RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

სავაჭრო ტერმინალები



მეტატრეიდერ 4

პოპულარული სავაჭრო პლატფორმა MT4 გამოიყენება სავალუტო (ფორექსი) ბაზარზე ვაჭრობისთვის. მასში გაერთიანებულია ინტუიტიური სამომხმარებლო ინტერფეისი, მართვადი გარემოთი და ფართო ფუნქციონალი. პლატფორმა MT4 ტრეიდერს საშუალებას აძლევს გრაფიკებთან სამუშაოდ, გამოიყენოს ყველა აუცილებელი ტექნიკური ინსტრუმენტი, მყისიერად გახსნას ორდერები და მართოს პოზიციები.

პლატფორმის - MT4 დახმარებით, შესაძლებელია ფინანსური ინსტრუმენტის დინამიკის ანალიზის ჩატარება, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება, სავაჭრო რობოტების დაყენება (ექსპერტები, Expert Advisors) გარიგებების ისტორიისა და სტატისტიკის თვალყურის დევნება. ველსის თანამედროვე სავაჭრო ტექნოლოგიები, კონკურენტული ფასები და სადილინგო შუამავლების გარეშე ბაზართან პირდაპირი წვდომა, დღეს ერთ-ერთ ძლიერ სავაჭრო კომბინაციას წარმოადგენს მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე.

ძირითადი შესაძლებლობები

პლატფორმა MT4 შექმნილია წყნარი და ეფექტური ვაჭრობისთვის. ჩამოტვირთეთ MT4 და თქვენს განკარგულებაშია:
  • 0,1 წმ შესრულების რეჟიმი;
  • 5 საბაზრო და გადადებული ორდერი;
  • 2 სტოპ ორდერი და ტრეილინგ სტოპი;
  • 3 ინტერაქტიული გრაფიკი;
  • 9 ტაიმფრეიმი;
  • 23 ანალიტიკური ობიექტი;
  • 30 ტექნიკური ინდიკატორი.
სავაჭრო ინსტრუმენტები:
  • 100 სავალუტო წყვილი;
  • 2 ძვირფასი მეტალი;
  • ნავთობი;
  • ინდექსი და სხვა ფინანსური ინსტრუმენტი;
ალგორითმული ვაჭრობა MT4 საშუალებით

პლატფორმის დახმარებით, კლიენტებს ნებისმიერი სავაჭრო იდეისა და სტრატეგიის რეალიზაციის შესაძლებლობა აქვთ. MetaTrader 4-ში არის გარემო იმისათვის, რომ არამარტო შექმნათ სავაჭრო რობოტი, არამედ გატესტოთ იგი ისტორიის ნებისმიერ ხელმისაწვდომ მონაკვეთზე. ასევე ხელმისაწვდომია პროგრამები, ალგორითმული/ავტომატიზირებული სისტემების ოპტიმიზაციისთვის.
  • სავაჭრო სტრატეგიების ენა MQL4;
  • რედაქტორი - MetaEditor;
  • სტრატეგიის ტესტერი;
  • უფასო რობოტების ბიბლიოთეკა;
ველსის სავაჭრო MT4 პლატფორმაზე ბექ ენდში ლიკვიდურობა შემდეგნაირად გამოიყურება





მეტატრეიდერ 5

წინამორბედი პლატფორმის შეუბღალავი რეპუტაციის მქონე MetaTrader 5, წარმოადგენს უნივერსალურ სავაჭრო ტერმინალს, რომელიც აღჭურვილია ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, რაც კი ტრეიდერს მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობაში დაეხმარება. ველსის სავაჭრო პლატფორმა MT5 მარტივი გამოსაყენებელია, რომელიც ნებისმიერი სტილით მოვაჭრე ტრეიდერმა უნდა მოირგოს.

სავაჭრო პლატფორმა MT5 მილიონობით ტრეიდერის არჩევანია, რომლებიც სავალუტო და საფონდო ბაზრებზე მუშაობენ. ამ პლატფორმით შესაძლებელია გარიგებების დადება როგორც ფორექსზე, ასევე საფონდო ბირჟისა და ფიუჩერსული ბაზრის მონაცემებზე. MT5 ტრეიდერს შესალებლობას აძლევს ჩაატაროს ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი, დააყენოს რობოტები და სავაჭრო სიგნალები, რაც გარიგებების დადებისას მათ ჩართულობას ამარტივებს.

წინამორბედისაგან განსხვავებით, MetaTrader 5 სავაჭრო სისტემა მოიცავს გაფართოებული ფასების ეგრეთწოდებულ "ჭიქას" (ტიკური გრაფიკით და შესრულებული გარიგებების მითითებით), აწარმოებს ერთმანეთისაგან განცალკევებული ორდერებისა და გარიგებების აღრიცხვას, ყველა სახის სავაჭრო ორდერების განხორციელებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მხარდაჭერას.

ძირითადი შესაძლებლობები

პლატფორმა MT5 შექმნილია მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. ჩამოტვირთეთ MT5 და თქვენს განკარგულებაშია:
  • ბაზრის ფასები ყველაზე დაბალი სპრედით (0,4 პუნქტიდან);
  • 0,01 წმ შესრულების რეჟიმი;
  • 5 საბაზრო და გადადებული ორდერი;
  • 2 სტოპ ორდერი და ტრეილინგ სტოპი;
  • 100 გრაფიკის გახსნის შესაძლებლობა;
  • 21 ტაიმფრეიმი;
  • 80 და მეტი ანალიტიკური ობიექტი და ტექნიკური ინდიკატორი.
ტრეიდერს შეუძლია ისარგებლოს MetaTrader 5-ის ისეთი სერვისებით, როგორიცაა ბიბლიოთეკა, ბაზრის და ფრილანსის მომსახურება, საიდანაც შესაძლებელია რთული ტექნიკური ინდიკატორების ყიდვა ან შეკვეთა.


ალგორითმული ვაჭრობა MT5 საშუალებით

პლატფორმის დახმარებით, კლიენტებს ნებისმიერი სავაჭრო იდეისა და სტრატეგიის რეალიზაციის შესაძლებლობა აქვთ. MetaTrader 5-ში არის გარემო იმისათვის, რომ არამარტო შექმნათ სავაჭრო რობოტი, არამედ გატესტოთ იგი ისტორიის ნებისმიერ ხელმისაწვდომ მონაკვეთზე. ასევე ხელმისაწვდომია პროგრამები ალგორითმული/ავტომატიზირებული სისტემების ოპტიმიზაციისთვის.
  • სავაჭრო სტრატეგიების ენა MQL5;
  • რედაქტორი - MetaEditor;
  • სტრატეგიის ტესტერი;
  • უფასო რობოტების ბიბლიოთეკა.