი

გამოქვეყნების დრო:

9:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

საშუალო საათობრივი ხელფასი - არის ყოველთვიური ანგარიში, რომელსაც აქვეყნებს აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო ყოველი თვის პირველ პარასკევს. ანგარიში შეიცავს დასაქმებულთა მონაცემებს, არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებულთა ანგარიშს და უმუშევრობის დონეს.

საშუალო საათობრივი ხელფასის ინდექსი თვალყურს ადევნებს შრომითი ძალის ღირებულების ცვლილებას წარმოებაში, სოფლის მეურნეობის წარმოების გამოკლებით. ერთი სიტყვით, ეს ანგარიში საზღვრავს შრომის ღირებულების ყოველთვიურ ცვლილებას არასასოფლო სამეურნეო სფეროში.

გამოქვეყნების დრო

ინდექსი ქვეყნდება 9:30 საათზე  ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით თვის პირველ პარასკევს  და შეიცავს, მთლიანად აშშ-ს,  წინა თვის მონაცემებს. ეს მონაცემი არი მონაცემების მთლიანი პაკეტის ნაწილი, რომელიც შეიცავს დასაქმების ანგარიშს არასასოფლო სამეურნეო სფეროში და უმუშევრობის დონის ცვლილებას. საშუალო საათობრივი ხელფასის ინდექსზე ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე (http://www.bls.gov) ან სხვა დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროებიდან.

მონაცემების ინტერპრეტირება

საშუალო საათობრივი ხელფასის ინდექსი - ერთერთი პირველი ანგარიშია რომელიც ქვეყნდება თვის დასაწყისში და ეხება სამეწარმეო და სამომხმარებლო ინფლაციას. მწარმოებელთა ფასების ინდექსი აგრეთვე შედის ინფლაციის მონაცემების პაკეტში და ასახავს ხარჯების ზრდის ტემპს საწარმო საქონელზე. თანამშრომლების შემოსავალი (მუშა ხელის ღირებულება ან მთლიანი სახელფასო თანხა) - წარმოების ხარჯების ერთერთი კომპონენტია. წარმოებლების ფასების ინფლაცია აისახება მომხმარებლებთა ხარჯებზე, რაც გამოიწვევს სამომხმარებლო ინფლაციას, რაც ცენტრალური ბანკისთვის იქნება იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანა სირთულეების წინაშე დგას და საჭიროა განაკვეთის გაზრდის საკითხის განხილვა. ამგვარად საშუალო საათობრივი ხელფასის ზრდა დადებითად მოქმედებს ვალუტის კურსზე და პირიქით ინდექსის შემცირება ქვეყნის ვალუტისთვის ნეგატიურ ფაქტორად ითვლება.

ეს სავაჭრო ინდიკატორი არ ახტენს დაუყოვნებელ გავლენას ბაზარზე, მისი მნიშვნელობა გამოიხატება მწარმოებელთა და მომხმარებელთა ფასების ინდექსების ანალიზის შემდეგ, რომლებიც ქვეყნდება მოგვიანებით.

დასკვნა

საშუალო საათობრივი ხელფასის ინდექსი არის შრომის ანაზღაურების ხარჯის მაჩვეენებელი. ამ ხარჯის ზრდა იწვევს მომხმარებელთა ხარჯის ზრდას, შედეგად ვღებულობთ სამომხმარებლო ინფლაციას და საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ალბათობას. სახელფასო ხარჯის შემცირებას საპირისპირო ეფექტი გააჩნია.

Consumer Price Index (CPI)

სამომხმარებლო ფასების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად, თვის 15 რიცხვში

გამოქვეყნების დრო:

9:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს აღწერის ბიურო

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი არის სამომხმარებლო ინფლაციის მაჩვენებელი. მონაცემებს აქვეყნებს რამოდენიმე ქვეყანა. აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ორი ნაწილიდან ერთერთი არი სამომხმარებლო ფასების ინდექსი კვების პროდუქტების და ენერგომატარებლების ფასების გათვალისწინების გარეშე, ეგრედ წოდებული საბაზისო ინდექსი. კვების პროდუქტებზე და ენერგიაზე ხარჯების გამოკლების მიზეზი არის ის, რომ ეს მაჩვენებლები ძალიან ვოლოტილურია და ამახინჯებენ რეალურ მონაცემებს.

დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, აგრეთვე ქვეყნდება სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი. ინდიკატორი ასახავს საცალო ფასების ცვლილებას  „ფიქსირებულ კალათის“ საქონელზე და მომსახურებაზე.

ინფლაციის საერთო დონის დიდი ნაწილი როგორც წესი სამომხმარებლო ფასებს უკავია. ბაზარი დიდ ყურდღებას აქცევს ინფლაციას, ვინაიდან ფასების ზრდას მოჰყვება ცენტრალური ბანკების საპროცენტო განკვეთის გაზრდა.

გამოქვეყნების დრო

აშშ-ს სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი გამოდის ყოველი თვის 15 რიცხვში 9:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აშშ-ს აღწერის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი არის ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში. ინფლაციის დონის ზრდა, როგორც წესი, გამოწვეულია ბრუნვაში ფულის მოცულობის ზრდით არასაკმარისი საქონლის არსებობის შემთხვევაში. ინფლაციის გასაკონტროლებლად ცენტრალური ბანკი იძულებული ხტება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. შედეგათ უფრო ხელსაყრელი ხტება ობლიგაციების შეძენა, საპროცენტო შემოსავლის გაზრდის მიზნით. ობლიგაციების შეძენის თვის საჭიროა ადგილობრივი ვალუტის შეძენა, რაც ზრდის მოთხოვნას ვალუტაზე, შესაბამისად იზრდება ადგილობრივი ვალუტის კურსი.

როცა სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსის პროგნოზირებადზე ცუდია იქმნება საპირისპირო სიტუაცია. მოთხოვნა ადგილობრივ ვალუტაზე მცირდება, შედეგათ ვალუტის კურსი ეცემა.

 

დასკვნა

სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს 200-ზე მეტ კატეგორიის საქონლის ფასების საპროცენტო ცვლილების საშუალო მონაცემებს. საკვანძო კატეგორიები არიან: საკვები და სასმელები, საცხოვრებელი ფართი, ტანსაცმელი და აღჭურვილობა, ჯანდაცვა, საქქონელი დასვენებისთვის, განათლება, სატრანსპორტო ხარჯეები და კავშირგაბმულობა.

Producer Price Index (PPI)

მწარმოებელთა ფასების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად, თვის 14 რიცხვში

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

მწარმოებელთა ფასების ინდექსი არის საწარმო მიწოდებების ინფლაციის ინდიკატორი. მონაცემები გამოდის რამოდენიმე ქვეყანაში.

ინდიკატორი ასახავს მწარმოებლების მიერ გამოშვებული მზა პროდუქციის ( საქონელი, მომსახურება) ფასების ცვლილებას. მზა პროდუქციის რეალიზაციას ახტენენ საბითუმო და საცალო მოვაჭრეები. მიწოდების ჯაჭვში ნებისმიერი ფასის ზრდა იწვევს საინფლაციო ეფექტს სამომხმარებლო ფასზე.

გამოქვეყნების დრო

აშშ-ს მწარმოებელთა ფასების ანგარიში გამოდის ყოველი თვის 14 რიცხვში 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციას აქვეყნებს აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო.

მონაცემების ინტერპრეტირება

მწარმოებელთა ფასების ინდექსის გამოთვლის მეთოდი შეიცვალა 2014 წელს. მწარმოებელთა ფასების ინდექსი დიდ გავლენას ახტენს ბაზარზე, როცა ის გამოდის სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოსვლამდე. მწარმოებელთა ფასები მჭიდროთ კორელირებენ მომხმარებელთა ფასებთან: საქონლის ფასის ზრდა სანამ ის მივა მაღაზიის დახლამდე, იმის მანიშნებელია რომ მომხმარებლამდე საქონელი მივა გაზრდილი ფასით. აქედან გამომდინარე მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინუსწრებს სამომხმარებლო ინფლაციას.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი გავლენას ახტენს არა მარტო სამომხმარებლო ფასებზე, არამეტ, წარმოებაზე, დასაქმებაზე და საპროცენტო განაკვეთზე. ამგვარად ამ ინდიკატორის გამოქვეყნებაზე მიზანშეწონილია ვაჭრობა.

ფაქტიური მონაცემები > მოსალოდნელი მონაცემები - დადებითი მაჩვენებელი

ფაქტიური მონაცემები < მოსალოდნელი მონაცემები - უარყოფითი მაჩვენებელი

დასკვნა

დიდ ბრიტანეთში მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოითვლება ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში კი - ერთთვიან მონაცემებზე.

Employment Cost Index

მუშა ხელის ღირებულების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველკვარტალურად, თვის ბოლო კვირააში

გამოქვეყნების დრო:

9:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

მუშა ხელის ღირებულების ინდექსი გამოითვლება ყოველი კვარტლის ბოლოს და შეიცავს ისეთ მონაცემებს როგორიცაა, შრომის ანაზღაურება, დამატებითი სარგებლები თანამშრომლებისთვის, პრემიები.

ამ ინდექსის ჩვლილების თვალყურდევნება საჭიროა ინფლაციის ტენდენციის განსაზღვრელად - ხელფასის გაზრდა, ზრდის საინფლაციო პროცესების ალბათობას.

გამოქვეყნების დრო

მუშა ხელის ღირებულების ინდექსი ქვეყნდება ყოველკვარტალურად, კვარტლის ბოლო თვის მესამე კვირას. გამოსვლის დრო 9:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს ან სხვა დამოუკიდებელ წყაროების საიტებზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

მუშა ხელის ღირებულების მაჩვენებელი ზომიერ გავლენას ახტენს ბაზარზე და არის მოსალოდნელი სამომხმარებლო ინფლაციის, აგრეთვე სასესხო ობლიგაციების ღირებულების/შემოსავლიანობის მაჩვენებელი. ინდექსის ზრდა იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას, რაც დოლარის თვის პოზიტიური ფაქტორია. მაჩვენებლის კლების დროს ინფლაცია ნაკლებად მოსალოდნელია, რაც ამერიკულ ვალუტისთვის ნეგატიურ სცენარად განიხილება.

დასკვნა

მუშა ხელის ღირებულების ინდექსი ითვლება მნიშვნელოვან ინდიკატორად, რომელსაც ყურადღებით თვალყურს ადევნებს ფედერალური რეზერვის სისტემა მონეტარული პოლიტიკის გატარების დროს, კერძოთ საპროცენტო განაკვეთის მიღებისას. ამ ინდიკატორს კიდე „ალან გრისპენის ( ფრს-ის ყოფილი თავმჯდომარის) საყვარელ ინდიკატორ“-ს უწოდებენ.

Tankan Manufacturing and Non-Manufacturing Indices

იაპონიის ბანკის ანგარიში „BOJ”

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველკვარტალურად, მიმდინარე კვარტლის შუა რიცხვებში

გამოქვეყნების დრო:

19:50 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 იაპონიის ბანკი

 

ტანკან ანგარიშს აქვეყნებს იაპონიის ბანკი და შეიცავს მონაცემების ორ პაკეტს.

  • საქმიანი აქტიურობის ინდექსი სამეწარმო სფეროში Tankan ასახავს სამრეწველო სექტორის განწყობას და პერსპექტივებს. ამ მაჩვენებლის მეშვეობით, აგრეთვე გამოითვლება დიფუზური ინდექსი, რომელიც შედგება იაპონიის მსხვილი მეწარმეების გამოკითხვის საფუძველზე.
  • საქმიანი აქტიურობის ინდექსი არასამეწარმო სფეროში Tankan არის ეკონომიკური სიჯანსაღის წამყვანი ინდიკატორი. ის გამოითვლება 1200 მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელების გამოკითხვის საფუძველზე. რესპონდენტებს სთხოვენ საქმიანი პირობების შეფასებას. ინდიკატორი წარმოადგენს არასამეწარმო სფეროს დიფუზურ ინდექსს.

ჩვეულებრივად, ანალიზს ექვემდებარებიან შემდეგი პარამეტრები:

  • სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება
  • ფინანსური დაწესებულებების მზაობა კრედიტების გაცემისთვის
  • გამოკვლევადი სფერობის ფინანსური მდგომარეობა
  • სამეწარმეო სიმძლავრე (მხოლოდ სამეწარმო ინდექსი Tankan)
  • პროგრამული უზრუნველყოფა და ინვესტირება ძირითად კაპიტალში, მიწის შესყიდვის გარდა
  • ინვესტირება ძირითად კაპიტალში, მათ შორის მიწის შესყიდვა
  • მიმდინარე შემოსავლიანობის და გაყიდვების შეფარდება
  • გაყიდვები
  • მოთხოვნის და მიწოდების პირობები, დასაწყობებული მარაგები და ფასწარმოშობა (მხოლოდ სამეწარმო ინდექსი Tankan)
  • საქმიანი პირობები
  • ვალუტის პროგნოზირებადი კურსის საშუალო მაჩვენებელი

რესპონდენტების პასუხები ჯგუფდება ბიზნესის სიდიდის მიხედვით: მსხვილი საწარმოები, საშუალო და მცირე ბიზნესი.

