უნიკალური შეთავაზება ყველას, ვინც გახდება ჩვენი კომპანიის ნებისმიერი პროდუქტის მომხმარებელი
დამოუკიდებელი ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე სახლიდან გაუსვლელად ან ძირითადი საქმიანობის პარალელურად შეიცავს მაღალ რისკებს და ხშირ შემთხვევაში ხდება კლიენტის საკუთარი ფულადი სახსრების დაკარგვის მიზეზი. იმის გამო, რომ ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია სტანდარტული სავაჭრო სტრატეგიები, რომლებიც მოითხოვენ ტრეიდერისგან მუდმივ ჩართულობას, რისი მიღწევაც ჩვეულებრივ რეჟიმში პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენმა გუნდმა სპეციალურად შეიმუშავა სრულიად ადაპტირებული კურსი, რომელსაც საფუძვლად უდევს „ელიოტის ტალღური თეორია“. წინამდებარე მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სრულიად დამოუკიდებლად. ანალიზის განხორციელებისა და ვაჭრობის მოდელი მორგებულია იმ პირებზე, რომლებსაც უწევთ სავაჭრო საქმიანობის შეთავსება ძირითად საქმიანობასთან.
ჩვენი მიზანია ტრეიდერის სტაბილურობა და მზარდი შემოსავალი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით ტრეიდერებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ბაზრებთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ და შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორივე მხარეს დაეხმაროს სასურველი მიზნის მიღწევაში. ელიოტის ტალღების თეორიის უპირატესობა გამოიხატება შემდეგში:
1. ტრეიდერს/ანალიტიკოსს შეუძლია ზუსტად გამოიკვლიოს ბაზარზე განვითარებული მოვლენები (პროგრესიები და რეგრესიები).
2. ტრეიდერს / ანალიტიკოსს მუდმივად აქვს სიტუაციის განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი, თუ როგორ შეიცვლება ინსტრუმენტის ფასი, რომლის მიხედვითაც წინასწარ შეუძლია დაგეგმოს სავაჭრო სტრატეგია.
3. ტრეიდერს / ანალიტიკოსს ვაჭრობის დროს მუდმივად აქვს ზუსტი ე.წ. „სტოპის“ და სამიზნე დონეები, რის მიხედვითაც მას უკვე შეუძლია სწორად გამოთვალოს შესაძლო რისკები და სავარაუდო მოგება
4. ტრეიდერს / ანალიტიკოსს შუძლია დაგეგმოს საკუთარი დროის გრაფიკი და გახადოს ვაჭრობა დისციპლინირებულ პროცესად.
თქვენ შეისწავლით
100%
სრულ თეორიის კურსს, რომელიც აგებულია ელიოტის მოდელზე, ტალღების კანონზომიერებებზე და შეფარდებებზე.
100%
მამოძრავებელი და საკორექციო ტალღების მახასიათებლების და მოდელირების კონფიგურაციის წესებს.
100%
გრაფიკული მოდელების აგებას ელიოტის პრინციპების და ტალღების შესაძლო კონფიგურაციების გამოყენებით
100%
ფიბონაჩის რიცხვების გამოყენებას ტალღების ზომების და შეფარდებების გამოსათვლელად.
100%
ისტორიული მონაცემების სწორად წაკითხვას და სტრუქტურირებას პროგნოზირებისთვის
100%
ტრენდის გაგრძელების ან შემოტრიალების შესაძლო წერტილების პოვნასა და გამოყენებას.
100%
რატომ და როდის მუშაობს სტანდარტული გრაფიკული ანალიზი და ასევე როდის და როგორი ტიპის ტალღებში ის არ მუშაობს.
100%
ტალღის შიგნით სავაჭრო მოცულობების, და ფასის განვითარების მოტივაციას.
100%
კლასიკური ტექნიკური ანალიზის გამოყენების პირობებს ტალღურ ანალიზთან ერთად
100%
სად და როდის მარკეტმეიკერები, და სხვა მსხვილი მონაწილეები ცდილობენ შექმნან ბაზარზე ისეთი მოძრაობები, რომ ტრეიდერებს შეექმნათ ცრუ აზრი ტრენდის შესახებ.
100%
ვაჭრობის ძირითად წესებს და პრინციპებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ საკუთარი კაპიტალი და გამოიმუშავოთ მოგება.
100%
სავაჭრო სტრატეგიების პრინციპებს იმისთავის, რომ შექმნათ თქვენი საკუთარი სავაჭრო სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ ფულის გამომუშავებაში.
გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19