რისკების შესახებ

როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე რისკები?

ფორექსზე სავალუტო რისკების მინიმუმამდე დაყვანა, ტრეიდერებისთვის მეტად აქტუალური ამოცანა გახლავთ. გარიგებების შემოსავლიანობის ზრდა და რისკების შემცირება, ხშირად ეწინააღმდეგება სწრაფად გამდიდრების სურვილს. ამიტომ, რისკების შემცირების ძირითადი პირობაა - უსაფრთხო სტრატეგიით გააზრებული ვაჭრობა, რომელიც გამორიცხავს სიხარბეს, აზარტს და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

გამოვყოთ ფორექსზე ვაჭრობის ძირითადი რისკები:

  • ტექნიკური - სავაჭრო ტერმინალის ან კომპიუტერის გაუმართაობა, ინტერნეტის გათიშვა და სხვა. ყველა ამ ხარვეზის აღმოფხვრა, ან მათი გავლენის შემცირება შესაძლებელია.
  • ფსიქოლოგიური - აქ ყველაფერი დამოკიდებულია ტრეიდერზე, მის ემოციურობაზე, რამდენად შეუძლია მას სტრესული სიტუაციების მართვა და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გაკეთება სწრაფად უნდა მოხერხდეს.
  • საკრედიტო მხარის რისკი - ამას, ყველა ტრეიდერი, ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
  • სავალუტო კურსის ცვლილება - უსაფრთხოების დონე, ამ შემთხვევაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შესრულებული ანალიზი. აგრეთვე, მოვაჭრის უნარ-ჩვევებზე და გამოცდილებაზე.
  • ბროკერი - შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი. არ შეასრულოს დროულად განაცხადი, გაზარდოს საკომისიოები და სხვა. ეს ყველაფერი, აგრეთვე მოქმედებს ვაჭრობის უსაფრთხოებაზე.

მთავარი წესები და შეზღუდვები

განვიხილოთ რისკების შემცირების უნივერსალური მეთოდები. მათი დახმარებით ნებისმიერ ტრეიდერს შეუძლია თავიდან აიცილოს გავრცელებული შეცდომები მიუხედავად იმისა, თუ რა სავალუტო წყვილზე ვაჭრობს, რომელ ტაიმფრეიმზე, რა სტრატეგიით და ასე შემდეგ.

  1. წინასწარ შედგენილი სავაჭრო გეგმის მიხედვით მუშაობა.
  2. ერთი გარიგების მაქსიმალური მნიშვნელობის და საპროცენტო ზარალის, დღიური, კვირეული, თვიური (შერჩეული ტაიმფრეიმიდან გამომდინარე) ჯამური ზარალის განსაზღვრა.
  3. ნუ შეხვალთ ერთ გარიგებაში დიდი მოცულობით.
  4. აუცილებლად დააყენეთ სტოპ-ლოსი.
  5. ყველა გარიგების და გამოყენებული სტრატეგიის დეტალური ანალიზი. ალგორითმებში და სავაჭრო სისტემებში შეცდომების ძიება, რამდენიმე ზარალიანი გარიგების შემდეგ ვაჭრობის შეჩერება, მუშაობის მეთოდის და პარამეტრების გადახედვის მიზნით.
  6. დისციპლინა. დესტრუქციული ემოციების გამორიცხვა, სამუშაო გრაფიკის დაცვა. ყურადღების კონცენტრაციის და საღი აზროვნების შესანარჩუნებლად ჯამრთელი ცხოვრების წესის დაცვა.
  7. მოთმინების უნარი. თუ სავაჭრო სიგნალს არ ვიღებთ რამოდენიმე დღის განმავლობაში, ეს არ არის წამგებიანი გარიგების დადების მიზეზი.
  8. ვაჭრობა ტრენდის მიმართულებით. ეს, რისკების შემცირების ერთ-ერთ ეფექტურ და ძირითად მეთოდად ითვლება. ვინაიდან, მხოლოდ ფასის მიზანმიმართული მოძრაობა იძლევა მაქსიმალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

კაპიტალის მართვის ძირითადი წესები რისკების შემცირების მიზნით

კაპიტალის მართვის გონივრულ სტრატეგიას კარგი შედეგები მოაქვს. მოვაჭრე რომელიც ერთ გარიგებაში იყენებს საერთო დეპოზიტის დაბალ პროცენტს (3-5%), თავისუფლად აიტანს უარყოფითი გარიგებების რიგს. შემდგომ, შეუძლია, ერთი დადებითი გარიგებით აინაზღაუროს ზარალი. აუცილებელია სტოპ-ლოსების დაყენება პოზიციის გახსნის დროს.