გამოქვეყნების დრო

Tankan ანგარიში ქვეყნდება ყოველკვარტალურად დაახლოვებით მიმდინარე კვარტლის ბოლოს 19:50 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლლებელი იაპონიის ბანკის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საქმიანი აქტიურობის ინდექსი სამეწარმეო სფეროში Tankan ახტენს ზომიერ გავლენას ბაზარზე, ამიტომ ამ ანგარიშის გამოსვლაზე ვაჭრობა მიზანშეწონილი არარი.          ანგარიშის ორივე შემადგენელი არი მოვლენების წინსწრების ინდიკატორები, რომლებიც განიხილავენ მსხვილი საწარმოების მომავალი თვეების ხარჯების გეგმებს. საქმიანი გარემო სწრაფად რეაგირებს საბაზრო პირობების ცვლილებებზე, ამიტომ საქმიანი გარემოს განწყობის ცვლილებამ შეიძლება იმოქმედოს მომავალში ეკონომიური აქტიურობაზე. გაზრდიან თუ არა იაპონიის საწარმოები საქმიანობის გაფართოვების პროექტების, რეკლამის ან ინვესტიციის ხარჯებს? ამ კითხვებზე პასუხების ნახვა შესაძლებელია სამეწარმეო და არასამეწარმეო სექტორების Tankan ანგარიშებში.

სამეწარმეო არასამეწარმმეო Tankan ინდექსებისთვის 0.0 - ზე მაღალი მაჩვენებელი პირობების გაუმჯობესებაზე მეტყველებს, ხოლო 0.0 - ზე დაბალი - პირიქით. ექსპორტზე ორიენტირებულ იაპონიის ეკონომიკისთვის წარმოება საკვანძო როლს ასრულებს, ამიტომ Tankan ანგარიში ამ სექტორის სიჯანსაღის საუკეთესო მაჩვენებელია.

IFO (Business climate index)

გერმანიის საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსი „ბიზნეს კლიმატი“

ამ მიმოხილვას აქვეყნებს დასავლეთ გერმანიის ინსტიტუტი IFO. 100-ზე დაბალი მაჩვენებელი ეკონომიკის განვითარების შენელების ინდიკატორია და ბაზრის მიერ განიხილება ნეგატიურ ფაქტორად. 100-ზე მაღალი მაჩვენებელი მეწარმეების მზარდ ოპტიმიზმზე მეტყველებს, რაც EURO (EUR) – ს და SWISS FRANK (CHF) - ის გაძლიერებას იწვევს. ხშირად ამ ინდიკატორზე გავლენას ახტენს ფსიქოლოგიური ფაქტორები და არა ფაქტიური მდგომარეობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა,ინდიკატორის გამოსვლას შეიძლება მოჰყვეს  ძალზედ ძლიერი რეაქცია. მაჩვენებელი გამოდის ყოველი თვის შუა რიცხვებში.

Humphrey-Hawkins Testimony

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჟდომარის გამოსვლა

ჰამფრი-ჰოკინსის (Humphrey-Hawkins) განცხადება - მოვლენა, რომელიც წელიწადში ორ ჯერ ხტება. ფედერალური სარეზერვო ბანკი აწვდისს კონგრესს ანგარიშს ამერიკის ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კურსის მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშის გამოქქვეყნებასთან ერთდროულად FRS-ის თავმჯდომარე გამოდის სიტყვით კონგრესის წევრთა წინაშე და აშუქებს ანგარიშის ძირითად პუნქტებს. ტრადიციულად ეს გამოსვლა ერთერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. თავდაპირველად გამოსვლა კონგრესის ორ საბანკო კომიტეტის წინაშე მიმდინარეობს - ჯერ საფინანსო მომსახურების კომიტეტის წინაშე, შემდგომ სენატის საბანკო საქმეების, საცხოვრებელი ფართის მშენებლობის და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის წინაშე.

ისტორია

ჰამფრი-ჰოკინსის ანგარიში საწყისს იღებს 1978 წელს, როცა აშშ ინფლაციის და უმუშევრობის ზრდის პრობლემის წინაშე წარსდგა, რაც ნეგატიურად ისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჰამფრი-ჰოკინსის დაბალანსებული ზრდის და სრული დასაქმების კანონი იყო მიღებული უმუშევრობის კლების და ინფლაციის კონტროლის ქვეშ აღების მიზნით მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით.

ანგარიში ეხლა ცნობილია როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ანგარიში. ვინაიდან აშშ პირდაპირ არი დამოკიდებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაზე, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ვალდებულია ზეპირად ჩააბაროს ანგარიში შესაბამის კომიტეტებში.

დასკვნა

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში ბარდება წელიწადში ორ ჯერ, თებერვალში და ივლისში და მთლიანად ასახავს ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობას. მოხსენებაში უკეთდება ანალიზი ბოლოხნის ფინანსურ და ეკონომიკურ მოვლენებს, წარსულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და იმ ეფექტს, რომელიც მათ შეუძლიათ მოახტინონ ეკონომიკაზე.

Consumer Confidence

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად, თვის ბოლო სამშაბათს

გამოქვეყნების დრო:

11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 Conferens Board Inc

 

Conferens Board-ის გამოკითხვაში იღებს მონაწილეობას 5000-მდე ოჯახი. რესპონდენტებს სთხოვენ ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, ისეთი პარამეტრების გამოყენებით, როგორიცაა, სამსახურის პოვნის შესაძლებლობა, ბიზნესის წარმოების პირობები და ეკონომიკის მდგომარეობა მთლიანობაში. გამოკითხვა ეხება ხუთ საკვანძო საკითხს:

ბიზნესის მიმდინარე პირობები

დასაქმების მიმდინარე პირობები

შემდეგი 6 თვის ბიზნესის პირობები

შემდეგი 6 თვის დასაქმების პირობები

ოჯახის შემდეგი 6 თვის შემოსავალი

ყველა საკითხისთვის ანგარიშდება შეფარდებითი მნიშვნელობა, რომელიც დადებითი პასუხების და დადებითი და უარყოფითი პასუხების ჯამის შეფარდების ტოლია. შემდგომ ამ მონაცემებს ადარებენ 1985 წლის შესაბამის მონაცემებს(საბაზისო მონაცემები) და ითვლიან ხუთი საკითხის საშუალოს. საწყის ნიშნულად იღებენ 100-ს.

გამოქვეყნების დრო

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ქვეყნდება ყოველთვე, თვის ბოლო სამშაბათს და ასახავს მიმდინარე თვის მონაცემებს. გამოსვლის დრო არი 11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია Conferens Board Inc-ის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

მსოფლიო საფინანსო კრიზისის მერე, ბაზარი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს მომხმარებელთა ნდობის ცვლილებებზე. ეს მონაცემები უფრო დიდ გავლენას ახტენს ბაზარზე, კრიზისამდე პერიოდთან შედარებით. ამას გონივრული ახსნა გააჩნია. მომხმარებელთა ნდობის ინდექსი წინუსწრებს მომხმარებელთა ხარჯების  ინდიკატორს, ხოლო მომხმარებელთა ხარჯებისგან არი დამოკიდებული საერთო ეკონომიკური აქტიურობის დიდი ნაწილი და მშპ.

თუ მომხმარებლები არარიან ნდობით აღურვილნი ეკონომიკურ პერსპექტივების მიმართ, როგორც წესი, ისინი ამცირებენ თავიანთ ხარჯებს, რაც ისახება ბიზნესზე და სამეწარმეო სექტორზე, ამას მოყვება სამუშაო ადგილების შემცირება. შედეგად უმუშევრად დარჩენილი მომხმარებელები უფრო ამცირებენ თავიანთ ხარჯებს. ეს ყველაფერი კრავს მჭიდრო წრეს, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ეკონომიკას.

თუ ინდექსის შედეგები მოსალოდნელზე კარგია, ეს იმის მანიშნებელია, რომ მომხმარებელთა ნდობა მაღალია, რაც პოზიტიური ფაქტორია დოლარისთვის. და პირიქით, თუ მონაცემები არ ამართლებენ პროგნოზს, ეს ნეგატიური ფაქტორია დოლარისთვის.

დასკვნა

ამ ინდიკატორით ვაჭრობისთვის, საჭიროა ყურადღების გამახვილება იმაზე თუ რამდენად სცდება ფაქტიური მონაცემები პროგნოზს. რაც მეტია სხვაობა ფაქტიურ და პროგნოზირებულ მონაცემებს შორის მით უფრო მეტ გავლენას იქონიებს ის ბაზარზე.

Industrial Production

სამრეწველო წარმოება

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 16 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

9:15 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 ფედერალური სარეზერვო ბანკი

 

სამრეწველო წარმოების ინდექსს აქვეყნებს ფედერალური სარეზერვო ბანკი და ასახავს საერთო მოცულობის ცვლილებას სამრეწველო წარმოებაში (გადამამუსავებელი, სამთო, ენერგო),  ინფლაციის გათვალისწინებით. ანგარიში არ შეიცავს სამშენებლო სფეროს. ინდექსის გამოანგარიშება ხტება წარმოების მდგომარეობის შეფასების მიზნით.

საბაზისოდ ითვლება 2000 წელი, ხოლო ასათვლელ დონედ 100. მონაცემებს, რომლებსაც იყენებენ მოხსენებაში, აწვდიან შრომის სტატისტიკის ბიურო და სავაჭრო ასოციაციები. გაანგარიშებისას იყენებენ ფიშერის ფორმულას.

გამოქვეყნების დრო

სამრეწველო წარმოების ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 16 დღის შემდეგ 9:15 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსის მონაცემების ნახვა შესაძლებელია ფედერალური სარეზერვო ბანკის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

სამრეწველო წარმოების ინდიკატორი ზომიერ გავლენას ახტენს ბაზარზე. ამ სიახლის გამოსვლაზე, როგორც წესი, არ ვაჭრობენ. მაგრამ  შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური სიჯანსაღის ერთერთ ინდიკატორად.  სამრეწველო წარმოების დონე პირდაპირ არი დაკავშირებული დასაქმების დონის და მუშების შემოსავლებთნ, ამიტომ ის, აგრეთვე, შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საქმიანი აქტიურობის დინამიკის ბარომეტრი.

სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდა, პოზიტიური მაჩვენებელია დოლარის თვის, ხოლო კლება - ნეგატიური.

ქვემოთ მოყვანილია აშშ-ს სამრეწველო წარმოების ინდექსის რამოდენომე წლის სტატისტიკური მონაცემები

აშშ-ს სამრეწველო წარმოების ინდექსი

გრაფიკზე 2012 წლის მინიმუმებიდან ინდექსის ზრდა ფიქსირდება. რაც მეტყველებს მრეწველობის სფეროში აქტიურობის აღდგენაზე, გლობალური კრიზისის შემდეგ.

დასკვნა

მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ არარი ერთადერთი ქვეყანა ვინც აქვეყნებს სამრეწველო წარმოების ინდექსს. ანოლოგიურ მონაცემებს აქვეყნებs ინდოეთი, მალაიზია და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნები, რასაც იყენებენ მოკლევადიან ეკონომიკურ პერსპექტივების განსაზღვრელად.

Capacity Utilisation

წარმოების სიმძლავრის გამოყენების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 16 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

10:15 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს ფედერალური რეზერვის სამსახური

 

წარმოების სიმძლავრის გამოყენების ინდიკატორი ქვეყნდება აშშ-ს ფედერალური რეზერვის სამსახურის მიერ სამრეწველო წარმოების ანგარიშთნ ერთად. წარმოების სიმძლავრის გამოყენება ასახავს რესურსების და ნედლეულის პროცენტულ ნაწილს, რომელიც იყო გამოყენებული დამუშავებით მრეწველობაში, მოპოვების კომპანიების მიერ ან კომუნალური მომსახურების მიწოდებისას. ინდიკატორი, აგრეთვე აჩვენებს შრომის და კაპიტალის გამოყენების ინტენსიურობას წარმოებაში.

გამოქვეყნების დრო

წარმოების სიმძლავრის გამოყენების ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 16 დღის შემდეგ 10:15 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსის მონაცემების ნახვა შესაძლებელია ფედერალური რეზერვის სამსახურის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

პროდუქციაზე მოთხოვნის მატება იწვევს წარმოების სიმძლავრის ზრდას და პირიქით, პროდუქციაზე მოთხოვნის კლება იწვევს სიმძლავრის შემცირებას. დაბალი სიმძლავრის გამოყენებისას, კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ შემოსავალი ზედმეტი ხარჯის გარეშე. ამგვარად მათ არ სჭირდებათ ფასების გაზრდა შემოსავლის მისაღებათ. როცა მოთხოვნა იმდენად დიდია რომ კომპანია იყენებს მაქსიმალურ სიმძლავრეს, ხარჯების გაზრდა გარდაუვალია, რაც ისახება სამომხმარებლო ფასზე. ამიტომ წარმოების სიმძლავრის გამოყენების ინდექსი გამოიყენება როგორც სამომხმარებლო ინფლაციის მაჩვენებელი. სიმძლავრის 85%-ზე მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის მაჩვენებელია.

პროგნოზზე კარგი მაჩვენებელი პოზიტიური ფაქტორია დოლარისთვის, დაბალი კი - ნეგატიური.

 

დასკვნა

ეს ინდიკატორი ახ ახტენს დიდ გავლენას ბაზარზე, მაგრამ მის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომხმარებლო ფასების ინდექსის პერსპექტივების განსაზღვრელად.

