RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

ფორექსის შესახებ

თანამედროვე გლობალური ეკონომიკური სისტემა სხვადასხვა ფინანსური ბაზრის საშუალებით ფუნქციონირებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება, როგორც საფონდო, სასაქონლო, ფიუჩერსების და სხვა ბაზრები, ასევე ფორექსის (FOREX - Foreign Exchange Market) სავალუტო ბაზარი.

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა, საშუალებას გაძლევთ კონვერსიული ოპერაციების გამოყენებით, დაადგინოთ არამარტო სხვადასხვა ვალუტის საბაზრო კურსი, არამედ მიიღოთ სპეკულაციური მოგება მარჟინალური პირობების გათვალისწინებით. ასეთი ვაჭრობის დროს, არ ხორციელდება კონტრაგენტისთვის ვალუტის რეალური მიწოდება და ტრეიდერი თავის მოგებას ფასთაშორის სხვაობაში იღებს.

ფორექსის 5 უპირატესობა:

  • ვაჭრობიდან მოგების მიღების შესაძლებლობა - ფორექსის მთავარი უპირატესობაა, რაც ტრეიდერებში და ინვესტორებში დიდ ინტერესს იწვევს.
  • გარიგებები არასაბირჟო ბაზარზე ხორციელდება. ფორექსის ბაზარი ფიზიკურად მიბმული არ არის ერთ რომელიმე ადგილზე, ამიტომ სავაჭრო ოპერაციების განხორციელება დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. მთავარია ჩამოტვირთოთ სავაჭრო ტერმინალი და გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. ვაჭრობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, ხუთი სამუშაო დღის მანძილზე, რაც ფორექსის კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს.
  • სავაჭრო სესიების ციკლი. ბაზრის მონაწილეებს საშუალება აქვთ აირჩიონ ვაჭრობისთვის საუკეთესო პერიოდი. გარიგებების დადება რიგრიგობით მიმდინარეობს მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში, შემდეგი თანმიმდევრობით: ტოკიო და სინგაპური (აზიური სესია), შემდეგ მუშაობას ლონდონი (ევროპული სესია) იწყებს და სავაჭრო დღეს ნიუ-იორკი (ამერიკის სესია) ამთავრებს.
  • სავალუტო ბაზრის მაღალი ლიკვიდურობა, უზრუნველყოფილია მონაწილეთა რაოდენობით და სავაჭრო ოპერაციების დიდი მოცულობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრის მონაწილეებს დაუყოვნებლივ შეუძლიათ მოძებნონ კონტრაგენტი ნებისმიერი მოცულობის ვალუტაზე, რომელიც შესთავაზებს ყველაზე ხელსაყრელ ფასებს, როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე.
  • გარიგებების დასადებად შერჩევითი მოცულობები, ინვესტორს საშუალებას აძლევს, კაპიტალის ნებისმიერი სიდიდით, თანაბარ პირობებში, მიიღოს ვაჭრობაში მონაწილეობა. ფორექსის სავალუტო ბაზარზე ყველა ინვესტორისთვის საკმარისი ადგილია, ვინაიდან გარიგებების ოდენობა დღეში 5 ტრილიონ დოლარს შეადგენს და შემდგომი ზრდის საკმაოდ მყარი ტენდენცია გააჩნია.

სავალუტო წყვილები
ფორექსის შესახებ