ჩაეწერე ანალიტიკაზე


კომპანია „ველსი“ გარდა ვაჭრობის ტექნიკური საქმიანობისა, დიდი ხანია ახორციელებს ტექნიკურ ანალიტიკასაც. სხვა მეთოდებს შორის, ვიყენებთ მსოფლიოში აპრობირებულ და ყველაზე პრაქტიკულ მეთოდს - „ელიოტის ტალღების“ თეორიაზე დაფუძნებულ ანალიტიკას, რომელიც ბაზარზე არსებული მდგომარეობის თითქმის ზუსტ პროგნოზს იძლევა, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში.

„ელიოტის ტალღების“ გამოყენების ყველაზე პროფესიონალურ მეთოდს ველსი-ს ანალიტიკოსები წლებია ფლობენ. კომპანია ველსი გთავაზობთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამ მეთოდზე. ამიტომ გაიარეთ რეგისტრაცია, ჩაეწერეთ და მიიღეთ როგორც თეორიული ინფორმაცია, ისე პრაქტიკა ‘‘ელიოტის ტალღების“ გამოყენებით დაფუძნებულ ანალიტიკაზე - სრულიად უფასოდ. მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ ჩვენს ახალ, სუპერთანამედროვე ოფისში (ალ.ყაზბეგის #1, პეკინის ქუჩის კვეთასთან).

„ელიოტის ტალღების“ ანალიტიკაზე გესაუბრტებათ ჩვენი გამოცდილი, პროფესიონალი და წარმატებული ტრეიდერ-ანალიტიკოსი - ჰამლეტ მერაბიანი. გარდა ზოგადი განხილვისა, ამავე მეთოდის გამოყენებით, ველსი-ს ანალიტიკოსები რამდენიმე წელია ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის ცვალებადობის ანალიტიკასაც ახორციელებენ.
რაც საშუალებას გვაძლევს, მომართული და მზადყოფაში ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. თქვენ ამის შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას. ასევე შეგიძლიათ ნახოთ გავლენიანი ეკონომიკური გამოცემის - Financial Times-ის მიერ, ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც კომპანია ველსი-ს დირექტორის დიმიტრი სუკიასოვის, მიერ განხორციელებულ ანალიტიკას ეყრდნობოდა და ლარის კურსის დოლართან გაუფასურების ზუსტ პროგნოზს ასახავდა გრძელვადიან ჭრილში.
ეს პროგნოზიც რა თქმა უნდა „ელიოტის ტალღების“ მეთოდით არის გაკეთებული.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია ველსი-ს ანალიტიკოსები კარგად ფლობენ ამ მეთოდს ვაჭრობისას, სწორი და სიზუსტესთან მაქსიმუმით მიახლოვებული პროგნოზისთვის.


გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19