Durable Goods Orders

შეკვეთები გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 26 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

შეკვეთები გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე - ყოველთვიური ანგარიშია, რომელსაც აქვეყნებს აშშ-ს მოსახლეობის აყწერის ბიურო. ამ ანგარიშის მონაცემებს, როგორც წესი, ითვალისწინებენ სამეწარმეო შეკვეთების ანგარიშის შედგენისას, რომელიც გამოდის ერთი კვირის შემდეგ. ეს რელიზი ქვეყნდება ორი ვერსიით. ინვესტორები ყურადღებას აქცევენ შეკვეთების საბაზისო მონაცემებს, ვინაიდან ის ასახავს გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე ახალი შეკვეთების საერთო ღირებულების ცვლილებას, ტრანსპორტის გარდა, რადგან ის ძალიან ვოლოტიულია და შეიძლება შეცვალოს რეალური სურათი. გრძელვადიანი მოხმარების საქონლებში იგულისხმება ისეთი საქონელი, რომლის მოხმარების ვადა სამ წელზე მეტია (ავტომობილი, კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თვითმფრინავი).

გამოქვეყნების დრო

გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების საბაზისო ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 26 დღის შემდეგ  11:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების საბაზისო ინდექსი დიდ გავლენას ახტენს ბაზარზე, ამიტომ ტრეიდერებს შეუძლიათ ვაჭრობის დაწყება ამ სიახლის  რელიზის თანავე. გრძელვადიანი მოხმარების საქონლის წარმოების ზრდა სამეწარმეო აქტიურობის მაჩვენებელია, რაც ისახება დასაქმებაზე, შემოსავლების და მთლიანობაში ეკონომიკის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითი ფაქტორია აშშ დოლარისთვის.

დასკვნა

გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების საბაზისო ინდექსი ქვეყნდება უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების ინდიკატორთან ერთდროულად, რომელსაც, აგრეთვე, დიდი გავლენა აქვს ბაზარზე. ამ შემთხვევაში ტრეიდერები შეიძლება სიახლეების კონფლიქტის წინაშე წარსდგნენ, ვინაიდან ამ ორ ინდიკატორს საპირისპირო ეფექტს ახტენენ ვალუტაზე.

Factory Orders

სამეწარმეო შეკვეთები

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

სამეწარმეო შეკვეთების ინდიკატორი ქვეყნდება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ და ასახავს მეწარმეების ახალი შეკვეთების საერთო ღირებულების ცვლილებას საქონლის შეძენაზე.

ანგარიში შეიცავს გაერთიანებულ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ასახავს ეკონომიკურ პირობებს სამეწარმეო სექტორში და ინფორმაციას მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობაზე. ინდიკატორი იძლევა სამეწარმეო სექტორის პერსპექტივების და საქმიანი ტენდენციების შეფასების საშუალებას მოცემულ დროის მონაკვეთში.

ანგარიში შედგება ორი კომპონენტისგან. წინასწარი ანგარიში გამოდის ძირითადი ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირით ადრე.

გამოქვეყნების დრო

სამეწარმეო შეკვეთები ქვეყნდება ყოველთვიურად, საანგარიშო  თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ 11:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება.

მონაცემების ინტერპრეტირება

ანგარიში ახტენს ზომიერ გავლენას ბაზარზე. ამ ინდიკატორზე ვაჭრობა მიზანშეწონილი არარი. მაგრამ ამ ანგარიშის მონაცემების საფუძველზე შეიძლება წარმოების პერსპექტივების განსაზღვრა.

სამეწარმეო შეკვეთების ზრდა მეტყველებს საქონლზე მოთხოვნის და მომხმარებლის ხარჯების მომატებაზე, რაც დადებითად მოქმედებს საწარმოს შემოსავალზე, მის განვითარებაზე და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ეს, თავისთავად, პოზიტიური სცენარია დოლარისთვის. შეკვეთების შემცირება დოლარისთვის ნეგატიური ფაქტორია.

დასკვნა

მნიშვნელოვანია არა მარტო ის თუ გაამართლა თუ არა ინდიკატორმა ბაზრის მოლოდინი, არამედ საჭიროა მაჩვენებლის რამოდენიმე თვის  დინამიკის გაანალიზება. თუ სამეწარმეო შეკვეთები სტაბილურ ზრდას გვიჩვენებს, ეს კარგი ნიშანია. აგრეთვე საჭიროა ყურადრების მიქცევა ისეთი კატეგორიის საქონელზე, რომელიც უფრო დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

Leading Indicators Index

წამყვანი ინდიკატორების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 20 დღის შემდეგ

აქვეყნებს:

The US Conference Board

 

წამყვანი ინდიკატორების ინდექსი ქვეყნდება ეკონომიკის ახლო მომავლის პერსპექტივების განსაზღვრელად. ინდექსი შეიცავს 10 კომპონენტს, რომლებიც არიან ამერიკული ეკონომიკის ფუნქცილონირების წამყვანი მაჩვენებლები. ამ კომპონენტების ცვლილებას მოჰყვება ცვლილება მთლიანად ეკონომიკაში .

10 მაჩვენებელი:

  1. წარმოების სფეროში კვირის  სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა.
  2. უმუშევრობის შემწეობის განაცხადების ყოველკვირეული საშუალო მონაცემი.
  3. სამომხმარებლო საქონელზე და ნედლეულზე ახალი შეკვეტების რაოდენობა, მათ რიგში მეწარმეების მხრიდანაც.
  4. სიჩქარე, რომლითაც მიეწოდება ახალი საქონელი მეწარმეებისგან საცალო მოვაჭრეებამდე.
  5. კაპიტალურ საქონელზე ახალი შეკვეთების რაოდენობა, რომელიც არ მიეკუთვნება თავდაცვით მრეწველობას, გარდა თვითმფრინავებისა.
  6. ახალი საცხოვრებელი ფართის მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა.
  7. S&P 500 ინდექსის 500 საფონდო აქციის ფასი.
  8. ფულადი მასსა M2 ინფლაციის ცდომილების გათვალისწინებით.
  9. სხვაობა გრძელვადიან და მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს შორის.
  10. სამომხმარებლო განწყობა.

ამგვარად, აშშ-ს წამყვანი ინდიკატორების ინდექსი წარმოადგენს მონაცემებს, რომლებსაც იყენებენ ეკონომისტები, ტრეიდერები და ინვესტორები ეკონომიკური პირობების შესაფასებლად.

გამოქვეყნების დრო

წამყვანი ინდიკატორების ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 20 დღის შემდეგ. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია  The US Conference Board - ის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

წამყვანი ინდიკატორები წარმოადგენენ ბიზნეს ციკლის ზრდის და კლების განსაზღვრელ საკვანძო ელემენტებს. ცალკეული კომპონენტების შესწავლა აძლევს ინვესტორებს და ტრეიდერებს შესაძლებლობას განსაზღვრონ, თუ ეკონომიკის რა სექტორები აჩვენებენ ზრდად, სტაგნაციას ან კლებას.

Productivity

შრომის პროდუქტიულობა

გამოქვეყნების თარიღი:

 ყოველკვარტალურად,  თვის 10 რიცხვამდე

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

 აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

პროდუქტიულობა წარმოების ეფექტურობის მაჩვენებელია. ის ანგარიშობს წარმოების პროცესში ხარჯის ერთეულზე წარმოებულ პროდუქციას. ხარჯები შეიცავს - კაპიტალურ ხარჯებს და მუშა ხელის ხარჯს, ხოლო აქტივი განისაზღვრება შემოსავლით და წარმოებული მარაგებით.

პროდუქტიულობის ყვეელაზე გავრცელებულ მაჩვენებლად ითვლება მშპ-ს შეფარდება სამუსაო საათების საერთო რაოდენობაზე, გარკვეული დროის მონაკვეთში. შრომის პროდუქტიულობა არ შეიცავს სოფლის მეურნეობის სექტორის მნაცემებს.

გამოქვეყნების დრო

შრომის პროდუქტიულობა არასასოფლო სამეურნეო სფეროში გამოდის ყოველკვარტალურად, ახალი ტვის 10 რიცხვაამდე 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ანგარიში გამოდის ორ ნაწილად: წინასწარი და საბოლოო. წინასწარი რელიზი გამოდის ერთწლიანი ფორმატით კვარტლის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ და დიდ გავლენას ახტენს ბაზარზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

პროდუქტიულობა ინფლაციის უკუ პროპორციულიაა. დაბალ პროდუქტიულობას მოჰყვება ხელფასების ზრდა. როცა წარმოება ზრდეის სახელფასო ხარჯს ეს საბოლოოდ ისახება მომხმარებლის ხარჯებზე, რასაც მოჰყვება სამომხმარებლო ინფლაცია. ეს თავის მხრივ აისახება მშპ-ს ზრდაზე.

კაპიტალი და მუშა ხელი საკმაოდ დეფიციტური რესურსებია, ამიტომ კომპანიები ცდილობენ წარმოების გაზრდას ტექნოლოგიების გაუმჯობესების გზით.

დასკვნა

პროდუქტიულობის ზრდა ხელს უწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ვინაიდან რეალური შემოსავლის ზრდა იძლევა უფრო მეტი საქონლის და მომსახურების შეძენის და სხვა სიკეთეებით სარგებლობის საშუალებას. პროდუქტიულობა, აგრეთვე, ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლის ზრდას.

Retail Sales

საცალო გაყიდვები

აშშ-ს საბაზისო საცალო გაყიდვების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

საანგარიშო თვის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

თვის ბოლო კვირას

გამოქვეყნების დრო:

04:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ეროვნული სტატისტიკის სააგენტო

კანადის საცალო გაყიდვების საბაზისო ანგარიში

გამოქვეყნების თარიღი:

თვის ბოლო კვირას

გამოქვეყნების დრო:

8:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

კანადის ეროვნული სტატისტიკის  სააგენტო

 

საცალო გაყიდვების ინდექსი გამოდის ყოველთვიურად რამოდენიმე ქვეყანაში. მაგრამ აშშ-ს ინდექსს უფრო მეტი გავლენა აქვს ბაზაეზე, ვინაიდან ქვეყანა არი იმპორტირებული საქონლის უმსხვილესი მომხმარებელი.

ქვეყნდება ანგარიშის ორი ვერსია: საცალო გაყიდვები და საცალო გაყიდვების საბაზისო ინდექსი. საცალო გაყიდვების საბაზისო ინდექსს აქვექნებს აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ქვეგანყოფილება,  მოსახლეობის აღწერის ბიურო, რომელსაც ბაზრის მონაწილეები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვინაიდან ის ასახავს საცალო გაყიდვეს საერთო მოცულობას ავტომობილების გაყიდვის გაუთვალისწინებით. ავტომობილების ფასები ძალიან ვოლოტიულია და შეუძლიათ რეალური მონაცემების დამახინჯება. ამგვარად, ითვლევა, რომ ანგარიშის საბაზისო ვერსია უფრო ზუსტად ასახავს მომხმარებლების ხარჯების ტენდენციას საცალო მარაზიებში.

გამოქვეყნების დრო

აშშ-ს საბაზისო საცალო გაყიდვების ანგარიშის ნახვა შესაძლებელია მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე. ანგარიში ქვეყნდება 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 14 დღის შემდეგ. შედეგები ქვეყნდება ერთწლიან ფორმატში, ანუ ერთი თვის მონაცემები მრავლდება 12-ზე.

დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვებს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო და ასახავს ცვლილებას საცალო გაყიდვებში ინფლაციის გათვალისწინებით. ანგარიში გამოდის თვის ბოლო კვირას  04:30  საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს საიტზე.

კანადის საცალო გაყიდვებს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო და ასახავს საცალო სექტორის გაყიდვების ფულად ღირებულებას. ანგარიში გამოდის 8:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, თვის ბოლო კვირას. ინფორმაციის მოპოვებაშესაძლებელია კანადის სტაატისტიკის სააგენტოს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საცაალო გაყიდვების ანგარიში არის სმომხმარებლო ხარჯების, დასაქმების და წარმოების ერთერთი ძირითადი მაჩვენებელი. საცალო გაყიდვეის მოცულობის ზრდა პოზიტიურად ისახება საცალო გამყიდველების, მომწოდებლების და მეწარმეების ბიზნესსზე. ამას მოჰყვება დასაქმების და ხელფასების ზრდა, რაც ხელს უწყობს სამომხმარებლო ხარჯების ზრდას.

მოსალოდნელზე მააღალი მონაცემი ითვლება პოზიტიურ ფაქქტორად ქვეყნის ვაალუტისთვის, ხოლო დაბალი მონაცემი - ნეგატიურად.

Confederation Of British Industries (CBI)

დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების ინდექსი CBI-ის მონაცემებით

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის ბოლო კვირას

გამოქვეყნების დრო:

07:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

წარდგენილი მონაცემები:

წინა თვის

აქვეყნებს:

ბრიტანეთის მრეწველების კონფედერაცია (CBI)

 

დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების ინდექსი CBI-ის მონაცემებით ყოველთვიური ანგარიშია, რომელიც შედგება 150 საცალო და საბითუმო ფირმების გამოკითხვის საფუძველზე, რომლებსაც სთავაზობენ მიმდინარე თვის გაყიდვების და შეკვეთების მოცულობების შეფასებას. რესპოდენტებმა, აგრეთვე უნდა მიუთითონ მომავალი თვის მოლოდინები წინა წლის ანოლოგიურ პერიოდთან შედარებით.

გამოითვლება პროცენტული მაჩვენებელი ზრდის მქონე ფირმების და იმ ფირმებს შორის, რომლებსაც კლება არენიშნებოდათ.

