• პირველი ეტაპი

    გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. პროცესის დასრულების შემდეგ, მაქსიმუმ ორი სამუშაო დღის განმავლობაში, თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.

  • ვერიფიკაცია

    ვერიფიკაციისთვის თქვენ დაგჭირდებათ პირადობის/პასპორტის დასკანირებული ვერსია

  • ანგარიშის შევსება

    წარმატებული ვერიფიკაციის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ინვოისს, რომლის საფუძველზეც შეძლებთ საბალანსო ანგარიშის შევსებას

  • ვაჭრობის დაწყება

    დაიწყეთ და იშოვეთ ფული! ყველა რეალურ ანგარიშს მოყვება 5 გაკვეთილი

სავაჭრო სისტემა MetaTrader 4 საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ნებისმიერი სირთულის სტრატეგიები.
საბაზრო და გადადებული ორდერები, Instant Execution და პირდაპირ გრაფიკიდან ვაჭრობა, სტოპ ორდერები და ტრეილინგ სტოპები, ტიკური გრაფიკი და სავაჭრო ისტორია არის მომხმარებლის განკარგულებაში.
MetaTrader 4-ის საშუალებით კლიენტს აქვს შესაძლებლობა ივაჭროს სრულიად გამჭვირვალედ და კომფორტულად.

• შესრულების რეჟიმი;
• საბაზრო ორდერი;
• გადადებული ორდერი;
• სტოპ ორდერი და ტრეილინგ სტოპი;
• ინტერაქტიული გრაფიკები;
• ტაიმფრეიმი;
• ანალიტიკური ობიექტი;
• ტექნიკური ინდიკატორი.

აქტიური HFT
$ 3 ერთი ლოტი
პირდაპირი სპრედები
ყველაზე დაბალი სპრედები
არანაირი შეზღუდვა ვაჭრობის სტილზე
უსწრაფესი შესრულება
არბიტრაჟი ნებადართულია
აქტიური სკალპერ
$ 6 ერთი ლოტი
პირდაპირი სპრედები
ყველაზე დაბალი სპრედები
საუკეთესოა სკალპერული ტიპის ვაჭრობისთვის
უსწრაფესი შესრულება
ალგორითმული სკალპინგი ნებადართულია
აქტიური ტრეიდერი
$ 11 ერთი ლოტი
პირდაპირი სპრედები
ყველაზე დაბალი სპრედები
ნებადართულია ნებისმიერი ტიპის ვაჭრობა
მინიმალური დეპოზიტი 200 აშშ დოლარიდან
უსწრაფესი შესრულება
დამწყები
$ 13 ერთი ლოტი
პირდაპირი სპრედები
საუკეთესოა სასწავლო პროგრამებისთვის
უსწრაფესი შესრულება
მინიმალური დეპოზიტი 50 აშშ დოლარიდან
Free Upgrades and Support
ანალიტიკა MetaTrader 4-ში

MetaTrader 4-ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ ითვლება ანალიტიკური ფუნქციები, ონლაინ კოტირებები და ინტერაქტიული გრაფიკები, რომლებიც ხელმისაწვდომია 9 სხვადასხვა დროის პერიოდში (ტაიმფრეიმში).საშუალებას გაძლევთ განიხილოთ გრაფიკები უფრო ფართო დიაპაზონში და ოპერატიულად მოახდინოთ რეაგირება ფასის ყოველ ცვლილებაზე.
23 ანალიტიკური ობიექტი და 30 ჩაშენებული ტექნიკური ინდიკატორი კლიენტებს ეხმარება ანალიტიკაში, მაგრამ ეს ყველაფერი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის მწვერვალი.
უფასო ბიბლიოთეკა და ჩაშენებული მარკეტი, კლიენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ათასობით სხვა ინდიკატორი, რაც ტრეიდერების ანალიტიკურ შესაძლებლობებს უსაზვროს ხდის.
თუ ბაზარზე ხდება მოძრაობა, კლიენტს ექმნება სპეციალური ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მისცემს ტრეიდერს დროულად გამოავლინოს ინსტრუმენტზე მომხდარი მოძრაობის სავარაუდო პოტენციალი და მოახდინოს დროული რეაგირება.

ალგორითმული ვაჭრობა

კლიენტებს ეძლევათ რეალიზაციის საშუალება თითქმის ნებისმიერი სავაჭრო იდეისა და სტრატეგიის.
MetaTrader 4-ში არის გარემო იმისათვის, რომ არამარტო შექმნათ სავაჭრო რობოტი, არამედ გატესტოთ იგი ისტორიის ნებისმიერ ხელმისაწვდომ მონაკვეთზე. ასევე ხელმისაწვდომია პროგრამები ალგორითმული/ავტომატიზირებული სისტემების ოპტიმიზაციისთვის.

• სავაჭრო სტრატეგიების ენა MQL4;
• რედაქტორი - MetaEditor;
• სტრატეგიის ტესტერი;
• უფასო რობოტების ბიბლიოთეკა.
MetaTrader 4-ის ლიკვიდურობა ბექ ენდში გამოიყურება შემდეგ ნაირად ჩვენს შემთხვევაში
გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა, გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი, წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომელიც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაჰენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19