წიგნი “ვაჭრობის საფუძვლები„

პირველად აქართველოში - პირველი ქართული წიგნი ტრეიდინგზე „ვაჭრობის საფუძვლები“ - ველსი-სგან!
  • თუ ფიქრობ, რომ შენი მომავალი უკავშირდება თანამედროვე ტენდენციებს?
  • გინდა ვაჭრობა აქციო ცხოვრების სტილად?
არ იმუშაო და შენი თავის უფროსი თავად იყო.
მაშინ დაიწყე ჩვენი უნიკალური პროდუქტით და გადადგი პირველი ნაბიჯი ტრეიდერობისკენ.
წიგნი საწყისი ცოდნის მისაღებად, სფეროში თეორიულ დონეზე გასარკვევად სრულყოფილია და გაძლევთ ყველა საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას ვაჭრობისა და ანალიტიკის შესახებ.
რა არის ფორექსი, როგორ იწყებოდა ყველაფერი, ტრეიდინგის ისტორია, დამწყები ტრეიდერების ქცევები, ფსიქოლოგიური, ემოციური ასპექტები, შედეგის გაუმჯობესების მეთოდები, რჩევები, ტექნიკური ტერმინები და მათი მნიშვნელობა, გრაფიკები, პოზიციების ნაირსახეობები, მხარდაჭერის და წინაღობის დონეები, წაგებისა და მოგების შესაძლო მიზეზები, ბაზარი - საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბირჟები, უპირატესობები, რისკები და მათი კონტროლის მეთოდები და კიდევ მრავალი სხვა, მხოლოდ ამ წიგნში. თანამედროვე ილუსტრაციები და თხრობის გამარტივებული ენა.
გაიგე მეტი და დაიწყე ახალი ცხოვრება ჩვენთან ერთად!
ველსი - ვართ ერთად წარმატებისთვის!

დარეგისტრირდი წიგნის პრეზენტაციაზე! / გამოიწერე წიგნი


გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19