გამოქვეყნების დრო

დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების ინდექსი CBI-ის მონაცემებით გამოდის ყოველთვიურად, თვის ბოლო კვირას, 07:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია CBI-ის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ეს ანგარიში არის   ყოველთვიური საერთო საცალო გაყიდვების ზუსტი წინსწრები ინდიკატორი, აგრეთვე სამომხმარებლო ხარჯების წინსწრები ინდიკატორი, ვინაიდან საცალო გაყიდვები პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ხარჯებთან. ბაზარი ყურადღებით ადევნებს თვალყურს CBI-ის მონაცემებს, როელსაც დიდი გავლენა გააჩნია ბაზარზე, კერძოთ GBPUSD სავალუტო წღვილზე.

მოსალოდნელზე მააღალი მონაცემი ითვლება პოზიტიურ ფაქქტორად ბრიტანული ფუნტისთვის, ხოლო დაბალი მონაცემი - ნეგატიურად.

დასკვნა

დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების ინდექსი CBI-ის მონაცემებით დიდ გავლენას ახტენს ყველა სავალუტო წღვილზე GBP-ის მონაწილეობით. ტრეიდერებისთვის რეკომენდირებულია აქტიური ვაჭრობა ამ ანგარიშის გამოქვეყნებისას.

Money Supply (M1, M2, M3)

ფულადი მასები “M”

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით

გამოქვეყნების დრო:

16:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი

 

ფულადი მასა წარმოადგენს ფულის და სხვა ლიკვიდური ინსტრუმენტების ჯამს, რომელსაც განკარგავს სახელმწიფო გარკვეულ დროის მონაკვეთში. ფულადი მასა შეიცავს ბანკნოტებს, მონეტებს და ნაშთს, რომელიც ინახება შემნახველ ანგარიშებზე. ის იყოფა რამოდენიმე ნაირსახეობათ M0, M1, M2, M3, ანგარიშის ნაირსახეობიდან და სიდიდიდან გამომდინარე, რომელზეც ინახება ინსტრუმენტი. დიდ ბრიტანეთში გამოყოფენ დამატებით კიდევ ერთ ფულად მასას M4. სხვადასხვა ქვეყანა იყენებს ფულადი მასების სხვადასხვა კვალიფიკაციას. M1 არის ფულადი მასა, რომელიც შეიცავს ყველანაირ ფიზიკურ ფულს, ანუ ბანკნოტებს და მონეტებს, მიმდინარე ანგარიშები და ანაბრები, საბანკო სადებეტო ბარათების ჩათვლით. ერთი სიტყვით M1 განსაზღვრავს ფულადი მასის მეტად ლიკვიდურ კომპონენტებს: ფულს და აქტივებს, რომლების გადაყვანა ნაღდ ფულზე ადვილად ხორციელდება. ბანკომატების და სადებეტო ბარათების გამოჩენა, საბანკო ანგარიშები M1-ს მიეკუთვნა, ვინაიდან მათ მეშვეობით ადვილად ხტება ფულის განაღდება. M1 არ შეიცავს „კვაზიფულს“.

M2 წარმოადგენს იმ ფულად მასას, რომელიც შეიცავს ყველა ელემენტს, მათ შორის „კვაზიფულს“. „კვაზიფული“ ეს ფულადი სახსრებია, რომელიც იმყოფება შემნახველ ანგარიშებზე. მათ გადაყვანა ფულზე ადვილია, მაგრამ არ გამოიყენება გაცვლით ოპერაციებში, ვინაიდან ნაკლებად ლიკვიდურია. M2 უფრო ფართო კვალიფკაციას წარმოადგენს ვიდრე M1. M2 ფულადი მასის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან თანამედროვე ეკონომიკაში იყენებენ ნაღდ ფულად სახსრების გადარიცხვას სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს შორის. M1 და  M2 ურთიერთკავშირში არიან. ფულადი ტრანსფერი შეიძლება შედგეს ანგარიშებს შორის (M2) და მის განაღდება ბანხორციელდეს მიმღების მიერ (M1).

ფულადი მასა M3 შეიცავს M2-ის ყველა კომპონენტს, აგრეთვე გრძელვადიან დეპოზიტებს, ფულადი ბაზრის ინსტიტუციონალურ ფონდებს და სხვა მსხვილ ლიკვიდურ აქტივებს. სხვა ფულად მასებისგან განსხვავებით M3 შეიცავ ნაკლებად ლიკვიდურ აქტივებს. M3 წარმოადგენს უფრო ფართო მაჩვენებელს, რომელიც ხაზს უსმევს ფულის როლს, როგორც ინვესტირების და არა როგორც გაცვლით სახსრებს. ამგვარად, ფულადი მასების ტიპიური ანგარიში შეიცავს ყველა  M1, M2 M3 მაჩვენებლებს.

გამოქვეყნების დრო

ანგარიში ქვეყნდება ყოველ ხუთშაბათს 16:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია ფედერალური სარეზერვო ბანკის საიტზე.

 

მონაცემების ინტერპრეტირება

ფულად მასებს თვალყურს ადევნებენ ეკონომისტები, ხოლო ცენტრალური ბანკები მათ გათვალისწინებით აწყობენ თავიანთ პოლიტიკას. ცენტრალური ბანკი, მონაცემებზე დაყრდნობით, იღებს  ბრუნვაში ფულადი სახსრების გაზრდის ან შემცირების გადაწყვეტილებას, ინფლაციის ან დეფლაციის გასაკონტროლებლად. ეს მონაცემი  კორელირებს საპროცენტო განაკვეთთან. ფულადი სახსრების ზრდა იწვევს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც ისახება ინვესტიციების ზრდაზე და მომხმარებლის შემოსავლის მატებაზე, რაც ახტენს სამომხმარებლო ხარჯების სტიმულირებას. კომპანიები ზრდიან წარმოებას, როცა ფულადი მასა, კერძოთ M3, იზრდება. წარმოების ზრდა იწვევს მოთხოვნას მუშა ხელზე, შედეგათ იზრდება დასაქმება.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ფულადი მასები არ ახტენენ დიდ გავლენას ბაზარზე, ამ ანგარიშის მეშვეობით  შესაძლებელია ცენტრალური ბანკების პოლიტიკის განსაზღვრა.

Institute For Supply Management (ISM)

საქმიანი აქტიურობის ინდექსი ( ყოფილი Namp index)

ის წარმოადგენს სამეწარმეო სფეროში შესყიდვების მენეჯერების გამოკითხვის შედეგებს. ამ ინდექსს იყენებენ სამეწარმეო სფეროში ახალი შეკვეთების, სამრეწველო წარმოების მოცულობის, დასქმების, სასაქონლო მარაგების და მომწოდებლების მუშაობის სიჩქარის  შესაფასებლად. ინდექსის გამოთვლის დროს არ ითვალისწინებენ კალიფორნიის შტატს. ვინაიდან სამრეწველო წარმოების მოცულობა არ წარმოადგენს სამომხმარებლო მოთხოვნის ავტომატურ წყაროს, ამ ინდიკატორს სიფრთხილით უდგებიან. მისი მონაცემები ქვეყნდება თვის ყოველ ბიზნეს-დღეს 10:00 EST (ნიუ-იორქი). ახტენს შეზღუდულ გავლენას ბაზარზე. ინდექსის ზრდას, დოლარის კურსის ზრდა მოჰყვება.

Atlanta Fed Index

ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკის (FRB) საქმიანი აქტიურობის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

დაახლოვებით, ყოველი თვის მე-12 დღე

გამოქვეყნების დრო:

09:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

მონაცემები:

წარმოადგენს სამეწარმეო აქტიურობის მონაცემებს შესაბამის შტატებში

აქვეყნებს:

რეგიონალური ეკონომიკური საინფორმაციო ქსელი

 

ატლანტის FRB-ს აქტიურობის ყოველთვიურ ანგარიშია, რომელიც ასახავენ აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთში განლაგებულ მეწარმე კომპიანიების აქტიურობას. ინდექსი, აგრეთვე ცნობილია, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთის სამეწარმეო ანგარიში (Southeastern Manufacturing Survey), ან ატლანტის რეგიონალური სამეწარმეო ინდექსი (Atlanta Regional Production Index). ატლანტის FRB-ს აქტიურობის ანგარიში ასახავს ნაწილობრივ, ტენესის, ლუიზიანას და მისსისიპის წარმოების, მიწოდების მიმდინარე და მოსალოდნელ მონაცემებს. გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემები არ შეიცავენ ალაბამას, ჯორჯიას და ფლორიდის შტატების მზა პროდუქცის, დასაქმების, ნედლეულის ფასების და ახალი შეკვეთების მონაცემებს.

FRB-ს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებებს შორის ატლანტის საქმიანი აქტიურობის ინდექსი იწვევს შედარებით დიდ ინტერესს ტრეიდერებში და განიხილება, როგორც დამუშავებით წარმოებაში მნიშვნელოვან მაჩვენებლად ზემოთ ჩამოთვლილ შტატებში. ვინაიდან აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს ქვეყნის მძლავრი საწარმოების დიდი ნაწილი.

გამოქვეყნების დრო

 

ატლანტის FRB-ს აქტიურობის ანგარიში გამოდის ყოველთვიურად და მოიცავს გარკვეული შტატების წინა თვის სამრეწველო წარმოების მონაცემებს. ქვეყნდება დაახლოვებით, ყოველი თვის მე-12 დღეს, 09:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ანგარიშის მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკის რეგიონალური ეკონომიკური საინფორმაციო ქსელის გვერდზე (REIN).

მონაცემების ინტერპრეტირება

ინდექსის გამოსატვლელად, ატლანტის ფედერალური სარეზერვო ბანკი სხვა მონაცემებთან ერთად აგრეთვე იყენებს,სამხრეთ-აღმოსავლეთის სამეწარმეო სფეროს შესყიდვების მენეჯერების ინდექსს (PMI), რომელსაც აქვეყნებს კენნესოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომეტრიული ცენტრი. PMI-ის საბაზისო მნიშვნელია 50. 50-ზე მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ზრდას დამუშავებით წარმოებაში 6 შტატში. 50-ზე დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს კლებაზე.

ატლანტის FRB-ს აქტიურობის ინდექსის საბაზისო მნიშვლი არის 0. დადებითი მაჩვენებელი ( ანუ 0-ზე მაღალი) მიუთითებს წარმოების აქტიურობაზე აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთში. ხოლო ო-ზე დაბალი მაჩვენებელი წარმოების აქტიურობის კლებაზე მეტყველებს. ინდიკატორს არა აქვს დიდი გავლენა ბაზარზე, ვინაიდან მის გამოქვეყნების დროს, თვის შუა რიცხვებში, ქვეყნდება სამეწარმეო აქტიურობის უფრო მნიშვნელოვანი მონაცემები ( მაგალითად, შესყიდვების მენეჯერების აქტიურობის ინდექსი Nationwide ან Ivey).

დასკვნა

წარმოების ზრდა მეტყველებს ეკონომიკის გაძლიერებაზე, სამომხმარებლო ხარჯების და სამუშაო ადგილების მატებაზე. ამიტომ,  ატლანტის FRB-ს აქტიურობის ინდექსი სხვა მონაცემებთან ერთად გამოიყენება უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორის - არასასოფლო სამეურნეო სფეროში დასქმების ინდიკატორის პერსპექტივების განსაზღვრელად.

Average Workweek

სამუშაო კვირის საშუალო ხანგრძლივობა

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის პირველ პარასკევს

გამოქვეყნების დრო:

09:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

სამუშაო კვირის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყნდება აშშ-ს შრომის სტატისტიკის მიერ და ასახავს მუშა ხელზე ხარჯების ინფლაციას და შრომის ბაზრის კონკურენტუნნარიანობას მთლიანობაში.

სამუშაო კვირის საშუალო ხანგრძლივობა ასახავს კომერციული ფირმების ყველა თანამშრომლის (სოფლის მეურნეობის სექტორის გარდა) კვირის საშუალო სამუშაო საათების რიცხვს. მონაცემები ჯგუფდება ეკონომიკის სფეროების მიხედვით, შემდგომ გამოითვლება ჯგუფების საშუალო მონაცემი.

გამოქვეყნების დრო

ინდიკატორი ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის პირველ პარასკევს, 09:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით, როგორც დასსაქმების მონაცემების პაკეტის ნაწილი, რომელიც, აგრეთვე შეიცავს დასაქმების ცვლილების ინდიკატორს (Non-Farm employment change), უმუშევრობის დონეს და საშუალო საათობრივი ხელფასის ანგარიშს. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს გვერდზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

სამუშაო კვირის საშუალო ხანგრძლივობის ანგარიში მნიშვნელოვანია ისეთი ინდიკატორების პერსპექტივების განსაზღვრელად, როგორიცაა სამრეწველო წარმოება და პირადი შემოსავლები. აგრეთვე ანგარიში შრომის ბაზრის პირობების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სამუშაო კვირის ზრდა ბიზნეს ციკლის დასაწყისში იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა დამსაქმებლებმა გაზარდონ სამუშაო ადგილები, ხოლო ბიზნეს ციკლის ბოლოს გაზრდილი სამუშაო კვირა იმის ინდიკატორია, რომ დამსაქმებლები ვაკანტურ პოზიციებზე კადრების ძიებაში სირთულეებს განიცდიან.

