RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

ფიუჩერსები, ფიუჩერსული ბაზრები და სახეები

ფიუჩერსები
ფიუჩერსი (futures- ფიუჩერსული კონტრაქტი ან ხელშეკრულება) - ბირჟაზე წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტია (ხელშეკრულება), რაც საბაზისო აქტივის ყიდვა-გაყიდვას გულისხმობს.
როგორც წესი, ფიუჩერსული კონტრაქტებით წარმოებს ისეთი აქტივებით ვაჭრობა, როგორიცაა - სასოფლო სამეურნეო საქონელი, ფასიანი ქაღალდები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი მეტალები და ა.შ.
შეიტყვე მეტი >> ფიუჩერსული ხელშეკრულების დადების დროს მხარეები (გამყიდველი და მყიდველი) თანხმდებიან მხოლოდ კონკრეტულ ფასზე და მიწოდების ვადაზე. აქტივის სხვა პარამეტრები (რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა, მარკირება და ა.შ.) შეთანხმებულია წინასწარ საბირჟო კონტრაქტის სფეციფიკაციით, რომელიც მოცემული სავაჭრო მოედნის სტანდარტულ ფორმას წარმოადგენს.

მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას ბირჟის წინაშე ფიუჩერსის შესრულების მომენტამდე.
მანამდე, სანამ არ დადგება ფიუჩერსის შესრულების თარიღი, გარიგებაში მონაწილე ნებისმიერ მხარეს შეუძლია მისი ანულირება, აღნიშნული ფიუჩერსის ყიდვის ან გაყიდვის გზით.
"Future" - სიტყვა ნიშნავს მომავალს. ამიტომ ასეთი გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული აქტივის მიწოდება განხორციელდება უახლოეს მომავალში.

ფიუჩერსის სახეები

ფიუჩერსი საქონლის მიწოდებით გულისხმობს, რომ კონტრაქტის შესრულების თარიღის დროს მყიდველმა უნდა შეიძინოს, ხოლო გამყიდველმა მიაწოდოს საბაზისო აქტივი სპეციფიკაციაში მითითებული პარამეტრების მიხედვით. მიწოდება ხორციელდება იმ ფასით, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობის ბოლო დღეს დაფიქსირდა. იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტის ამოწურვის დროს გამყიდველს საქონელი არ აღმოაჩნდება, ბირჟა მას ჯარიმას აკისრებს.
ფიუჩერსი ანგარიშსწორებით (მიწოდების გარეშე) გულისხმობს მხარეებს შორის მხოლოდ ფინანსურ ანგარიშსწორებას იმ მოცულობით, რომელიც წარმოიქმნება ფასთაშორის სხვაობიდან, კონტრაქტში მითითებულ ღირებულებასა და კონტრაქტის დასრულების მომენტში, ბირჟაზე დაფიქსირებულ აქტივის რეალურ ფასს შორის. ამგვარი კონტრაქტის პირობები არ ითვალისწინებს საბაზისო აქტივის ფიზიკურ მიწოდებას მყიდველზე.
როგორც წესი, ფიუჩერსული კონტრაქტი ანგარიშსწორებით გამოიყენება საბაზისო აქტივზე ფასის ცვლილებისას რისკების ჰეჯირებისთვის ან სპეკულაციური მიზნებისთვის.

ფიუჩერსული ბაზრები

  • ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟა (CME)
  • ჩიკაგოს ოპციონების ბირჟა (CBOE)
  • ჩიკაგოს სავაჭრო პალატა (CBOT)
  • NYSE Liffe
  • ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა (NYMEX)
  • სინგაპურის საფონდო ბირჟა
  • მონრეალის ბირჟა
  • Eurex Futures
  • ლონდონის საერთაშორისო ფიუჩერსების და ოპციონების ბირჟა (LIFFE)
  • ჰონკონგის საფონდო ბირჟა
  • ოსაკა ფასიანი ქაღალდების ბირჟა
  • სან პაულო საფონდო ბირჟა (BOVESPA)