RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

პარტნიორები

ველსის ციფრული ინფრასტრუქტურა განთავსებულია პარტნიორი კომპანია Equinix უძლიერეს სერვერებზე LD4 და NY4 მონაცემთა ცენტრში, რომელიც მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს გარიგებების უსწრაფეს განხორციელებას ფორექსისა და საფონდო ბაზრებზე ვაჭრობის დროს.

მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე არსებული კონკურენციის პირობებში, ელექტრონული ვაჭრობის სისტემები და სტრატეგიები იმდენად ხარისხიანად უნდა მუშაობდეს, რამდენადაც ხარისხიანია ბროკერის ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ტრეიდერები უკავშირდებიან მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებს. ველსის სავაჭრო პლატფორმების MetaTrader 4 და MetaTrader 5 ჰოსტინგი განთავსებულია ამ დარგში ლიდერი კომპანიის Equinix LD4 და NY4 დატა-ცენტრებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტრეიდერები სარგებლობენ საუკეთესო სავაჭრო პირობებით, რაც ორდერების მყისიერ შესრულებასა და ბაზარზე საუკეთესო ფასის მიღებაში გამოიხატება.
ველსის სავაჭრო МТ4 და МТ5 პლაფორმებზე გამოყენებულია უახლესი, ტრენდული და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიები. ის იდეალურადაა მორგებული, როგორც ბროკერებზე და ტრეიდერებზე, ასევე აქტივების მმართველებზე და ანალიტიკოსებზე. EXANTE წარმოადგენს ახალი თაობის საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს მომენტალურად აკავშირებს ყველა სახის ფინანსურ ბაზართან თუ ინსტრუმენტთან, ერთიანი მულტისავალუტო ანგარიშით და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. „მაუსის“ რამდენიმე დაწკაპუნებით, ტრეიდერებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ 50 000-ზე მეტ სავაჭრო ინსტრუმენტზე განახორციელონ გარიგებები. პლატფორმა შეუფერხებლად მუშაობს დესკტოპ და მობილურ ოპერაციულ სისტემებზე (Windows, MacOS, Linux, iOS, Android). მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილია 400 სერვერიანი ქსელი, რომელიც სისტემის შეუფერხებელ მუშაობას და მონაცემთა უსაფრთხო გადაცემას უზრუნველყოფს.
ველსის სავაჭრო МТ4 და МТ5 პლატფორმები შექმნილია პარტნიორი კომპანია MetaQuotes Software Corp მიერ, რომელიც სპეციალიზდება ფინანსური ბაზრებისთვის პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებაში და დღეს დარგის ერთ-ერთი ლიდერია.
მისი პროდუქტი - MetaTrader წაროადგენს საინფორმაციო-სავაჭრო კომპლექსს, რომელსაც ფართოდ იყენებს, როგორც საბროკერო და სადილინგო კომპანიები, ასევე ბირჟები, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

სავაჭრო MetaTrader 4 და MetaTrader 5 პლატფორმები, ტერეიდერებს საშუალებას აძლევს განახორციელონ მარჟინალური ვაჭრობა საფონდო, სავალუტო და ფიუჩერსულ ბაზრებზე. დღეს, აღნიშნული პლატფორმებით, მილიონობით ტრეიდერი სარგებლობს, რადგან სხვა ანალოგებისაგან განსხვავებით თავისი სისწრაფით, ფუნქციონალურობით, მოხმარების სიმარტივით და საიმედოობით გამოირჩევა. სწორედ ამ პლატფორმების საშულებით გახდა ალგოტრეიდინგი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი, რაც ველსის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.