RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

GBP/USD

-

გუშინდელი სავაჭრო სესია GBP/USD წყვილისთვის საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა. დაღმავალი ტრენდული ხაზის რეტესტის შემდგომ ფასი დღის დიაპაზონის ზედა წინაღობის 1,2510 საფასო ნიშნულის ქვემოთ გამყარდა, რაც დაღმავალი ტენდენციის გაგრძელებაზე მიუთითებს. 
D1 ტაიმფრეიმზე წარმოქმნილი აღმავალი კონვერგენცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გარდატეხა შეიტანოს წყვილის მოძრაობის ვექტორზე, კორექციის მხოლოდ სუსტ ნიშნებს იძლევა და არადამაჯერებლად გამოიყურება. ოსცელატორი RSI მრუდი აისხლიტა 50% ზონამ და ახლა გაყიდვებით გაჯერებულობის 30% ზღვარს უახლოვდება. თუ მრუდი გადაკვეთს აღნიშნულ ზღვარს, ინსტრუმენტი გააგრძელებს დაღმავალ ტენდენციას.
დოლარის ინდექსი მყარდება და თანდათანობით უახლოვდება ძლიერი წინაღობის 97,7 საფასო დონეს. იმ შემთხვევაში თუ ფინანსური ინსტრუმენტი აღნიშნული კურსით გააგრძელებს მსვლელობას, GBP/USD წყვილის მოძრაობაზე რაიმე კარდინალურ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
ფუნდამენტალური კუთხით, ნაკლებად აქტიური დღეა. შედარებით მნიშვნელოვანი ინფრომაცია მხოლოდ ამერიკაში 18:00 საათზე იგეგემება, როცა მეორად ბაზარზე საცხოვრებელი ბინების გაყიდვების ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება. თუმცა არც ეს ინფორმაცია იქნება მკვეთრი ვოლატიურობის ინდიკატორი.

რაც შეეხება ტექნიკურ ანალიზს, მოკლევადიანი გარიგებებისთვის, ვაჭრობის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

1. მათთვის ვინც გრძელ პოზიციებზე შესვლის სცენარს განიხილავს - უმჯობესია დაველოდოთ დღის დიაპაზონის 1,2510- 1,2526 საფასო ზონის გარღვევას და ფასის გამყარებას მის ზემოთ. რეტესტისა და ამ დონეებიდან ასხლეტის შემდგომ ვეძებოთ შესვლის წერტილი. ასეთი სცენარის შემთხვევაში პირველი მიზანია 1,2594 საფასო ზონა, ხოლო შემდგომი მიზანია 1,2667 საფასო ნიშნული.

2. მათთვის ვინც მოკლე პოზიციებზე შესვლის სცენარს განიხილავს - უმჯობესია დაველოდოთ ტრენდუი ხაზის კიდევ ერთ რეტესტს და ფასისი გამყარებას მის ქვემოთ, ან ლოკალური მხარდაჭერის 1,2442 საფასო ზონის გარღვევას. ასეთი სცენარის შემთხვევაში მიზანიადღის დიაპაზონის ქვედა მხარდაჭერის 1,2360 საფასო დონე.

აღნიშნული ანალიტიკა ჩატარებულია მხოლოდ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით და არ წარმოადგენს რჩევას ვაჭრობისთვის ან პროგნოზს თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ინსტრუმენტი.


სხვა ანალიტიკის პოსტები

EUR/USD
წინა კვირის სავაჭრო სესია EUR/USD წყვილმა ლოკალური წინაღობის 1,1272 საფასო ნიშნულიდან ასხლეტის შემდგომ, მოძრაობა მხარდაჭერის 1,1189 საფასო ზონასთან დაასრულა. ფასი ამჟამათ ამ ზონის ზედა საზღვრათან... მეტის წაკითხვა
GBP/USD
გუშინდელი სავაჭრო სესია GBP/USD წყვილისთვის საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა. დაღმავალი ტრენდული ხაზის რეტესტის შემდგომ ფასი დღის დიაპაზონის ზედა წინაღობის 1,2510 საფასო ნიშნულის ქვემოთ გამყარდა, რაც... მეტის წაკითხვა