დასკვნა

134 ქვეყანაში სამუშაო კვირის ხანგრძლივობა ფიქსირებულია. ამერიკის შეერთებული შტატები - ერთერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც სამუშაო კვირის ხანგრძლივობა არარი ფიქსირებული, ამიტომ აშშ-ს ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საშუალება იმუშაონ კვირაში საათების ნებისმიერი რაოდენობა. ამგვარად, ანგარიში მნიშვნელოვანია  კვირის სამუშაო საათების ფაქტიურ მონაცემების განსაზღვრელად, რაც გამოიყენება სხვა სტატისტიკური მონაცემების ანალიზისთვის.

Beige Book

ჩალის წიგნი

გამოქვეყნების თარიღი:

ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის სხდომამდე ორი კვირით ადრე

გამოქვეყნების დრო:

15:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი

 

ჩლის წიგნი არის ანგარიში, რომელსაც აქვეყნებს ღია ბაზარზე ოპერაციებისკომიტეტი, მას სხვანაირად მიმდინარე ეკონომიკური პირობებეის ანგარიშს უწოდებენ.

ჩალის წიგნი წარმოადგენს 12 ოლქის ეკონომიკური პირობების არაოფიციალურ ანგარიშების პაკეტს, რომლებსაც წარადგენს 12 ფედერალური სარეზერვო  ბანკი. ამ ოლქებს მიეკუთვნებიან: ნიუ-იორკი, ფილადელფია, ჩიკაგო, კანზას-სიტი, ბოსტონი, კლივლენდი, რიჩმონდი, ატლანტა, სენტ-ლუისი, მინნეაპოლისი, სან-ფრანცისკო და დალასი.

ანგარიშს წარადგენს ფედერალური რეზერვის ერთერთი რეგიონალური ბანკი და შეიცავს ბანკების და მათი ფილიალების მონაცემებს, ეკონომისტების, ბიზნესის სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლების და ბაზრის ექსპერტების ინტერვიუებს. ამგვარად, ჩალის წიგნში წარდგენილია ყოველი ოლქის და რეგიონის საერთო ინფორმაცია.

გამოქვეყნების დრო

ჩალის წიგნი, როგორც წესი ქვეყნდება წელიწადში 8 ჯერ, ფედერალური სარეზერვო ბანკის ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) სხდომამდე ორი კვირით ადრე. მონაცემების ნახვა შესაძლებელია ფედერალური სარეზერვო ბანკის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ანგარიშ ჩალის წიგნის ინტერპრეტირება ხტება მაში წარდგენილი ინფორმაციის საერთო განწყობის საფუძველზე. ამგვარად, ქორისებული განწყობა მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ან საპროცენტო განაკვეთის ზრდას ვარაუდობს, ხოლო მტრედისებული განწყობა, პირიქით, რბილ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე და საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მეტყველებს.

როგორც წესი, ანგარიშში განიხილება ყველა ოლქის შემდეგი ეკონომიკური პირობები და საქმიანობა:

  • მოთხოვნა არასაფინანსო მომსახურებაზე
  • საბანკო და საფინანსო მომსახურება
  • საცალო გაყიდვები
  • კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონება
  • სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ბუნებრივი რესურსები
  • ტურიზმის და მოგზაურობის ხარჯები
  • სამომხმარებლო ხარჯები
  • წარმოება დამუშავებით მრეწველობაში
  • დასაქმება, ხელფასი და ფასები
  • სხვა საქმიანი აქტიურობ

ამგვარად, გროვდება ინფორმაცია ყველა ოლქიდან და ხტება დასკბნის გამოტანა ყველა ოლქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ზრდის ტემპებზე.

ჩალის წიგნი ახტენს ზომიერ გავლენას ბაზარზე. ის არარი ფუნდამენტალური ინდიკატორი, მაგრამ მის გამოყენება შეიძლება ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის მომავალი კურსის განსაზღვრელად.

დასკვნა

ჩალის წიგნი გამოიყენება ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის მიერ საპროცენტო განაკვეთის დადგენის გადაწყვეტილების მიღებისთვის. კომიტეტი, აგრეთვე ღებულობს ორ ანგარიშს - მწვანე წიგნს და ცისფერ წიგნს, რომლების მონაცემები არ ქვეყნდება. ზუსტად, ამ წიგნების მონაცემები ახტენენ საკვანძო გავლენას FOMC-ის გადწყვეტილებებზე.

Building Permits

მშენებლობის ნებართვები

კანადის შრომის ნებართვების ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

09:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

კანადის სტატისტიკის სამსახური

ანგარიშის ამერიკული ვერსია

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 17 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

კანადის და აშშ-ს მშენებლობის ნებართვების ინდექსი ასახავს მშენებლობაზე ახალი ნებართვების საერთო ღირებულების ცვლილებას. აშშ-ში ანგარიშს აქვეყნებს მოსახლეობის აღრიცხვის ბიურო, კანადაში - სტატისტიკის სამსახური.

გამოქვეყნების დრო

მშენებლობის ნებართვების კანადური ინდექსი გამოდის ყოველთვიურად,  თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ, 09:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია კანადის სტატისტიკის სამსახურის საიტზე.

აშშ-ს მშენებლობის ნებართვების ინდექსი გამოდის ყოველთვიურად, საანგარიშო თვის დასრულებიდან 17 დღის შემდეგ, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგები ითვლება ერთწლიან ფორმატში, ანუ მონაცემები მრავლდება 12-ზე. აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე შესაძლებელია შედეგების ნახვა.

მონაცემების ინტერპრეტირება

მშენებლობის ნებართვები - სამშენებლო სფეროს პერსპექტივების და მთლიანად უძრავი ქონების ბაზარის კარგი მაჩვენებელია. ინდიკაატორს აქვს ძლიერი გავლენა ბაზარზე. ინდექსის ზრდა დადებითი მაჩვენებელია ქვეყნის ვალუტისთვის, ხოლო კლება - ნეგატიურ ფაქტორად ითვლება.

დასკვნა

მშენებლობის ინდუსტრიაში დასაქმებულია 22 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, დაწყებული არქიტექტორებიდან, დაამთავრებული მშენებლებით, კალატოზებით, დურგლებით, სანტექნიკოსებით, ინტერიერის დიზაინერებით, იპოთეკური ბროკერებით, ბანკირებით და სხვა. 2008 წელს იპოთეკური კრიზისი, რომელიც გახტა მსოფლიო ფინანსური კრახის მიზეზი, იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სფერო.  ამგვარად ბაზარი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ყველა მონაცემს დაკავშირებული მშენებლობასთან და საერთოდ, უძრავ ქონებასთან.

Business Inventories

სამეწარმეო საქონლის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგები საწყობებში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 45 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

სამეწარმეო საქონლის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგები საწყობებში ქვეყნდება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ და ასახავს მეწარმეების, საცალო და საბითუმო მოვაჭრეების საწყობებში საქონლის საერთო ღირებულების ცვლილებას (დოლარში).

თუ ამ მაჩვენებელს განვიხილავთ გაყიდვების ინდექსთან ერთად, მაშინ შესაძლებელია სამეწარმმეო აქტიურობის მოკლევადიან პერსპექტივების განსაზღვრა.

გამოქვეყნების დრო

სამეწარმეო საქონლის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგები საწყობებში ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 45 დღის შემდეგ, 11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსის შედეგების ნახვა შეიძლება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ნათელია, რომ, თუ საწყობებში უფრო მეტი საქონელია ვიდრე მოთხოვნა, ეს არც თუ ისე კარგი ფაქტორია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმიანი აქტიურობა დაბალია, ხოლო სამომხმარებლო მოთხოვნა საქონელზე იკლებს. ამგვარად, ინდიკატორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს აშშ-ს სამომხმარებლო ხარჯების განსაზღვრელად. აგრეთვე, ინდიკატორი იძლევა  საწარმოების მომავალი ხარჯების განსაზღვრის საშუალებას.

თუ ინდექსი მოსალოდნელზე დაბალია ეს დადებითად აისახება დოლარის კურსზე, ხოლო მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი ნეგატიური ფაქტორია აშშ-ს ვალუტისთვის.

ინდიკატორი ზომიერ გავლენას ახტენს ბაზარზე და გამოიყენება, უფრო, მომხმარებლების განწყობის, სამომხმარებლო ხარჯების, საცალო გაყიდვების პერსპექტივების და წარმოების განსაზღვრელად

დასკვნა

ინდექსის შედეგები ქვეყნდება შემდეგ ცხრილებში:

  1. გაყიდვების დონის და საწარმოების, აგრეთვე საცალო და საბიტუმო მოვაჭრეების მარაგების, ყოველთვიური შეფასება
  2. მეწარმეების, საცალო და საბითუმო მოვაჭრეების მარაგების და გაყიდვების საპროცენტო ცვლილება
  3. საწყობებში მარაგების, საცალო გაყიდვების ყოველთვიური შეფასება, გაყიდვების და მარეგების შეფარდება ბიზნესის სფეროების მიხედვით.

Chicago Pmi Index

ჩიკაგოს მენეჯერების ასოციაციის საქმიანი აქტიურობის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, მიმდინარე თვის ბოლო დღე, ასახავს მიმდინარე თვის მონაცემებს

გამოქვეყნების დრო:

09:45 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

MNI Deutsche Borse Group

 

ჩიკაგოს მენეჯერების ასოციაციის საქმიანი აქტიურობის ინდექსს აქვეყნებს MNI Deutsche Borse Group, და ასახავს საქმიან აქტიურობას  სამეწარმეო და არასამეწარმეო სექტორებში, ჩიკაგოს ოლქში. მონაცემი ასახავს ბიზნესის წარმოების ტენდეციას აშშ-ს მთელ ტერიტორიიაზე. ეს დიფუზური ინდექსია, რომელიც დაფუძნებულია ჩიკაგოს რეგიონში 200 შესყიდვების მენეჯერის გამოკითხვის შედეგებზე. სვანაირად, ინდიკატორს ჩიკაგოს ბიზნეს-ბარომეტრს უწოდებენ.

გამოკითხვისას მენეჯერებს სთავაზობენ ბიზნესის წარმოების პირობების - ახალი შეკვეთების, დასაქმების, წარმოების, ფასების, მომარაგების და მატერიალური მარაგების შეფასებას.

ჩიკაგოში შეინიშნება აქტიური სამეწარმეო საქმიანობა. აქ, აგრეთვე, განლაგებულია უმსხვილესი სასაქონლო ბაზრები და აშშ-ს სავალუტო ბირჟა, რაც აშშ-ს ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

გამოქვეყნების დრო

ჩიკაგოს მენეჯერების ასოციაციის საქმიანი აქტიურობის ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, მიმდინარე თვის ბოლო დღეს, 09:45 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ამ რელიზზე ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია MNI Deutsche Borse Group-ის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ინდიკატორის საბაზისო მონაცემი 50,0 - ია. უფრო მაღალი შედეგი გაფართოვებაზე მეტყველებს და ეს დადებითი მაჩვენებელია დოლარისთვის, ხოლო დაბალი - შეემცირებაზე, რაც უარყოფითია აშშ-ს ეროვნულ ვალუტისთვის.

დასკვნა

ვინაიდან ჩიკგოს რეგიონი ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ს ეკონომიკისთვის ჩიკაგოს მენეჯერების ასოციაციის საქმიანი აქტიურობის ინდექსი ითვლება ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის წინსწრებ ინდიკატორად. საწარმოების უმეტესობა, როგორც წესი სწრაფად რეაგირებს საბაზრო პირობების ცვლილებაზე, ამიტომ ითვლება, რომ მათი შესყიდვების მენეჯერები უზრუნველყოფენ მათ მეტად აქტუალური ინფორმაციით აშშ-ს ეკონომიკაზე.

Construction Spending

მშენებლობის ხარჯები

გამოქვეყნების თარიღი:

ახალი თვის პირველი კვირა, წინა ანგარიშიდან 30 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

მშენებლობის ხარჯების ინდექსს აქვეყნებს აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო და ასახავს სამშენებლო პროექტების ხარჯების ცვლილებას, მოცემული თვის განმავლობაში.

მონაცემები შეიცავენ სამშენებლო სამუშაოებს, რომლებსაც ახორციელებენ სამშენებლო კომპანიები თვის განმავლობაში, ახალ და უკვე არსებულ სამშენებლო მოედნებზე. ანგარიშში ასახულია შრომის ანაზღაურების, სამშენებლო მასალების, არქიტექტურული ვიზუალიზაციის, საინჟინრო სამუშაოების და ზედნადები ხარჯები, აგრეთვე მშენებლობის დროს მოსაკრებლები და გადასახადები.

მონაცემების შეგროვება იწყება თვის პირველი რიცხვიდან და გრძელდება სამი კვირა. წარდგენილი მონაცემები ასახავენ აქტიურობას, რომელსაც ჰქონდა ადგილი წინა კალენდარული თვის განმავლობაში.

გამოქვეყნების დრო

მშენებლობის ხარჯების ინდექსი გამოდის თვის პირველ კვირას, წინა ანგარიშიდან 30 დღის შემდეგ, 11:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. რელიზზე ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს გვერდზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ვაჭრობაზე ანგარიშის გავლენა მინიმალურია. მაგრამ ანგარიში შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას მშენებლობის სფეროში სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების განსაზღვრელად.

დასკვნა

ვინაიდან ანგარიშში ცალ-ცალკეა ასახული მშენებლობაზე სახელმწიფო და კერძო სექტორის  ხარჯები, ინვესტორებს აქვთ საშუალება თვალყური ადევნონ სამშენებლო პროექტების  ხარჯების ტენდენციას ეკონომიკის ორივე სექტორში.

