ანალიტიკა

25.10.2018

მოგესალმებით ტრეიდერებო,
განვიხილავთ სავარაუდო სცენარებს EUR/USD წყვილზე ელიოტის ტალღების გამოყენებით.
მაშ ასე, EUR/USD სავალუტო წყვილზე მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც ეს გუშინდელ პირველ სცენარში ავღწერეთ.
ფასმა მიაღწია 1,13800 საფასო დონეს. დღეს მოსალოდნელია დაღმასვლის გაგრძელება 1,13200 – 1,13000 საფასო ზონამდე. შესაძლებელია აგრეთვე ვიხილოთ გუშინდელი დაღმასვლის საკორექციო მოძრაობა 1,14400 -1,14500 საფასო ზონამდეც.
აღნიშნული ანალიტიკა ჩატარებულია მხოლოდ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით და არ წარმოადგენს რჩევას ვაჭრობისთვის ან პროგნოზს თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ინსტრუმენტი.

 

 

24,10,2018

მოგესალმებით ტრეიდერებო,
გთავაზობთ სავარაუდო სცენარების განვითარებას EUR/USD წყვილზე.
გუშინ EUR/USD წყვილზე ვაჭრობა დღის შიდა დიაპაზონში ტარდებოდა, რომლის საზღვრებია 1,1508-1,300. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინსტრუმენტის ფასის მოძრაობას წარმოეშვა ახალი ლოკალური მხარდაჭერის დონე 1,1435 საფასო ნიშნულზე, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე სესია ვერ გადალახა. ამჟამად, ნათლად ჩანს ფასის მიმწყვდევა ამ დონესთან, რომლის გარღვევისა და მის ქვემოთ გამყარების შემთხვევაში, შესაძლებელია ვივარაუდოთ დაღმავალი ტენდენციის განვითარებაზე.
მოკლევადიანი გარიგებებისთვის, ვაჭრობის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. მათ ვინც გრძელ პოზიციებზე შესვლის სცენარს განიხილავს — თუ წყვილმა მოახერხა 1,1508 დონის გარღვევა და მის ზემოთ გამყარება, მაშინ პირველი მიზანი იქნება ლოკალური წინაღობა 1.1546. თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ფასი კვლავ გააგრძელებს აღმავლობას, შემდგომი მიზანია დღის დიაპაზონის ზედა დონე 1,1616 საფასო ნიშნული. აქვე უნდა ითქვას, რომ 1,1508 წინაღობის დონე ბოლო დღეებია ხშირად იკვეთება და ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ დარწმუნდეთ ფასის მიერ მის გადალახვაში და გამყარებაში.
2. მათ ვინც მოკლე პოზიციებზე შესვლის სცენარს განიხილავს — ყველაზე უსაფრთხო წერტილი იქნება ლოკალური მხარდაჭერის 1,1435 დონის გარღვევა და მის ქვემოთ ფასის გამყარება. ხოლო ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევში პირველი მიზანია 1,1372 საფასო დონე და შემდგომ დღის დიაპაზონის ქვედა მხარდაჭერის დონე 1,13 .
აღნიშნული ანალიტიკა ჩატარებულია მხოლოდ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით და არ წარმოადგენს რჩევას ვაჭრობისთვის ან პროგნოზს თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ინსტრუმენტი.