ახალი პოზიციების გახსნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ გადაწყვეტილების სისწორეში. თუ არ ხართ დარწმუნებული, ნუ გარისკავთ იმის იმედით, რომ გაგიმართლებთ. აშკარად წამგებიანი გარიგებები უნდა დაიხუროს რაც შეიძლება სწრაფად. უნდა ივაჭროთ, მხოლოდ იმ ბროკერებთან, ვისაც კარგი რეპუტაცია გააჩნიათ. გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს უნდა გქონდეთ სათადარიგო ნოუთბუქი და ინტერნეტთან დაკავშირების ალტერნატიული წყარო.

რისკების შემცირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია სტოპ-ლოსი.

  • სტოპ-ლოსი (Stop-Loss) - ასახავს დეპოზიტის შემცირების პროცენტს ან თანხას, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია ტრეიდერის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ფასი წავიდა არასასურველი მიმართულებით.
  • მცოცავი სტოპი (Trailing stop) – ფასის სასურველი მიმართულებით მოძრაობისას, სტოპი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება პოზიციას გარკვეული მანძილის დაშორებით და გაუთვალისწინებელი სიტუაციის შექმნის დროს ხურავს პოზიციას მოგებაში.

ჰეჯირება, საკრედიტო მხარის შერჩევა და სხვა

ჰეჯირება - სავალატო ოპერაციების რისკების შემცირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს სახსრების დაცვის ეფექტური მეთოდია იმ შემთხვევაში, როცა ფასი ჩვენს საპირისპიროდ მოძრაობს.

ტრეიდერი თავიდან ხსნის ერთ პოზიციას, შემდგომ ხსნის საპირისპირო პოზიციას იმავე ინსტრუმენტზე, იმავე მოცულობით. ამგვარად ის დაცულია მარჟინ-კოკლისგან. ამგვარად, ერთი გარიგება უარყოფითია, ხოლო მეორე დადებითი. ეს მეთოდი სტოპ-ლოსის თავისებური ალტერნატივაა.

მნიშვნელოვანია: ვაჭრობისას ტრეიდერმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი გარიგება დახუროს და როდის. გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალურად უნდა შესრულდეს გრაფიკის ანალიზი, შემდგომ იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

 

ვაჭრობის მარჟინალური სისტემა: 

რისკებზე, აგრეთვე, მოქმედებს საკრედიტო მხარე. უაზროდ დიდი საკრედიტო მხარის გამოყენებამ შეიძლება მთლიანად გაანულოს დეპოზიტი. ამიტომ, თავდაპირველად მიზანშეწონილია არ გამოიყენოთ საკრედიტო მხარე რომელიც აღემატება 1:15 ან 1:20. შემდგომ, გამოცდილების შეძენის შემდეგ, შეიძლება 1:50 მხარის გამოყენება.

აგრეთვე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი რომ მხარე 1:50 გამოყენების დროს თქვენი დეპოზიტი შეიძლება განულდეს 2 ფიგურიანი თქვენს საწინააღდეგო მოძრაობის შემთხვევაში (200 პუნქტი მე 4 ნიშნულის მიხედვით) რისი ალბათობა არის ძალიან მაღალი. მაგალითად საშუალო დღის მოძრაობა ისეთი სავალუტო წყვილის როგორც GBP/USD არის 144-160 pips წყნარი დღის შემთხვევაში. 

მაღალი მოგების მისაღებად საკრედიტო მხრის ზრდა, პირდაპირ უტოლდება პოტენციურ დანაკარგებს

რისკების შემცირების მიზნით, საჭიროა ბროკერის არჩევაზე დიდი ყურადღების მიქცევა, რომლის პატიოსნებაზე და სანდოობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ფორექსის ბაზარზე არ უნდა აყვეთ პანიკას, რაც შეიძლება შეცდომების მიზეზად იქცეს. როგორც არ უნდა მოიქცნენ ბაზრის სხვა მონაწილეები, თუ სწორად გაქვთ გაკეთებული ანალიზი, მიყევით თქვენს სავაჭრო გეგმას და ნუ აყვებით საერთო აჟიოტაჟს.

ეფექტური და სწორი მენეჯმენტი რისკების მინიმალიზაციის მთავარი ინსტრუმენტია. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა წესის გამოყენებით და კაპიტალის სწორი მართვით შეიძლება დიდი წარმატებების მიღწევა.


გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომლითაც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაგენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე გასათვალისწინებელია რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი.
 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19