Consumer Credit

სამომხმარებლო კრედიტები

გამოქვეყნების თარიღი:

თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

16:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ფედერალური სარეზერვო სამსახური

 

სამომხმარებლო კრედიტების ინდიკატორს აქვეყნებს ფედერალური სარეზერვო სამსახური, რომელიც ასახავს გაცემული სამომხმარებლო კრედიტების საერთო ღირებულებას, რომელიც იტვალისწინებს ნაწილობრივ შენატანებს.

სამომხმარებლო კრედიტი აჩვენებს ამერიკელების  მიერ საკრედიტო ბარათების მეშვეობით საკრედიტო სისტემის გამოყენების მოცულობას, აგრეთვე პერსონალურ კრედიტებს და განვადებით შესყიდვებს და არი სამომხმარებლო მოთხოვნების ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს საკრედიტო სისტემის გამოყენების დონეს ქვეყანაში.

გამოქვეყნების დრო

სამომხმარებლო კრედიტების ანგარიში ქვეყნდება თვის დასრულებიდან 35 დღის შემდეგ, 16:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. რელიზზე ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ფედერალური რეზერვის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

სამომხმარებლო კრედიტების ანგარიში არ ახტენს დიდ გავლენას ბაზარზე, მაგრამ მის გამოყენება შესაძლებელია სამომხმარებლო ხარჯების განსაზღვრელად.

სამომხმარებლო კრედიტი პირდაპირ კავშიშია სამომხმარებლო ხარჯებთან და მომხმარებლების ნდობასთან. სამომხმარებლო კრედიტების ზრდა, კრედიტორების აქტიურობის და კრედიტების გაცემის მზაობის მანიშნებელია. მომხმარებლებს, თავის მხრივ, აქვთ სატბილური ფინანსური მდგომარეობა, დარწმუნებულნი არიან თავიანთ კრედიტუნარიანობაში და მზად არინ ფულის დასახარჯათ. ეს უსათუოდ დადებითი სცენარია USD-ს თვის. და პირიქით, თუ სამომხმარებლო კრედიტის ინდექსი დაბალია, ეს ნეგატიური ფაქტორია დოლარისთვის.

დასკვნა

მიუხედავათ იმისა, რომ სამომხმარებლო კრედიტების ინდექსი არ ახტენს დიდ გავლენას ბაზარზე, მას იყენებენ სამომხმარებლო ნდობის ინდექსის განსაზღვრელად, რომელსაც ძლიერი გავლენა გააჩნია ბაზარზე და რომელიც ქვეყნდება მოგვიანებით.

Current Account (Balance Of Pauments)

გადხტების ბალანსი

გამოქვეყნების თარიღი:

სამ თვეში ერთხელ (დეკემბერი, მარტი, იბნისი, სექტემბერი), თვის შუა რიცხვებში

გამოქვეყნების დრო:

09:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ეკონომიკური ანალიზის ბიურო

 

გადხტების ბალანსი ყოველკვარტალური ანგარიშია, რომელსაც აქვეყნებს ეკონომიკური ანალიზის ბიურო. ანგარიშს, აგრეთვე საერთაშორისო ტრანზაქციების ბალანსს უწოდებენ. ანგარიშში წარდგენილია სხვაობა იმპორტირებულ და ექსპორტირებულ საქონლების ღირებულებებს შორის, აგრეთვე მომსახურების, შემოსავლების  და ცალმხრივ ფულად გზავნილების მონაცემებს.

გადახტების ბალანსის მდგომარეობა შეიძლება იყოს დადებითი (პროფიციტი) ან უარყოფითი (დეფიციტი). კომპონენტები რომლებიც განიხილება ანგარიშის შედგენისას, შემდეგია: საქონელი, მომსახურება და მიმდინარე ფულადი გზავნილები.

გამოქვეყნების დრო

გადხტების ბალანსი გამოდის სამ თვეში ერთხელ (დეკემბერი, მარტი, იბნისი, სექტემბერი), თვის შუა რიცხვებში, 09:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ეკონომიკური ანალიზის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

გადხტების ბალანსის ანგარიში ახტენს ზომიერ გავლენას ბაზარზე. როგორც წესი, ანგარიში გამოდის სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსთან ერთდროულად, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ვაჭრობაზე. ამიტომ ტრეიდერები ყურადღებას ამახვილებენ უფრო მნიშვნელოვან რელიზზე.

დასკვნა

ვაჭრობა ამ რელიზზე არარი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად განსხვავდება ფაქტიური მონაცემები მოსალოდნელ მონაცემების გან, არამეტ იმაზე, თუ რაზე მიუთითებს ბალანსის პროფიციტი ან დეფიციტი. დეფიციტი ყოველთვის არარი ნეგატიური ფაქტორი, მაგალითად იმ შემთხვევებში, როცა შემოსული თანხები იხარჯება საკვანძო სფეროების ინვესტირებაზე.

Existing Home Sales

ადრე აშენებული გაყიდული სახლების რაოდენობა

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 20 დრის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

11:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

საცხობრებელი ფართის მეორად ბაზარზე გაყიდვები არის ყოველთვიოური ანგარიში, რომელსაც აქვეყნებს აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო და ასახვს გაყიდული საცხოვრებელი ფართის რაოდენობას მეორად ბაზარზე (ანუ, არა ახალი აშენებული).

გამოქვეყნების დრო

საცხობრებელი ფართის მეორად ბაზარზე გაყიდვების ინდექსი გამოდის ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 20 დრის შემდეგ, 11:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსზე ინფორმაციის ნახვა შეიძლება აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საცხობრებელი ფართის მეორად ბაზარზე ახტენს დიდ გავლენას ბაზარზე. ფინანსური კრიზისის მერე, ეკონომიკის ეს სექტორი ტრეიდერების განსაკუთრებულ ყურადღების ქვეშ იმყოფება.

უძრავი ქონების სექტორი სამუშაო ადგილების მსხვილი მომწოდებელია აშშ-ს შრომის ბაზარზე. მეორადი სახლების ახალ მფლობელებისთვის გადცემამდე, როგორც წესი, სახლს არემონტებენ, შედეგად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აქედან გამომდინარე, მაღალი მაჩვენებლები აშშ დოლარისთვის პოზიტიური მაჩვენებელია, ხოლო დაბალ მონაცემები - ნეგატიური.

დასკვნა

მნიშვნელოვანია ინდექსის მონაცემების განხილვა დინამიკაში. რიელტერების ეროვნული ასოციაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფაქტს.

Export Prices

საექსპორტო ფასები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის შუა რიცხვებში

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

მუშა ხელოის ღირებულების ინდექსს აქვეყნებს აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო და ასახავს საექსპორტო საქონელზე ფასების ცვლილებას. ანგარიშს, აგრეთვე, საექსპორტო ფასს უწოდებენ.

საექსპორტო ფასების მაჩვენებელი შეიცავს ყველა ექსპორტირებულ საქონლის და ამერიკის მოქალაქეების და კომპანიების მიერ უცხოელებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულებას. მონაცემებს, ჩვეულებრივ ღებულობენ ამერიკელი ექსპპერტებისგამოკითხვის საფუძველზე, კონფედენციალური ფორმით. დასაანგარიშებლად გამოყენებული საექსპორტო საქონლის ინფორმაციას იღებენ ორ წყაროდან:

  1. კანადაში ექსპორტის მონაცემებს აწვდის კანადის საბაჟო სამსახური
  2. დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებულ საქონლის მონაცემებს აწვდის აშშ-ს მოსახლეობის აღწერისბიურო.

გაწეულ მომსახურების მონაცემებს აგროვებენ და ანგარიშობენ ცალ-ცალკე კატეგორიების მიხედვით.

გამოქვეყნების დრო

საექსპორტო ფასების ინდექსი გამოდის ყოველთვიურად, თვის შუა რიცხვებში, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსზე ინფორმაციის ნახვა შეიძლება აშშ-ს შრომის სტატისტიკის გვერდზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საექსპორტო ფასები ზომიერ გავლენას ახტენენ ბაზარზე. ანგარიში ინფლაციის სამთავრობო პაკეტის შემადგენელი ნაწილია.

საექსპორტო ფასების ზრდა, პოზიტიური ფაქტორია დოლარისთვის, ვინაიდან იზრდება კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში, რაც განიხილება, როგორც ეკონომიკის ზრდის კატალიზატორი. საექსპორტო ფასების კლებას მოჰყვება ქვეყნის შემოსავლების შემცირება, შესაბამისათ ეს ნეგატიურად ისახება დოლარზე.

ამ ინდიკატორის გამოსვლაზე ვაჭრობა მიზანშეწონილი არარი, ვინაიდან ის არ ახტენს ძლიერ გავლენას ბაზარზე. მაგრამ, სესაძლებელია მისი გამოყენება წინსწრებ ინდიკატორად, სავაჭრო ბალანსის პერსპექტივების განსაზღვრელად.

დასკვნა

საექსპორტო  ფასების ინდექსი გამოდის ერთდროულად იმპორტის ფასებთან ერთად.

Help-Wanted Index

საჭირო თანამშრობლების რაოდენობის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათი

გამოქვეყნების დრო:

10:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

The Conference Board

 

საჭირო თანამშრობლების რაოდენობის ინდექსი შრომის ბაზარის ინდიკატორია, რომელიც თვალყურს ადევნებს  ვაკანსიებზე გამოქვეყნებულ განცხადებებს, რამოდენიმე სექტორში: სატრანსპორტო, ჯანდაცვა, კვების მრეწველობა, სამშენებლო და სხვა. აგრეთვე, სწავლობს  მუშა ხელზე მოთხოვნის და წინადადების სიტუაციას აშშ-ს 50 შტატში.

გამოქვეყნების დრო

ანგარიშს აქვეყნებს The Conference Board – ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს, 10:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსზე ინფორმაციის ნახვა შეიძლება The Conference Board - ის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საჭირო თანამშრობლების რაოდენობის ინდექსი, როგორც წესი, არ ქვეყნდება ფორექსის ეკონომიკური მოვლენების კალენდარში, ამიტომ მას იყენებენ სხვა ინდექსების განსაზღვრელად : დასაქმება არასასოფლო სამეურნეოში, განაცხადები უმუშევრობის შემწეობაზე, მშპ-ს მონაცემები.

საჭირო თანამშრობლების რაოდენობის ინდიკატორი, ასახავს ხანმოკლე ასპექტში სამსახურის პოვნის ალბათობას. როცა დიდი ხნის მანძილზე არ ხტება ვაკანსიებზე განცხადებების განახლება - ეს დასაქმების შესუსტების წინსწრები მინიშნებაა, რაც ეკონომიკური აქტიურობის შესუსტებაზე მეტყველებს.

დასკვნა

საჭირო თანამშრობლების რაოდენობის ინდექსი,  უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების ინდექსის უკუპროპორციულია. ვაკანსიებზე განაცხადების ზრდა იწვევს უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების კლებას, რაც, თავის მხრივ, მშპ-ს ზრდის საფუძველია.

Housing Starts

ახალი საცხოვრებელი ფართების მშენებლობა

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 17 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

აშშ-ს ახალი საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ინდექსს აქვეყნებს  აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო და ასახავს წინა თვის ახალი საცხოვრებელი ფართების მშენებლობის საერთო მოცულობას. ინდიკატორი ქვეყნდება ერთწლიანი ფორმატით (მონაცემი მრავლდება 12-ზე).

გამოქვეყნების დრო

ახალი საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან 17 დღის შემდეგ, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინდექსზე ინფორმაციის ნახვა შეიძლება აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ახალი საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ინდექსი ქვეყნდება მშენებლობაზე ნებართვების ანგარიშთნ ერთად, რომლის მონაცემებს უფრო ძლიერი გავლენა აქ ბაზარზე. ორივე ინდიკატორი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ახალი მშენებლობის დაწყებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ნებართვის აღება.

ინდიკატორი ამერიკის ეკონომიკის სიჯანსაღირ წინსწრები ინდიკატორია. მშენებლობის ინდუსტრიაში დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, დაწყებული არქიტექტორებიდან, დაამთავრებული მშენებლებით, კალატოზებით, დურგლებით, სანტექნიკოსებით, ინტერიერის დიზაინერებით, იპოთეკური ბროკერებით, ბანკირებით და სხვა. იტომ მშენებლობისმოცულობის ზრდა პოზიტიური ფაქტორია აშშ დოლარისთვის, ხოლო ინდექსის ვარდნა - ნეგატიური.

დასკვნა

მიუხედავათ იმისა, რომ ამ ინდიკატორით არ ვაჭრობენ, ის ითვლება აშშ-ს დასაქმების და საცხოვრებელი ფართის ბაზრის კარგ მაჩვენებელად.

Import Prices

იმპორტის ფასები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის შუა რიცხვებში

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

იმპორტის ფასებს აქვეყნრბს აშშ-ს სტატისტიკის ბიურო, ყოველთვიურად. ინდექსი ასახავს ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის ფასების ცვლილებას.

იმპორტის ფასების ინდექსი შეიცავს ყველა იმპორტირებულ საქონელს და მომსახურებას, რომელსაც ყიდულობენ ამერიკის რეზიდენტი პირები და კომპანიები. როგორც წესი გამოყოფენ საწვავის იმპორტს. სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებელ საქონელს და ხელოვნების ნიმუშებს ანგარიშში არ ითვალისწინებენ. ფასების მონაცემებს ადგენენ ამერიკელი იმპორტიორების გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც ინფორმაციას ნებაყოფლობით აწვდიან.  გამოკითხვისას გამოყენებულ კატეგორიების ნუსხას აწვდის აშშ-ს საბაჟო სამსახური.

