RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



მისია და მიზნები

კომპანიის მისიაა, საქართველოს საფინანსო ბაზარზე განავითაროს საინვესტიციო აქტივების მართვის კულტურა, პოპულარიზაცია გაუწიოს საფონდო / სავალუტო ბაზრებზე მოღვაწეობას და აპრობირებული სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელი შეუწყოს დამატებითი შემოსავლების მიღების სრულიად ახალ შესაძლებლობებს.

მთავარი ამოცანაა - სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე დაყრდნობით, ინვესტორებს / ტრეიდერებს დაეხმაროს სხვადასხვა სახის ფინანსურ ინსტრუმენტებში “გონივრული ინვესტიციების” განხორციელებაში და კაპიტალის სწორ განაწილებაში.

ინვესტორებს / ტრეიდერებს საშუალება მისცეს მიიღონ სტაბილური შემოსავალი, “აქტივების პორტფელის” სწორი მართვით და შემუშავებული სავაჭრო სისტემებისა თუ ალგორითმების უპირობო დაცვით.

ველსი მიისწრაფვის გახდეს ერთ-ერთი ლიდერი საბროკერო და ფინანსური აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც ბაზარს შეთავაზებს დახვეწილ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს წარმატებული ვაჭრობისთვის.