გახდიპირველი

 

 

 

#გახდიპირველი
მოგესალმებით ტრეიდერებო!!!
მოხარულნი ვართ გაცნობოთ , რომ ჩვენი პირველი კონკურსი დამთავრდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა ადამიანმა და სამწუხაროდ იგი ბოლომდე ვერ დაასრულა 206-მა მონაწილემ წესების დარღვევის გამო, საიდანაც 65-მა ადამიანმა დაარღვია მაქსიმალური აქტიური მინუსის წესი.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ კონკურსანტს მონაწილეობისთვის და მივულოცოთ ჩვენს გამარჯვებულებს!
• პირველი ადგილი დაიკავა ირმა ალხანაშვილმა
• მეორე ადგილი დაიკავა ლია ახალაურმა
• მესამე ადგილი დაიკავა ლევან ჯოხარიძემ
ჩვენს კონკურსში (#გახდიპირველი) მონაწილეობის წესების დარღვევის გამო, არ ჩაითვალა გიორგი სამხარაძის შედეგი, რადგანაც კონკურსის მონაწილეობის დროს მან განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ 7 გარიგება. (მუხლი 2.6)
გვსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ დიდი მადლობა კონკურსში მონაწილეობისთვის და კვლავ მივულოცოთ ჩვენს გამარჯვებულებს.

კონკურსის შესახებ

პირველად საქართველოში, სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი აცხადებს კონკურს დემო-ანგარიშებზე
დარეგისტრირდი, მიიღე მონაწიელობა კონკურსში და მიიღე 5000, 1000 ან 500 აშშ დოლარი რეალურ ანგარიშზე სამართავად.

არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი, გახდეთ როგორც პრიზის მფლობელი, ასევე კომპანიის წარმატებული ტრეიდერი!

კონკურსი #გახდიპირველი გაიმართა 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, პირველი ოქტომბრის ჩათვლით.

 

კონკურსის #გახდიპირველი მიმდინარეობის შესახებ პერიოდულ და ფინალურ შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ სტატისტიკურ ცხრილებზე.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალის შესახებ მომზადებული სიუჟეტი