მომსახურებაზე მონაცემებს აგროვეებენ ცალ-ცალკე  კატეგორიების მიხედვით, საანგარიშგებო პერიოდათ იღებენ ბოლო 12 თვეს. გარდა ამერიკელი იმპორტიორების გან მიღებული კონფედენციალური ინფორმაციისა, გამოიყენება მონაცემები მიღებული დამატებით წყაროებიდან.

გამოქვეყნების დრო

იმპორტის ფასების ანგარიში გამოდის ყოველთვიურად, თვის შუა რიცხვებში, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით.  ინფორმაციის ნახვა შეიძლება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

იმპორტის ფასების ინდექსი ზომიერ გავლენას ახტენს ბაზარზე. ინდიკატორი ინფლაციის მონაცემათა პაკეტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც აქვეყნებს მთავრობა, ამიტომ შეიძლება იქონიოს გავლენა მომხმარებელთა განწყობაზე და ბიზნესსე, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებულნი იმპორტზე.

იმპორტის ფასების ზრდა დადებით ფაქტორად ითვლება აშშ დოლარისთვის. იმპორტირებულ ნედლეულზე  ფასების ზრდა, რომელიც გამოიყენება წარმოებაში, შესაძლოა გამოიწვიოს ფასების მატება საბოლოო პროდუქციაზე, რაც პოზიტიური საინფლაციო სცენარია და შეიძლება საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვიოს. იმპორტის ფასის კლებას საპირისპირო ეფექტი გააჩნია ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე. ექსპორტის ფასებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს იმპორტის ფასებს.

Jobless Claims

განაცხადები უმუშევრობის შემწეობაზე

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველკვირეულად, კვირის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო

 

უმუშევრობის შემწეობაზე განცხადები ასახავენ უმუშევარ მოქალაქეებთა რიცხვს, რომლებმაც პირველად მიმართეს შემწეობაზე გასული კვირის განმავლობაში. მონაცემები გროვდება ყველა შტატიდან და ქვეყნდება ყოველკვირეულად.

მონაცემები შეიცავენ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეების განაცხადებს, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, სასაწყობე მეურნეობა, განათლება, სამშენებლო, სოფლის მეურნეობა, საწარმოები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა და საზოგადოებრივი კვებისსფერო.

გამოქვეყნების დრო

მონაცემები ქვეყნდება ყოველკვირეულად, კვირის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ინფორმაციის ნახვა შეიძლება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

გლობალური ფინანსური კრიზისის მერე, როცა აშშ-ში უმუშევრობის დონემ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია, ბაზარი დიდ ყურადღებას აქცევს ყველა მონაცემს. ამიტომ, უმუშევრობის შემწეობაზე განცხადების ინდექსი, დიდ გავლენას ახტენს ბაზარზე. ის აგრეთვე არის ეკონომიკური სიჯანსაღის დაგვიანებული ინდიკატორი, ვინაიდან დასაქმება პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ხარჯებთან. აშშ-ში, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეებს გააჩნიათ, უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადის შეტანის, უფლება, ამიტომ პირველადი განაცხადები ასახავენ უმუშევრად დარჩენილ ადამიანების რიცხვს.

უმუშევრობას, აგრეთვე დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ვინაიდან აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად აშშ-ს ფედერალური რეზერვი პირდაპირ მონაწილეობას იღებს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განვითარებაში, მიმართული უმუშევრობის შემცირებაზე.

საბაზრო პროგნოზზე დაბალი მაჩვენებელი დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის, ხოლო განაცხადების მაღალი მაჩვენებელი - ნეგატიური ფაქტორია.

Michigan Consumer Sentiment Index

მომხმარებლების განწყობის მიჩიგანის უნივერსიტეტის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, ანგარიშის პირველი ნაწილი გამოდის მიმდინარე თვის 10 რიცხვში, მეორე ნაწილი - მომდევნო თვის პირველ რიცხვში

აქვეყნებს:

მიჩიგანის უნივერსიიტეტი

 

სამომხმარებლო განწყობის ინდექსი წარმოადგენს მომხმარებლების ნდობის მიმოხილვას, რომელსაც აქვეყნებს მიჩიგანის უნივერსიტეტი. ის ასახავს მომხმარებლების მოლოდინებს ეკონომიკის მიმართ მთლიანობაში, კონკრეტულ პერიოდში. მიჩიგანის უნივერსიტეტი სწავლობს მომხმარებლების განწყობას, როგორც მოცემულ სიტუაციაში, აგრეთვე მომავალი ეკონომიკური პირობების მოლოდინებს.

გამოთვლისა საბაზისო ითვლება 1966 წელი, ხოლო საბაზისო დონე არის 100. პირველად ანგარიშის შესადგენათ გამოიყენება 300 მომხმარებლის გამოკითხვის შედეგი, ხოლო საბოლოო ანგარიშის დროს 500. ორივე შემთხვევაში გამოკითხვა ხორციელდება ტელეფონის მეშვეობით.

გამოქვეყნების დრო

მიჩიგანის სამომხმარებლო განწყობის ინდექსი გამოდის ორ ნაწილად. პირველადი ანგარიში ასახავს გამოკითხული მომხმარებლების 60% -ის შედეგს და ქვეყნდება მიმდინარე თვის 10 რიცხვში. მონაცემების მეორე სრული პაკეტი ქვეყნდება ახალი თვის პირველ რიცხვში და ასხავს წინა თვის შედეგებს. შედეგების ნახვა შესაძლებელია მიჩიგანის უნივერსიტეტის საიტზე.

 

 

 

 

 

 

მონაცემების ინტერპრეტირება

სამომხმარებლო განწრობის დონე პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ხარჯებთან. თუ მოლოდინები ეკონომიკის მიმართ პესიმისტურია, მომხმარებლები სავარაუდოთ შეამცირებენ თავიანთ ხარჯებს, რაც აისზხება ისეთ ეკინომიკურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა საცალო გაყიდვები და მშპ. ინდიკატორი ზომიერ გავლენას ახტენს ბაზარზე. მიზანშეწონილია ამ ინდიკატორის გამოყენება სამომხმარებლო ხარჯების და საცალო გაყიდვების ინდიკატორების პერსპექტივების განსაზღვრელად.

საბაზრო პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელი დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის, ხოლო  დაბალი მაჩვენებელი - ნეგატიური ფაქტორია.

ISM Services Index

საქმიანი აქტიურობის ინდექსი მომსახურების სფეროში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის მესამე სამუშაო დღეს

გამოქვეყნების დრო:

10:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

მიწოდების მართვის ინსტიტუტი (ISM)

 

საქმიანი აქტიურობის ინდექსს მომსახურების სფეროში აქვეყნებს მიწოდების მართვის ინსტიტუტი (ISM) და ასახავს ინდექსის დიფუზურ დონეს შესყიდვების მენეჯერების გამოკითხვის საფუძველზე, სამრეწველო წარმოების სექტორის გამოკლებით. გამოკითხვაში მონაწილეობს 400 რესპოდენტი, რომლებსაც სთავაზობენ  საქმიანი პირობების დონის შეფასებას, დასაქმების, წარმოების და მიწოდების მოცულობის, ახალი შეკვეთების, ფასების და მარაგების გათვალისწინებით. მონაცემები გროვდება ეკონომიკის დარგების და სექტორების მიხედვით. პასუხები ნაწილდება შემდეგ კატეგორიებათ:

  • სოფლის მეურნეობა
  • სატრანსპორტო და სასაწყობე მომსახურება
  • მშენებლობა
  • კომუნალური მომსახურება
  • კომპანიების მართვა
  • საბითუმო ვაჭრობა
  • ფინანსები და დაზღვევა
  • ხელოვნება და გართობა
  • საყოფაცხოვრებო და კვების მომსახურება
  • საცალო ვაჭრობა
  • სახელმწიფო მართველობა
  • ინფორმაცია
  • პროფესიონალური, მეცნიერ ტექნიკური მომსახურება
  • სამთო
  • განათლება
  • ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
  • უძრავი ქონება, იჯარა და ლიზინგი
  • სხვა მომსახურება

გამოქვეყნების დრო

საქმიანი აქტიურობის ინდექსი მომსახურების სფეროში გამოდის ყოველთვიურად, თვის მესამე სამუშაო დღეს, 10:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია  მიწოდების მართვის ინსტიტუტის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საქმიანი აქტიურობის ინდექსი ეკონომიკური სიჯანსაღის წინსწრები ინდიკატორია და ძლიერ გავლენას ახტენს ბაზარზე. საქმიანი სფერო სწრაფად რეაგირებს საბაზრო პირობების ცვლილებებზე, შესყიდვების მენეჯერებს კი ყველაზე მკაფიო წარმოდგენა აქვთ, თუ რა ეკონომიკურ პერსპექტივების მოლოდინშია კომპანია.

New Home Sales

ახალი საცხოვრებელი ფართის გაყიდვები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

10:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

ახალი საცხოვრებელი ფართის გაყიდვები ყოველთვიური ანგარიშია, რომელსაც აქვეყნებს აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო და ასახავს ერთი თვის განმავლობაში გაყიდული სახლების რაოდენობას ერთ ოჯახზე. მონაცემები ქვეყნდება ერთწლიან ფორმატში, ანუ მონაცემი მრავლდება 12-ზე.

 ანგარიშში ფიქსირდება ეროვნული და რეგიონაალური მონაცემები გაყიდული ან გაყიდვაზე გამოტანილი, ერთ ოჯახზე გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა. ანგარიში აგრეთვე ასახავს საშუალო ფასების ეროვნულ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს.

გამოქვეყნების დრო

ახალი საცხოვრებელი ფართის გაყიდვების ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ, 10:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ახალი საცხოვრებელი ფართის გაყიდვების ინდექსი ძლიერ გავლენას ახტენს ბაზარზე. 2006/2007 წლის უძრავი ქონების ბაზრის კოლაპსის შემდეგ, საცხოვრებელი ფართის სექტორის მონაცემები დიდ გავლენას ახტენენ ვაჭრობაზე და ახალი სახლების გაყიდვების ინდექსი არ წარმოადგენს გამონაკლისს. საბაზრო პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელი დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის, ხოლო  დაბალი მაჩვენებელი - ნეგატიური ფაქტორია.

Personal Income

პირადი შემოსავლები

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ

გამოქვეყნების დრო:

09:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ეკონომიკური ანალიზის ბიურო

 

პირადი შემოსავლების ინდიკატორს აქვეყნებს ეკონომიკური ანალიზის ბიურო და ასახავს მომხმარებლების, სვადასხვა წყაროებიდან მიღებული, საერთო შემოსავლების მოცულობის ცვლილებას. შემოსავლის წყაროთ ითვლება: სახელმწიფო ჩარიცხვები, ხელფასები, უმუშევრობის შემწეობა და სოციალური დაზღვევით სარგებლობა, უძრავი ქონების და დანადგრების იჯარა, გადასახადების დაბრუნება და სხვა.

გამოქვეყნების დრო

პირადი შემოსავლების ინდიკატორი გამოდის ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, 09:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. შედეგების ნახვა შესაძლებელია ეკონომიკური ანალიზის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

მოქალაქეების სემოსავლის ზრდა პირდაპირ ისახება მათ შესყიდვებზე. რაც უფრო სტაბილურია მათი სემოსავალი, სავარაუდოთ მით უფრო გაიზრდება სამომხმარებლო ხარჯები. ინდიკატორს სუსტი გავლენა აქვს ბაზარზე, მაგრამ მის გამოყენება შესაძლებელი როგორც წინსწრები ინდიკატორი უფრო გავლენიან ინდიკატორების პერსპექტივების განსაზღვრელად,  როგორებიცაა: სამომხმარებლო ხარჯები, ინფლაცია და საცალო გაყიდვები. საბაზრო პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელი დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის, ხოლო  დაბალი მაჩვენებელი - ნეგატიური ფაქტორია.

Personal Spending (Consumption)

პირადი ხარჯები

ინდექსი ასახავს მომხმარებლების ხარჯების ცვლილებას. ანგარიში გამოდის ყოველთვიურად 20 რიცხვის შემდეგ,  პირადი შემოსავლების ინდექსთან ერთდროულად. ინდექსი შეიცავს სამ კომპონენტს: გრძელვადიანი მოხმარების საქონლის, მოკლევადიანი საქონლის და მომსახურების ხარჯებს. მოკლევადიან და გრძელვადიან საქონლის ხარჯების ინფორმაციას იძლევა საცალო გაყიდვების ინდექსი(Retail Sales). ამიტომ ამ ინდიკატორის მონაცემები ხშირად პროგნოზირებადია. ამგვარად, მხოლოდ მკვეთრი განსვავება პროგნოზირებულ მონაცემებისგან შეიძლება ძლიერი გავლენა იქონიოს ბაზარზე. მონაცემების ზრდა დადებითი ფაქტორია დოლარისთვის, ხოლო კლება - უარყოფითი.

