RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

საფონდო ბაზარი | Stock Market

საფონდო ბაზარი
საფონდო ბაზარი (stock market) - ეს არის მსოფლიო მაშტაბის ფინანსურ-ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ფასიანი ქაღალდების ბრუნვის რეგულირება ყიდვა-გაყიდვის ან გაცვლის გზით. საფონდო ბაზარზე აქციების გარდა ივაჭრება ობლიგაციები და ვექსელები (თამასუქი).

პირველი საფონდო ბირჟა 1611 წელს ამსტერდამში ამუშავდა, ხოლო თანამედროვე სახით ამ ბაზარმა სტარტი 1792 წელს ნიუ-იორკში აიღო. საფონდო ბაზრის მეორე, უფრო გაშლილი სახის განმარტება, შემდეგნაირად ჟღერს: საფონდო ბაზარი, ეს არის საერთო კაპიტალიზაციის მქონე სეგმენტი, რომელიც აქციებით ვაჭრობის საშუალებას იძლევა, როგორც ბირჟაზე, ასევე არასაბირჟო ფორმატში. საფინანსო-საკრედიტო ბაზართან ერთად, ეს ბაზარი კაპიტალის შთამბეჭდავი სექტორია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ფორმირებას ახდენს. დღესდღეობით ფორექსის სავალუტო ბაზარი ტრეიდერებს სავაჭროდ და დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, საფონდო აქტივების ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანია ველსის სავაჭრო პლატფორმა MetaTrader 5, საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველ აქციაზე განახორციელოთ გარიგებები და მიიღოთ მოგება ფასთაშორის სხვაობიდან.

ბიზნესის დამწყები კომპანიების უმეტესობას, თავის განკარგულებაში არ გააჩნია მსხვილი კაპიტალი, ხოლო პროგრესული იდეებისა და ტექნოლოგიების განვითარება, საჭიროებს სერიოზულ კაპიტალდაბანდებას. ასეთ შემთხვევაში, ბიზნეს-პროექტის სტარტამდე, წარმოებს ფასიანი ქაღალდების - აქციების გამოშვება, რომელსაც ინვესტორები ფასის გაზრდის იმედით ან ყოველწლიური დივიდენდების მიღების მიზნით ყიდულობენ.

ხშირად, კომერციული საწარმო, განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე იწყებს პირველადი აქციების გამოშვებას ან ბაზარს სააქციო აქტივების დამატებით მოცულობებს სთავაზობს. ნებისმიერ შემთხვევაში, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები საფონდო ბაზარზე ივაჭრება ცენტრალიზებული ბირჟების ან ავტონომიური ბროკერების საშუალებით.

საფონდო ბაზრის 5 ძირითადი უპირატესობა:

  • შეძენილი აქციებიდან დივიდენდების სახით სტაბილური შემოსავლის მიღება;
  • პერსპექტიული კომერციული პროექტების ევოლუცია სხვა ინვესტორებისგან სახსრების მოზიდვის გზით;
  • მოგების მიღება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გზით, კოტირების ცვლილების დროს (სპეკულაციური ტრეიდინგი);
  • წარმატებულ ბროკერებზე საკუთარი კაპიტალის ნდობით მართვაში გადაცემა და მოგების პროცენტული განაწილება;
  • ფასიანი ქაღალდების დამატებითი ემისია, რომელიც კომერციული პროექტის შედგომ განვითარებას უწყობს ხელს და გადადის საერთოდ ახალ დონეზე.

აქციები