RU


სერვისები
ტრეიდერებისთვის
ინვესტორებისთვის
ინსტრუმენტები
სიახლეები
ჩვენ შესახებ



ზარის შეკვეთა

კომპანია ველსის ისტორია

კომპანია ველსი, wealthy
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი 2018 წლის თებერვალს, ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ტრეიდერების მიერ შეიქმნა. დღესდღეობით კომპანია ველსი, ერთადერთი სრულფასოვანი და მრავალფუნქციური საბროკეროა საქართველოს ბაზარზე. მისი დაარსება, სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ ეროვნული ბანკის მიერ ამ დარგის ლიცენზირებისა და რეგულაციების მიღების მტკიცე ნაბიჯებმა განაპირობა.

კომპანია ველსი სპეციალიზდება, როგორც ტრადიციული საბროკერო მომსახურებების შეთავაზებაში, რომელიც მომხმარებლებს პირდაპირი წვდომის შესაძლებლობას აძლევს მსხვილ საფონდო (AMEX, NASDAX, NYSE და სხვა) და სავალუტო (Forex ფორექსი) ბაზრებთან, ასევე პირველად საქართველოში პროპ-ტრეიდინგული (Proprietary trading) და ალგორითმული (რობოტიზირებული) ვაჭრობის სერვისებს სთავაზობს დაინტერესებულ ტრეიდერებს.

2018 წლის ზაფხულში, ველსის მიერ გაიხსნა ტრეიდერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლა, სადაც სტუდენტები სამი თვის განმავლობაში, ეუფლებიან ტრეიდერის პროფესიას, ხოლო წარმატებულ კურსდამთვრებულებს, შესაძლებლობა აქვთ გააგრძელონ მუშაობა პროპ-ტრეიდინგულ ჯგუფში.