Philadelphia Fed Index

ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის მესამე ხუთშაბათს

გამოქვეყნების დრო:

10:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ფონდი

 

ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ინდექსი წარმოადგენს ფილადელფიის შტატის მეწარმეების ანგარიშს. გამოკითხვის მონაწილეები განსაზღვრავენ საერთო საქმიანი აქტიურობის მიმართულებას და შესაძლო ცვლილებებს. აგრეთვე ახტენენ სხვადასხვა ქარხანა-საწარმოების შეფასებას. შეფასებისა შეიცავს შემდეგ პარამეტრებს: დასაქმება, ახალი და შეუსრულებელი შეკვეთები, სამუშაო საათების რაოდენობა, მიწოდება და მიწოდების ვადები, მარაგები, გადახტილი თანხები და მოთხოვნილი ფასები. გამოკითხვაში მონაწილეობენ ფილადელფიის ოლქის 250 მეწარმე. რესპოდენტები აფასებენ ბიზნესის წარმოების პირობებს. განწყობის რეიტინგი, როგორც წესი, გამითვლება მიმდინარე თვის და წინა თვის მონაცემების შედარებით. შემდგომ ხტება მომავალი 6 თვის მოსალოდნელი პირობების შედარება წინა თვის მონაცემებთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოქვეყნების დრო

ანგარიში ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის მესამე ხუთშაბათს, 10:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ანგარიშის მონაცემები იდება ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ფონდის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

საქმიანი გარემო, როგორც წესი,  სწრაფად რეგირებს სავაჭრო პირობების ცვლილებაზე. ბიზნესის მფლობელების განწყობის ნებისმიერი ცვლილება და ეკონომიკური პირობების მოლოდინები გავლენას ახტენენ ეკონომიკური ღონისძიებების მიმართულებაზე, ისეთი როგორიცაა, წარმოების გაფართოვება, ახალი ინვესტიციები და ხელფასების გაზრდა.

ფილადელფიის ანგარში რეგიონალურ სარეზერვო სისტემებს შორის ყველაზე ადრე გამოდის, ამიტომ, ბაზრის მონაწილეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ამ ანგარიშს.

მონაცემები გამოითვლება საპროცენტო მონაცემების სხვაობით. საბაზისო ნიშნულია 0.0. ამგვარად, 0.0-ზე მაღალი მონაცემიგანიხილება, როგორც ეკონომიკური აღმავლობის და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ინდიკატორი, ამავე დროს, საბაზისო ნიშნულზე დაბალი მონაცემი, ეკონომიკური პირობების გაუარესებაზე მეტყველებს. საბაზრო პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელი დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის, ხოლო  დაბალი მაჩვენებელი - ნეგატიური ფაქტორია.

დასკვნა

ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო ბანკის საქმიანი აქტიურობის ანგარიში შეიცავს სამი შტატის მონაცემებს - ფილადელფია, ნიუ-ჯერსი, დელავერი. გამოკითხვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

Real Earnings (Real Average)

კვირის საშუალო ხელფასი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, თვის შუა რიცვებში

გამოქვეყნების დრო:

08:30 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

შრომის სტატისტიკის ბიურო

 

კვირის საშუალო ხელფასი ან რეალური შემოსავალი ქვეყნდება აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ და ასახავს აშშ-ს დასაქმებული მოქალაქეების ყოველკვირეული შემოსავლების ცვლილებას ინფლაციის გათვალისწინებით.

 

 

 

 

 

 

 

 

ანგარიში არის „დასაქმების მიმდინარე სტატისტიკ“-ის (CES) შემადგენელი ნაწილი, რაც დასაქმების, ხელფასების და სამუშაო ადგილების ყოველთვიურ მიმოხილვას წარმოადგენს. ზოგიერთი მონაცემი იდება სეზონური მერყეობის გათვალისწინებით, ამიტომ მათი გაანგარიშება ხტება წინა წლის შესაბამის თვის მონაცემებთან შედარებით.

რეალური შემოსავლის ანგარიში შეიცავს:

  • საწარმოს და არახელმძღვანელი პერსონალის მიმდინარე და რეალური შემოსავალი, კერძო და არასასოფლო სამეუურნეო ფირმებში (სეზონის კორექტირებით).
  • ყველა თანამშრომლის მიმდინარე და რეალური შემოსავალი, არასასოფლო სამეურნრეო ფირმებში(სეზონის კორექტირებით).
  • საწარმოს და არახელმძღვანელი პერსონალის საათობრივი საშუალო ანაზღაურება,  კერძო და არასასოფლო სამეუურნეო ფირმებში .

 

 

გამოქვეყნების დრო

კვირის საშუალო ხელფასი ან რეალური შემოსავალი ქვეყნდება ყოველთვიურად, თვის შუა რიცვებში, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. რელიზი გამოდის სამომხმარებლო ფასების ინდექსთან ერთად. ანგარიშის მონაცემები იდება შრომის სტატისტიკის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

რეალური შემოსავლების ზრდას სავარაუდოთ მოყვება სმომხმარებლო ხარჯების მატება, რაც დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის. შემოსავლების კლება საპირისპირო ეფექტს იქონიებს აშშ დოლარის კურსზე.

მაგრამ, არსებობობს მონეტის მეორე მხარე. სემოსავლების ზრდას შეიძლება მოყვეს კომპანიების შემოსავლების კლება, ამიტომ შემცირდება ახალი თანამშრომლების დასაქმება. რეალური შემოსავლების შემცირების შემთხვევაში კი,  კომპანიას უფრო მეტი ადამიანის დასაქმება შეუძლია. ამიტომ ბაზრის რეაქცია ინდექსზე დამოკიდებულია სხვა, უფრო მნიშვნელოვან ინდიკატორების მონაცემებზე.

დასკვნა

ინდექსი არ ახტენს ძლიერ გავლენას ბაზარზე, ვინაიდან გამოდის ერთდროულად სხვა უფრო მნიშვნელოვან ინდიკატორებთან ერთად.

Redbook

საცალო გაყიდვების ყოველკვირეული ანგარიში

Redbook - ი არის მაღაზიებში გაყიდვების ზრდის ინდიკატორი, რომელიც გამოითვლება აშშ-ს საცალო ვაჭრობის უმსხვილესი ქსელის მონაცემების საფუძველზე. ქსელი ითვლის 9000-დე მაღაზიას. Redbook ინდექსი აანალიზებს საცალო ვაჭრობის და სამომხმარებლო ეკონომიკის ტენდენციებს. ანგარიშს, აგრეთვე ჯონსონ რედბუკის ინდექსს უწოდებენ.

ინდექსი შეიცაავს ექვს კატეგორიას: ტანსაცმელი, განყოფილებები, ფასდაკლებები, ავეჯი, წამლები და სხვა.

გამოქვეყნების დრო

Redbook ინდიკატორს აქვეყნებს Redbook Research Inc დილით, ყოველ ხუთშაბათს. ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით (Econodey, Bloomberg, Thomas Reuters).

მონაცემების ინტერპრეტირება

საცალო გაყიდვების ყოველკვირეული ანგარიში (Redbook) წარმოადგენს სამომხმარებლო/საცალო ეკონომიკის ანალიზს. ინდიკატორს აქვს სუსტი გავლენა ბაზარზე. მაგრამ ზოგიერთ მოვლენას შეუძლია ის სერიოზულ საბაზრო დრაივერად აქციოს. მააგალითად, დღესასწაულების , სტიქიური უბედურებების დროს იზრდება საცალო გაყიდვები.

დასკვნა

ინდექსი სამომხმარებლო ჩვევების ცვლილებების წინსწრები ინდიკატორია, რაც თავის მხრივ, გავლენას ახტენს საქმიან ციკლზე, სამომხმარებლო ინფლაციაზე და, საბოლოო ჯამში, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაზე.

Unit Labour Cost

გამოშვებული პროდუქციის ერთეულის ღირებულება

ინდექსი ასახავს გამოშვებული პროდუქციის ერთეულის ხარჯებს. ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და საინფლაციო პროცესების კარგი ინდიკატორი. ახტენს ძლიერ გავლენას ბაზარზე.

გამოშვებული პროდუქციის ერთეულის ღირებულების ზრდას შეიძლება გავლენა იქონიოს საპროცენტო განაკვეთზე, რაც დადებითი ფაქტორია აშშ დოლარის კურსისთვის. ინდექსი ქვეყნდება ყოველკვარტალურად 10 რიცხვამდე, 08:30 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. „Productivity”-ს მაჩვენებელთან ერთდროულად.

Wholesale Inventories

სასაქონლო მარაგები საბითუმო საწყობებში

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 40 დღეში

გამოქვეყნების დრო:

10:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო

 

სასაქონლო მარაგებს საბითუმო საწყობებში აქვეყნებს აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიურო და ასახავს საითუმო საწყობებში საქონლის საერთო ღირებულების ცვლილებას. „მარაგებ“-ში  იგულისხმება გაუყიდავი საქონლის საერთო ღირებულება, რომელიც ინახება მწარმოებელი კომპანიის საწყობებში. ანგარიშის მიზანია - ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რამდენად სწრაფად ახორციელებენ კომპანიები პროდუქციის რეალიზებას, ან პირიქით, მიუთითოს გაყიდვების შენელებაზე.

სასაქონლო მარაგები საბითუმო მოვაჭრეების საწყობებში არის მოავალი ბიზნეს-ხარჯების მაჩვენებელი. იმის მერე, რაც საცალო მოვაჭრეები ამოწურავენ მარაგებს, ისინი იწღებენ ახალი საქონლის შეძენას საბითუმო მოვაჭრეებისგან, ეს უკანასკნელები კი მიმართავენ  მწარმოებელ კომპანიების, ვინაიდან მათი მარაგებიც ილევა.

გამოქვეყნების დრო

საბითუმო საწყობებში სასაქონლო მარაგების ანგარიში გამოდის ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის დასრულებიდან 40 დღეში, 10:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ანგარიშის მონაცემები იდება აშშ-ს მოსახლეობის აღწერის ბიუროს საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

ინდიკატორს არ გააჩნია ძლიერი გავლენა ბაზარზე და მის გამოქვეყნების შემდეგ არ შეინიშნება ძლიერი ვოლოტილურობა ბაზარზე. ამ მაჩვენებლის გამოქვეყნებაზე ვაჭრობა მიზანშეწონილი არარი. მაგრამ ის ითვლება წარმოების და საცალო გაყიდვების წინსწრებ ინდიკატორად.

NAPM Index

შესყიდვების მენეჯერების ეროვნული ასოციაციის ინდექსი

გამოქვეყნების თარიღი:

ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის შუა რიცხვებში

გამოქვეყნების დრო:

10:00 ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დრო

აქვეყნებს:

მიწოდების მართვის ინსტიტუტი

 

სამეწარმეო ინდექსი ISM, რომელსაც ადრე შესყიდვების მენეჯერების ეროვნული ასოციაციის ინდექსს უწოდებდნენ ქვეყნდება მიწოდების მართვის ინსტიტუტის (ISM) მიერ. ინდექსი „ ბიზნესის შესახებ მოხსენებ“-ის შემადგენელი ნაწილია. გამოკვლევა ხორციელდება აშშ-ს შესყიდვების და მიწოდების ხელმძღვანელების გამოკითხვის გზით.

გამოკითხვა განიხილავს აშშ-ს 18 სხვადასხვა სამეწარმეო სექტორის განყოფილებას და შედგება 400 საწარმოს გამოკითხვის საფუძველზე. ყოველი თვის დასწყისში რესპოდენტებს უგზავნიან ანკეტებს. მათ ევალებათ ანკეტებში აღწერონ საქმიანი აქტიურობის 10 შემადგენელი ნაწილის ცვლილებები წინა თვესთან შედარებით.

  • ახალი შეკვვეთები
  • წარმოება
  • დასაქმება
  • მომარაგება
  • სასაწყობე მარაგები
  • კლიენტების მარაგები
  • ფასები
  • შეუსრულებელი შეკვეთები
  • ექსპორტი
  • იმპორტი

რესპოდენტები აღნიშნავენ ყველა პუნქტში ზრდას ან კლებას წინა თვესთან შედარებით. შემდგომ ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება დიფუზური ინდექსი.

ანგარიში ასახავს სამეწარმეო სექტორის და მთლიანათ ეკონომიკის მდგომარეობას. პროცესში მონაწილეობს 250 კომპანია, რომელიც წარმოადგენს მრეწველობის 21 დარგს, აშშ-ს 50 შტატში.

გამოქვეყნების დრო

შესყიდვების მენეჯერების ეროვნული ასოციაციის ინდექსი გამოდის ყოველთვიურად, საანგარიშგებო თვის შუა რიცხვებში, 10:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით. ანგარიშის მონაცემები ქვეყნდება მიწოდების მართვის ინსტიტუტის საიტზე.

მონაცემების ინტერპრეტირება

სამეწარმეო აქტიურობის ინდექსი ითვლება ეკონომიკურ მოკლევადიან პერსპექტივების ერთერთ,  ყველაზე ზუსტ, წინსწრებ ინდიკატორად. 50%-ზე მაღალი მონაცემი სამეწარმეო სექტორში აქტიურობის ზრდაზე მეტყველებს, ხხოლო 50%-ზე დაბალი - აქტიურობის კლებაზე. ინდექსი აგრეთვე ასახავს მთლიანობაში აშშ-ს ეკონომიკის მდგომარეობას. 42,2%-ზე მაღალი მონაცემი მშპ-ს ზრდაზე მეტყეველბს, ხოლო 42,2%-ზე დაბალი მონაცემი - მშპ-ს კლებაზე.

ინდიკატორს ძლიერი გავლენა აქვს ბაზარზე. საბაზრო პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელი დადებით ფაქტორად ითვლება დოლარისთვის, ხოლო  დაბალი მაჩვენებელი - ნეგატიური ფაქტორია.