ლიცენზიის შესახებ

ლიცენზიის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებით #73 შესაბამისად, ს/ს საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია "ველსს" გადაეცა ლიცენზია. ამჟამად ეროვნული ბანკის საიტზე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს შორის კომპანიას ღირსეული ადგილი უკავია.

ბროკერის ლიცენზია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც სააქციო საზოგადოების პროფესიონალიზმზე მეტყველებს და საფონდო/სავალუტო ბაზრებზე ფინანსური საქმიანობის განხორცილების უფლებას ანიჭებს.
ხაზი გვინდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ესოდენ მაღალი რანგის დოკუმენტის ფლობა, ერთერთი საუკეთესო გრანტიაა, როგორც ინვესტორებისთვის ასევე ტრეიდერებისთვის. საბროკერო ლიცენზია წარმატებით იცავს ბაზრის მონაწილეების ინტერესებს, თაღლითური და არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საფინანსო ბაზრის რეგულაციები, ნათლად არის რეგლამენტირებული და განსაზღვრავს იმ წესებს და ქმედებებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიამ. კონკრეტულად თუ რას მოიცავს ანიშნული რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულების ჩამონათვალში.

ახლო წარსულში, კომპანიების მხრიდან, არსებობდა სავალალო მაგალითები იმისა, რომ რაიმე საკანონმდებლო კონტროლის გარეშე, სარეკლამო-პროპაგანდისტული კამპანიებით სთავაზობდნენ საზოგადოებას საბროკერო მომსახურებებს. ასეთმა ქმედებამ ნეგატიური ზეგავლენა იქონია ზოგადად საფინანსო-საინვესტიციო გარემოზე და კერძოდ საბროკერო საქმიანობაზე. დღეს აღნიშნული დარგი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ამიტომ ბროკერის შერჩევის დროს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ლიცენზიის არსებობას, რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითური გარიგების მონაწილე.

ძირითადი საქმიანობა

ს/ს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია "ველსი" საქართველოს საფინანსო ბაზარზე წარმოადგენს ინვესტორებსა და საფონდო/სავალუტო ბაზრებს შორის შუამავალ რგოლს. ის საფინანსო ბაზრების ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილეა, რომელიც მიღებული ლიცენზიის ფარგლებში ახორცილებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

პირველ რიგში, კომპანია უზრუნველყოფს ტრეიდერების პირდაპირ ბაზრებზე გასვლისა და სავაჭრო ოპერაციების ტექნიკურ შესაძლებლობებს. ინვესტორებს სთავაზობს თანამედროვე, სრულყოფილ სავაჭრო პლათფორმებს (აქ საჭიროა ჩამოსატვირთი პლატფორმების დასახელებები და ლინკები) და სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ასევე აფიქსირებს გარიგების დადების ფაქტს, რითიც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და იურიდიულ კანონიერებას.
მეორე, ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ მოცულობებით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მათ დეპოზიტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანია ამ შემთხვევაში გვევლინება, როგორც კერძო ინვესტორების "კრედიტორი", რომელთაც გააჩნიათ საწყისი მცირე კაპიტალი. კომპნია გთავაზობთ მხარს 1:50
მესამე ძირითადი ფუნქციაა, საინფორმაციო არხის როლის შესრულება, რის საფუძველზეც კლიენტებს აწვდის ბაზრების მდგომარეობის, გახსნილი პოზიციების და კოტირებების შესახებ მონაცემებს. კომპანია ტრეიდერებს ასევე სთავაზობს ანალიტიკურ მასალებს და ფინანსური ინსტრეუმენტების მიმდინარე სიახლეებს.

დამატებითი სერვისები

გარდა აღნიშნული ძირითადი ფუქციებისა, კომპანია "ველსი" ინვესტორებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს:

• კლიენტის ინტერესების დაცვას არასაბირჟო ოპერაციების ჩატარებისას;
• ბირჟაზე გარიგებების დასადებად კვალიფიციურ კონსულტაციებს და რისკების პრევენციას;
• ტრეიდერებისთვის კომერციული ინფორმაციების შეგროვება-მიწოდებას;
• ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვას და ტენდენციების ანალიზს;
• უფასო და ფასიან სასწავლო-სატრენინგო პროგრამებს;
• ტექნიკურად აღჭურვილ სავაჭრო დარბაზს;
• ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სტრატეგიებზე, ინდიკატორებზე, ტექნიკურ ინსტრუმენტებზე) სემინარებსა და ვებინარებს;
• ალგორითმულ და რობოტიზირებულ სავაჭრო ინსტრუმენტებს;
• ფინანსური აქტივების და საინვესტიციო პორთველების მართვას და სხვა.
გაფრთხილება - მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის რისკიანობის შესახებ.

მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით პლატფორმაზე ვაჭრობა, გულისხმობს რისკების გარკვეულ დონეს და შესაძლოა არ შეეფერებოდეს ყველა სახის ინვესტორს ან/და ვაჭრობაში ჩართულ პირებს. იქამდე, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საჭიროა დაწვრილებით შეაფასოთ თქვენი საინვესტიციო მიზნები, ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილებისა და თქვენთვის მისაღები რისკების დონე, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ინვესტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას დაკარგული.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) მიერ დადგენილია, რომ საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად საცალო კლიენტების 74-დან 89%-მდე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში (CFD) კარგავს ინვესტირებულ თანხას.
ფორექსის ტერმინალზე განთავსებული სავაჭრო ინსტრუმენტების უმეტესი წილი, წარმოადგენს ზემოთ ხსენებულ წარმოებულ ინსტრუმენტებს, რომლებსაც გააჩნია ლიკვიდურობა, მაგრამ არის ე.წ. over-the-counter დერივატივი, რომელიც არ ივაჭრება ბირჟაზე და საბოლოო კონტრაჰენტს წარმოადგენს საბროკერო კომპანიის ლიკვიდურობის პროვაიდერი.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობა ბირჟებზე ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები, ოფციონები, ფიუჩერსები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები, გარდა ზემოთ ხსენებული მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებისა, აგრეთვე შეიცავს მაღალ რისკებს და შესაძლოა გახდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვის მიზეზი.

პატივისცემით სს სდამკ ველსი. 
სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი - 406239565
საიტი იმყოფება დამზადების პროცესში
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 0 (32) 2 040 040 / მისამართი აღმაშენებლის ხეივანი ნ. 19