RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

EUR/USD

-

წინა კვირის სავაჭრო სესია EUR/USD წყვილმა ლოკალური წინაღობის 1,1272 საფასო ნიშნულიდან ასხლეტის შემდგომ, მოძრაობა მხარდაჭერის 1,1189 საფასო ზონასთან დაასრულა. ფასი ამჟამათ ამ ზონის ზედა საზღვრათან იმყოფება.
D1ტაიმფრეიმზე RSI მრუდი შუა 50% ზღვარს მიადგა და თუ მოახერხა მისი გარღვევა, უნდა ველოდოთ აღმავალი ტენდენციის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წყვილი ვიწრო კოლიდორის ფარგლებში დარჩება. უკვე მესამე კვირაა, რაც ინსტრუმენტი ფლეტურ მდგომარეობაშია გადასული და ვერ გამოსულა არსებული კორიდორის ფარგლებს გარეთ.
დოლარის ინდექსი ამჟამათ იმყოფება მხარდაჭერის 96,7 საფასო დონესა და წინაღობის 97,7 საფასო დონეს შორის, რაც გაურკვევლ სიტუაციას ქმნის ტრეიდერებისთვის განსაზღვრონ მოძრაობის მიმართულება.
ფუნდამენტალური კუთხით, ნაკლებად აქტიური დღეა. შესაბამისად ვოლატიურობის ინდიკატორებად მოგვევლინება სპეკულაციური გარიგებების ნაკადი ან პოლიტიკური განცხადებები.

რაც შეეხება ტექნიკურ ანალიზს, მოკლევადიანი გარიგებებისთვის, ვაჭრობის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

1. მათთვის ვინც გრძელ პოზიციებზე შესვლის სცენარს განიხილავს - უმჯობესია დაველოდოთ ლოკალური მხარდაჭერის 1,1189 საფასო ზონის რეტესტს და ფასისი გამყარებას მის ზემოთ. ასეთი სცენარის შემთხვევაში მიაზანია წინაღობის 1,1272 საფასო ზონა.

2. მათთვის ვინც მოკლე პოზიციებზე შესვლის სცენარს განიხილავს - უმჯობესია დაველოდოთ ლოკალური მხარდაჭერის 1,1189 საფასო ზონის გარღვევას და ფასის გამყარებას ქვემოთ. ასეთი სცენარის შემთხვევაში მიზანია 1,1120 საფასო დონე.

აღნიშნული ანალიტიკა ჩატარებულია მხოლოდ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით და არ წარმოადგენს რჩევას ვაჭრობისთვის ან პროგნოზს თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ინსტრუმენტი.


სხვა ანალიტიკის პოსტები

EUR/USD
წინა კვირის სავაჭრო სესია EUR/USD წყვილმა ლოკალური წინაღობის 1,1272 საფასო ნიშნულიდან ასხლეტის შემდგომ, მოძრაობა მხარდაჭერის 1,1189 საფასო ზონასთან დაასრულა. ფასი ამჟამათ ამ ზონის ზედა საზღვრათან... მეტის წაკითხვა
GBP/USD
გუშინდელი სავაჭრო სესია GBP/USD წყვილისთვის საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა. დაღმავალი ტრენდული ხაზის რეტესტის შემდგომ ფასი დღის დიაპაზონის ზედა წინაღობის 1,2510 საფასო ნიშნულის ქვემოთ გამყარდა, რაც... მეტის წაკითხვა