ვაჭრობის საბაზისო კურსი

წინამდებარე სხელმძღვანელო მომზადებულია სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ტრეიდერების მიერ და განკუთვნილია იმ ახალბედა ტრეიდერებისთვის, ვინც საფონდო ბაზრის ფერხულში ჩაბმას აპირებს.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ წიგნი - "ვაჭრობის საბაზისო კურსი", პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც წარმოდგენას ქმნის თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს საფონდო ბირჟები დღეს, როგორია ვაჭრობის მთავარი წესები და პრინციპები.
სახელმძღვანელო არ წარმოადგენს სრულ საგანმანათლებლო კურს, თუმცა მკითხველი მიიღებს იმ საბაზიცო ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროცესების გარკვევაში. წიგნი დწერილია საკმაოდ მარტივ და გასაგებ ენაზე, რაც ნებისმიერ მკითხველს დაეხმარება ბირჟების მუშაობის შეცნობაში.
ასევე, სახელმძღვანელოში თავების მიხედვით აღწერილია: ორდერების და მათი ნაირსახეობა, ვაჭრობის ფსიქოლოგია, "P-PRO 8” პლატფორმის ძირითადი ფუნქციები და გამოყენების მექანიზმები, საფონდო ინდექსები და მათი შედარებები, ფიუჩერსების რაობა, ლიკვიდურობის ცნება, სავაჭრო სტრატეგიები და სხვა საბაზიცო პრონციპები, რომელსაც "დეიტრეიდერები" პოზიციების გახსნისას იყენებენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმძღვანელო გააღრმავებს თქვენს ცოდნას საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის შესახებ და კიდევ ერთი სამაგიდო წიგნი გახდება.

გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა, გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი, წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომელიც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაჰენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19